22 იანვარს სამინისტროში ჭადრაკის ფედერაციამ პრესკონფერენცია გამართა, 2013 წელი შეაჯამა და 2014 წლის გეგმებზე ისაუბრა
22 იანვარს სამინისტროში ჭადრაკის ფედერაციამ პრესკონფერენცია გამართა, 2013 წელი შეაჯამა და 2014 წლის გეგმებზე ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვებს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკაკი ლოდიამ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უპასუხეს.

ჭადრაკის განვითარების პროგრამა. 2014 წლიდან ამოქმედდა საქართველოში ჭადრაკის განვითარების ხუთწლიანი (2014-18 წწ.) პროგრამა. 2014 წლის კალენდარში 72 ღონისძიებაა.

ეროვნული კალენდარი. 2014 წელს იწყება საქართველოს ჩემპიონატი კლუბებს შორის; რეგიონები უმასპინძლებენ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებს; ჩატარდება ახალგაზრდული ტურნირები; გათამაშდება ფედერაციის თასი; საჭადრაკო ფესტივალებს უმასპინძლებს 7 რეგიონი; გაიმართება აგრეთვე საჭადრაკო ფესტივალები: "ნონა", "მაია", "ნანა".

საერთაშორისო კალენდარი. 18 ივნისი-2 ივლისი. თბილისი უმასპინძლებს მსოფლიოს ქალთა გრანპრის გათამაშების მე-5 ეტაპს, რომელშიც ყველაზე ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი, გრან-პრის გამარჯვებული ჰამპი კონერუ და მიმდინარე ეტაპის პირველი შვიდეული.

გრან პრის ფავორიტთა შორის არიან ქართველი მოჭადრაკეები: ბელა ხოტენაშვილი (ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული და პრიზიორი), ნანა ძაგნიძე (ორი ეტაპის პრიზიორი). 18-29 ოქტომბერი. ბათუმი ევროპის ახალგაზრდულ (8-18 წწ.) ჩემპიონატს უმასპინძლებს. სავარაუდოდ, 45 ქვეყნის 1500-მდე მონაწილე ესტუმრება ბათუმს. ფუნქციონირებს ჩემპიონატის ვებ-გვერდი www.e2e4.ge.

1-14 აგვისტო. ნორვეგია, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაში. იგეგმება საქართველოს კუთხის მოწყობა და პრეზენტაცია 2018 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისათვის.

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია. 2013 წელს განხორციელებული პროექტები და 2014 წლის გეგმები.

სამინისტროს პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა