დევიდ მოიესის გუნდის დაცემა გრძელდება
იანვარი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საშინლად დაიწყო. ასოციაციის თასიდან გუნდი "სუონსიმ" გამოაგდო, ბოლო ტურში "ჩელსისთან" წაგების შემდეგ უკვე კაპიტანი ნემანია ვიდიჩიც კი ალაპარაკდა, რომ ჩემპიონობაზე ოცნება აღარ ღირს.

და აი, "ეშმაკებს" ლიგის თასზე უკანასკნელი შანსი ჰქონდათ, შიდა ასპარეზზე რამე მოეგოთ, მაგრამ... "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ამ შემთხვევაშიც აუკანკალდათ ფეხები და პენალტების სერიაში 5-დან 4 დარტყმა გააფუჭეს.

საინტერესოა, რა მოხდა პენალტების სერიამდე. მასპინძელმა პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ერთბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა დებიუტშივე სცადა. ვიტო მანონემ ერნანდესს მე-6 წუთზე ახლო მანძილიდან თავური აუღო. ანგარიშის გახსნა შეეძლო ბორინისაც, მაგრამ შორიდან სიზუსტემ უმტყუნა. ბურთმა ხარიხას ნახევარ მეტრში გადაუფრინა. შემდეგ დარენ ფლეტჩერმა ახლოდან ძელს გაარტყა, დენი უელბეკს კი დამატებულზე მანონემ აუღო. 38-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, უელბეკის ბრმა პასის წყალობით ევანსმა თავით ახლო მანძილიდან გატეხა იტალიელი გოლკიპერის წინააღმდეგობა.

მეორე ნახევარში მასპინძელი შორეული დარტყმებით ცდილობდა კიდევ უფრო დაწინაურებას. ადნან იანუზაის 3-4 მომენტი ჰქონდა, რაფაელს - ერთი. ძირითადი დრო ასევე დასრულდა. რაკი ლიგის თასის რეგლამენტი სტუმრად გატანილ გოლს არ მიიჩნევს უპირატესობად, თამაში დამატებით დროში გაგრძელდა.

119-ე წუთზე "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილ ბერდსლიმ დავიდ დე ხეას საჯარიმოს გარედან, "ცისფერი მთებისა" არ იყოს, ისე დაურტყა, "ყოველი შემთხვევისთვის" და გაიტანა. ესპანელმა გოლკიპერმა კოშმარული შეცდომა დაუშვა. ჩემპიონმა გაიბრძოლა. ისევ და ისევ იანუზაის გადაცემით ერნანდესმა დაუცველი კარი დალაშქრა. სულ ეს იყო. პენალტების სერიაში რაც იყო, ამაზე ზემოთაც მოგახსენეთ.

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "შეიძლება, დღეს ვერ ვითამაშეთ სათანადოდ კარგად და ფინალში ამიტომაც ვერ გავედით, მაგრამ ცდა ნამდვილად არ დაგვიკლია. თავს ორგანიზებულად ვიცავდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს არ გავუშვებდით. ქებას იმსახურებს მთელი გუნდი, რადგან ანგარიშის გათანაბრების შემდეგ რეაქცია მყისიერი გვქონდა. თამაშის იმ ხარისხით, რომელიც დღეს ვაჩვენეთ, "უემბლიზე" თამაშის უფლება რომც მოგვეპოვებინა, მაინც უკმაყოფილო დავრჩებოდი, ახლა კი იმედგაცრუება კიდევ უფრო გამიმძაფრდა, რადგან ფინალს სულ რაღაც ერთი წუთი გვაშორებდა. მეტოქემ ყველაფერი გაიღო შედეგის მისაღებად და დაიმსახურა კიდეც ეს პატივი".

გუსტავო პოიეტი (სანდერლენდი): "გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს ვუძღვნით. მძიმე დღეში ვართ და მათ სიხარულის განსაკუთრებულ საფუძველს ვერ ვაძლევთ, მაგრამ მათგან მხარდაჭერა წამითაც არ მოგვკლებია. ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ფინალში გასვლა დაიმსახურეს. ცხადია, გადამწყვეტ შეხვედრაში ფავორიტად არავინ მიგვიჩნევს, რაც ჩემი აზრით, ჩვენთვის უკეთესიც კია".

იუნაიტედი-სანდერლენდი 2:1 (1:2) დ.დ, პენ: 1:2

გოლები: 1:0 ევანსი (37), 1:1 ბერდსლი (119), 2:1 ერნანდესი (120+1)

პენ: 0:0 გარდნერი (ააცილა), 0:0 უელბეკი (ააცილა); 0:0 ს. ფლეტჩერი (მეკარე), 1:0 დ. ფლეტჩერი; 1:1 ალონსო, 1:1 იანუზაი (მეკარე), 1:2 კი სუნ იონი, 1:2 ფ. ჯონსი (ააცილა), 1:2 ა. ჯონსონი (მეკარე), 1:2 რაფაელი (მეკარე)

იუნაიტედი: დე ხეა, რაფაელი, სმოლინგი, ევანსი, ბიუტნერი (85. ევრა), კერიკი (95. ჯონსი), დ. ფლეტჩერი, კაგავა (61. ვალენსია), იანუზაი, უელბეკი, ერნანდესი

სანდერლენდი: მანონე, ბერდსლი, ბრაუნი, ოში, ალონსო, კატერმოული (81. გარდნერი), კოლბეკი, კი, ჯონსონი, ბორინი (87. ალტიდორი), ს. ფლეტჩერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ლონდონის "არსენალი" ევროპა ლიგის მოახლოებულ მატჩში ერთი ფორვარდის იმედად იქნება
გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან
ჩილელი დენი უელბეკი - ყველაზე დიდი "ჩაყვინთვა" საფეხბურთო ისტორიაში [VIDEO]
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
ლონდონის "არსენალი" ზამთარში შესაძლოა ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაემშვიდობოს
"ეს მამარდაშვილისთვის მისაღები არ იქნება" - This Is Anfield-ი განმარტავს, რა უშლის ალისონის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
"არსენალი" დენი უელბეკს უფასოდ გაუშვებს
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
დენი უელბეკი "არსენალს" ზაფხულში უფასოდ დატოვებს
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია - მაინც უნდა დავაფასოთ გუნდი და მწვრთნელი" - ბერძენი ჟურნალისტი
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
პაოლო დი კანიომ "სანდერლენდში" ხუმრობაც აკრძალა
საქართველოსთან მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებიდან წასულმა პოიეტმა, ახალი სამსახური იპოვნა
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
საქართველოსთან დამარცხებულმა პოიეტმა ირლანდიას უარი შეუთვალა
გუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით