გასული კვირა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუსთვის" ევროთასზეც წარუმატებელი გამოდგა და იტალიის ჩემპიონატშიც

გასული კვირა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუსთვის" წარუმატებელი გამოდგა - ჯერ ევროთასზე "გალათასარაისთან" წააგო, იტალიის ჩემპიონატში კი "პეპსი კასერტასთან" დათმო, 65:73.

"კასერტას" მოედანზე გამართული მატჩი საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარი გამოდგა, მეოთხე ათწუთეულში კი კანტუელებს "პეპსი" "ყელზე დაადგათ" და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

"კანტუს" მე-11 ნომერმა, მარკოიშვილმა 11 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო) ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა მიამატა. მან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა.

კანტუელთა მწვრთნელმა, ანდრეა ტრინჩიერიმ მატჩის ანალიზი მარტივად გააკეთა:

- "კასერტამ" ბურთი 40-ჯერ მოხსნა, ჩვენ - 29-ჯერ. წაგების მიზეზიც ფარქვეშ სუსტი თამაში იყო.

"პეპსის" დამრიგებელმა პინო საკრიპანტიმ მეტოქისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა:

- "კანტუ" შეკრული და კარგად გაწვრთნილი გუნდია. მწვრთნელმა შარშანდელი სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვის (მარკოიშვილი, მარაცინო, ორტნერი, ლეუნენი, მიკოვი) შენარჩუნება მოახერხა და დაიმატა კარგი კალათბურთელები: გრინი და ტაბუ. ასე რომ, "კანტუ" იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდია.

საინტერესოა, ამ საკითხზე რას ფიქრობენ გულშემატკივრები. გაზეთ "კორიერე დელო სპორტში" გამოქვეყნდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა გუნდები, რომლებიც "მონტეპასკის" ჩემპიონობაში შეეცილებიან. გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ "მონტეპასკი" ჩემპიონობას თუ დაკარგავს, ეს "მილანის" დამსახურება იქნება. 6,4 პროცენტს სიენელთა კონკურენტად ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" მიაჩნია, ხოლო 3,9 პროცენტს - "კანტუ".

აქვე მანუს გუნდთან დაკავშირებით ორ ამბავს გეტყვით. ერთი კარგია, მეორე - ცუდი. კარგით დავიწყოთ: "კანტუს" ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გააფორმა საათების მწარმოებელ ფირმა "ჩაპელეტისთან". ცუდი კი ისაა, რომ "კასერტასთან" მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო ერთ-ერთმა ლიდერმა ბენჟამინ ორტნერმა და იგი გუნდს ჰოლანდიის ქალაქ გრონინგემში ვერ გაჰყვება. შეგახსენებთ, რომ დღეს "კანტუ" ევროთასზე სწორედ "გრონინგემს" ეთამაშება.

დავბრუნდეთ იტალიაში. დამარცხდა ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსიც". ბოლონიელებმა "ვარეზესთან" სტუმრად ვერაფერი გააწყვეს (81:91). სანიკიძე "ვირტუსს" კოჭის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. ასევე ფეხის ტკივილი გახდა მეორე ლიდერის ვინსტონის უთამაშებლობის მიზეზი.

"კანტუსა" და "ვირტუსს" 4-4 მოგება, 3-3 წაგება აქვთ და ექვს გუნდთან ერთად სატურნირო ცხრილში მეხუთე-მეათე ადგილებს ინაწილებენ.

"რიმინიში" დაბრუნების შემდეგ იტალიის მეორე ლიგაში ყველაზე ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა ნიკა მეტრეველმა, რომელმაც 10 წუთში 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. იმედი დავიტოვოთ, რომ იგი 6-ქულიან რეკორდს მალე გადალახავს.

გამოცემა "ბასკეტნეტმა" ქართველი ფორვარდის თამაში 6,5 ბალით შეაფასა: "მეტრეველი მოედანზე მატჩის ბოლო წუთებზე გამოჩნდა. მან დაგვარწმუნა, რომ გააჩნია თვისებები, რაც გუნდს სარგებელს მოუტანს. მას შეუძლია "რიმინის" თამაშზე დადებითად იმოქმედოს, თუმცა ამისთვის არასათანადო სათამაშო დრო აქვს."

"რიმინიმ" სტუმრად "მონფერატოსთან" 72:53 წააგო და ცხრილში მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა