იტალიური კლუბი არნემის "ვიტესის" ქართველ ფორვარდში, სავარაუდოდ, მილიონ ევროს გადაიხდის
იტალიური და ჰოლანდიური მედია უკვე თანხმდება, რომ გიორგი ჭანტურია კარიერას არნემის "ვიტესში" აღარ გააგრძელებს და იტალიურ "ბოლონიაში" გადავა.

"გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 იანვარს მილანში საინტერესო შეხვედრა გაიმართა "ბოლონიას" წარმომადგენლებსა და იტალიელ აგენტ კავალიერის შორის, რომელიც ქართველ ფორვარდს წარმოადგენს.

"მხარეები შეთანხმების მიღწევასთან შორს არ არიან. შეიძლება დღის განმავლობაში ბევრი რამ გაირკვეს. სატრანსფერო თანხა, სავარაუდოდ, მილიონი ევროს ფარგლებშია", - წერს "ტუტო მერკატო".

"ბოლონიას" ფორვარდ ალესანდრო დიამანტის "გუანჯოუ ევერგრანდში" გაყიდვა სურს. მოლაპარაკება ჩინელებთან ხან წინ მიიწევს, ხან ჩიხში შედის. სავარაუდოდ, ეს ჭანტურიას ტრანსფერზე დიდ გავლენას იქონიებს. "ბოლონია" კაპიტნის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ითხოვს.

ამასობაში ჰოლანდიურმა "ელფ ფუტბალმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "გიორგი ჭანტურიას სერია A-ს თავგადასავალი იზიდავს".

"სულ უფრო ცოტა რჩება იმის ალბათობა, რომ გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესში" დარჩება. ნელ-ნელა ის არცთუ საჭირო ფეხბურთელი ხდება "ვიტესში" და თავადაც გული სხვაგან მიუწევს. ამის გამოყენებას კი იტალიური ელიტის "ბოლონია" აპირებს.

იტალიურ წყაროებს თუ ვენდობით, საუბარია მილიონ ევროზე", - წერს "ელ ფუტბალი".

თუმცა "ფუტ მერკატომ" დიამეტრულად საწინააღმდეგო ინფორმაცია გამოაქვეყნა: ამ წყაროს ცნობით, ჭანტურია მალე ფრანგულ ლიგა 1-ში გადავა.

"მონპელიე" ამ ტრანსფერზე მუშაობს და ფრანგულ კლუბს ჭანტურია მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება. ჭანტურიას "მონპელიეში" რემი კაბელიას შემცვლელად განიხილავენ, რომელიც "ნიუკასლში" მიდის.

ამ სეზონში გიორგი ჭანტურიამ "ვიტესის" მაისურა სულ 8-ჯერ მოირგო, რაც დისკვალიფიკაციით არის განპირობებული, რომელიც ჭანტურიას რუსული ჩემპიონატიდან გადმოჰყვა.

ასევე იხილეთ:

La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "ბოლონიაში"!

weyu
ზარმაცია ზაან
fani
ვის უნდა ხლამი. ვის აბოლებთ.
isaka
კი არ გადადის, უშვებენ.
roma
ბოლონიას,ან მონპელიეს ისევ ვიტესი ჯობია,ევრო ტურნირებზე მაინც იასპარეზებს და შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს,ხოლო ამ გუნდებს ლიგის პესპექტივაც არ გააჩნია და იქ გადასვლას რა აზრი აქვს.
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"იუვენტუსს" ალესანდრო დიამანტიც სურს
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓠᓘᓑᓔᓠᓘᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓘᓐᓠᓐ
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
სერია A. XXXI ტური: "ფიორენტინამ" შინ "ვერონასთან" წააგო
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: რანიერიმ პსჟ გააჩემპიონა [VIDEO]
ალბერტო ჯილარდინო "ფიორენტინაში" დაბრუნდა
CALCIOMERCATO: გიორგი ჭანტურია სერია A-ში ზაფხულიდან გადავა
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს