ქართველი ახალწვეული "ნეფთჩის" დამწუხრებას აპირებს
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერის, აგდამის "ყარაბაღის" ქართველი ფორვარდის, ნიკოლოზ გელაშვილის ტრავმამ კიდევ ერთ ქართულ ტრანსფერს დაუდო სათავე - "ყარაბაღმა" თბილისის "დინამოელი" ჯაბა დვალი იჯარით დაიმატა.

29 წლის დვალმა პირველი ინტერვიუ მისცა "აზერისპორტს":

- როგორ მოხვდით "ყარაბაღში"?

- ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გავიგე, რომ კლუბი ჩემით დაინტერესდა და მალევე მოვილაპარაკეთ. ჩვენი ქვეყნები მეზობლები არიან, ინფორმაციის შეგროვება საჭირო არ იყო, ისედაც ბევრი ვიცოდი. ძალიან გამიხარდება, თუ სეზონს ტიტულით დავასრულებ.

- ვინ გითხრათ "ყარაბაღის" დაინტერესების შესახებ?

- ვმეგობრობ ნიკოლოზ გელაშვილთან. მის გამოსვლას ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი, აზერბაიჯანის ჩემპიონატშიც და ევროპალიგაზეც. ვიცი, რომ "ყარაბაღი" ამბიციური გუნდია, ახლა კი სულაც ლიდერია.

- არ ფიქრობთ, რომ გელაშვილის ადაპტაცია გუნდში ნელა მიდის?

- მე გელაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, რომ ის "ყარაბაღს" ძალიან გამოადგება. ყველა ახალწვეულს სჭირდება დრო, ძალიან ცოტა იწყებს ეგრევე კარგად.

- ელოდებით იმ დროს, როცა შეტევის წყვილს ჩამოაყალიბებთ გელაშვილთან ერთად?

- ვინ ითამაშებს, მწვრთნელის გადასაწყვეტია. რასაც ის იტყვის, იმას გავაკეთებ. პირველ რიგში, მინდა, გუნდს სარგებელი მოვუტანო ჩემი თამაშით.

- "ნეფთჩისთან" დაპირისპირება გემახსოვრებათ...

- "ზესტაფონში" ვიყავი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წავაგეთ "ნეფთჩისთან". ორივე შეხვედრაში ვითამაშე, გოლიც გავიტანე. მაშინ "ნეფთჩი" ძალიან ძლიერი იყო. მეორე თამაშში ორი გოლი მალე გავუტანეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა ვეღარ შევძელით. ახლა როგორია "ნეფთჩი", არ ვიცი.

- ალბათ, იცით, რომ ის "ყარაბაღის" კონკურენტია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში...

- ანუ საჭიროა, კიდევ გავუტანო მას. ეს, რა თქმა უნდა, მარტო "ნეფთჩის" არ ეხება. ჩვენი მიზანი პირველი ადგილია. ესე იგი, უნდა მოვუგოთ ყველა კონკურენტს.

ასევე იხილეთ:

ჯაბა დვალი "ყარაბაღში" - ყოფილი ზესტაფონური დუეტი აზერბაიჯანში

john
ყარაბაღს ადრეც უნდოდა დვალი მაგრამ დინამომ აჯობა მაშინ და ზესტადან დინამოში წავიდა... ახლა მაინც გადაიბირეს, ტეხავს რომ აზერბაიჯანში თამაში ურჩევნიათ, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1 - ნერვების თამაში [VIDEO]
ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!
ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა
ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]