პსჟ, "ბორდო" და "ტულუზი" დაგვემშვიდობნენ
სასწაულიც ამას ჰქვია - "პარი სენ ჟერმენი" ყველა ტურნირის მოსაგებად ვეღარ იბრძვის, რადგან გუნდი საკუთარ მოედანზე დამარცხდა "მონპელიესთან", რომელიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს.

პარიზელთა მწვრთნელს, ლორან ბლანს, ეს მატჩი ალბათ გარკვეულ მოგონებებს აღუძრავდა - სწორედ მან გაიტანა 1990 წელს "მონპელიეს" მაისურით გამარჯვების გოლი საფრანგეთის თასის ფინალში და ეს ჯილდო გუნდს ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოაგებინა. ბლანი მინდორზე ცოტა გადახალისებული შემადგენლობით კი იყო, მაგრამ თუ როგორია პსჟ-ის "გადახალისებული" შემადგენლობა, კარგად მოგეხსენებათ. აი, როლან კურბისმა მაქსიმალურად საბრძოლო თერთმეტეული გამოიყვანა და...

"მონპელიე" დანიელ კონგრეს თავურით დაწინაურდა, რომელიც ფორმაში შესული სიაკა ტიენეს ჯარიმას მოჰყვა. 10 წუთში ედინსონ კავანიმ ლუკას დინის პასით გაათანაბრა და მალე ურუგვაელს მეორეც უნდა გაეტანა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ხიფათი შექმნეს სტუმრებმაც - ვიქტორ უგო მონტანიომ კინაღამ გაიტანა, მას ნიკოლას დუშეზმა აუღო.

როგორც ჩანს, დედაქალაქელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს სტუმრების შესაძლებლობები, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც. ბლანმა 66-ე წუთზე ტიაგო მოტა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი შემოუშვა, ტაქტიკა გადააწყო და თავისი გუნდის გოლს ელოდა, მაგრამ მასპინძლებმა აქეთ გაუშვეს - 69-ეზე იმავე მონტანიომ შეაგდო, 29 წლის კოლუმბიელმა მძლავრი თავურით დუშეზს შანსი არ დაუტოვა. დარჩენილ დროში ბლანის შეგირდებმა ბევრი ვერაფერი გაახერხეს და საფრანგეთის თასს ხელი დაუქნიეს.

კორსიკაზე სამოყვარულო "ილ რუსმა" თასის მოქმედი მფლობელი "ბორდო" დაიფრინა. მატჩის გმირი მასპინძელთა მეკარე ფლორენ მენოცი გახდა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა, ხოლო იქ დავიდ ბელიონისა და ლამინა სანეს დარტყმები აიღო.

სირცხვილი ჭამა "ტულუზმაც", რომელმაც ედენ ბენ ბასატის გოლით პირველი ტაიმი კი მოიგო, მაგრამ რეალურად მეტოქე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და "მულენსს" ეს მეორე ტაიმში დაუფასდა. მასპინძელთა გმირად სებასტიან და სილვა იქცა, რომელმაც დუბლი გაახერხა.

ფიასკოსთან ახლოს იყო "ლიონიც". რემი გარდის გუნდი "ლორიანის" გამომგდებ "იზიორთან" ვერ იგებდა ნეიტრალურ მოედანზე და 75-ე წუთზე აქეთ გაუშვა - ელიას მბაის ეფექტური გოლი გამოუვიდა. თუმცა "იზიორი" ნაადრევად ჩავარდა ეიფორიაში და უმალვე გაუშვა ჯიმი ბრიანისგან. მერე იოან გურკუფმა მორიგი ულამაზესი დარტყმა შემოგვთავაზა, ხოლო ბოლოს სტიდ მალბრანკმა ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა.

ყველაზე ადვილად "მონაკომ" მოიგო, მაგრამ "ლუი მეორეს" ბინადრებს ეს გამარჯვება შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ: რადამელ ფალკაომ ტრავმა მიიღო და ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ კოლუმბიელმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა. თუ უარესი პროგნოზი გამართლდა, ფალკაო ვერც ამ სეზონში ითამაშებს და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

"როდესაც ქვედალიგელ გუნდს ეთამაშები, გასაგებია, რომ უხეშობა შეიძლება მეტი იყოს. ყველას სურს, ინგლისივით მეტი ფიზიკური ორთაბრძოლა იყოს დაშვებული, მაგრამ აქ ეს არ გამოდის და როდესაც ჯარიმაა, ის უნდა დაფიქსირდეს. თუ ფალკაოს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, ეს მსაჯის ბრალი იქნება, რომელიც უხეშად მოთამაშე ფეხბურთელებს ბარათებს არ უჩვენებდა. იმედია, რადამელის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება. შედეგით და თამაშით კი ძალიან კმაყოფილი ვარ" - თქვა "მონაკოს" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ.

იტალიელი სპეციალისტი ოპტიმისტურად კი არის განწყობილი და ყველას სურვილია, ფალკაოს ტრავმა მართლაც არ გამოდგეს ისეთი სერიოზული, როგორიც თავიდან ჩანდა, მაგრამ ექიმების წინასწარი პროგნოზი არც ისე დამაიმედებელია.

P.S. 23 იანვარს, გვიან გაირკვა ექიმთა დასკვნა - მეტად სამწუხაროა, მაგრამ კოლუმბიელი ფორვარდი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ვერ გამოჯანმრთელდება.

მონ აზერგი-მონაკო 0:3

გოლები: 0:1 ფალკაო (29), 0:2 რივიერი (63), 0:3 რივიერი (72)

ილ რუსი-ბორდო 0:0 (4:3 პენ.)

იზიორი-ლიონი 1:3

გოლები: 1:0 მბაი (75), 1:1 ბრიამი (76), 1:2 გურკუფი (81), 1:3 მალბრანკი (85)

მულენი-ტულუზი 2:1

გოლები: 0:1 ბენ ბასატი (31), 1:1 და სილვა (46), 2:1 და სილვა (86)

პსჟ-მონპელიე 1:2

გოლები: 0:1 კონგრე (20), 1:1 კავანი (30), 1:2 მონტანიო (69)

პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დინი - მატუიდი, პასტორე (77. ონგენდა), ვერატი (66. ტიაგო მოტა) - მენეზი (66. იბრაჰიმოვიჩი), ლუკასი, კავანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
სამწვრთნელო საქმე: ბოლო 3 თვეში 13 მწვრთნელი მოიხსნა
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
ფრანგი მწვრთნელი: აზარი ორთქმავალი კი არა მატარებლის ბოლო ვაგონია
რადამელ ფალკაოს მამა ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა
თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური: ლიდერებმა ადვილად იმარჯვეს [VIDEO]
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
"ნიუკასლის" ფანების ფავორიტად აქამდე თემურ ქეცბაია რჩება
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
მუშტი-კრივი დერბის შემდეგ: ვინ იტყუება - ოლა თუ რუფიე?
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 3 აგვისტო
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
პრემიერლიგის აუტსაიდერის ბოლო ცდა
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
ფალკაო ევროპის კონტინენტს ტოვებს - ვეტერან კოლუმბიელს მექსიკაში უხმობენ
ქართველი "ნიუკასლში" ახალ სიოს მოიტანდაო... თემურ ქეცბაიამ აპოელ-ი იუარა
რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
ბუნდესლიგის XI ტური ბერლინში "ჰანოვერის" გამარჯვებით გაიხსნა
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტურის წინ: ყველაზე ტკბილი ლუკმა
ფალკაოს უნდა კარიერა ბექჰემის გუნდში დაასრულოს
საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "ნანტის" მწარე შურისძიება
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
ᓡ