"ალმერიას" ამოყვანა წუმპედან ბოდოს და ბოლოს ოლტრამ ითავა - გუნდს 13 მატჩში 1 მოგება აქვს სულ

მას შემდეგ, რაც "ალმერია" შინ 0:8 გაანადგურდა "ბარსელონასთან", კლუბის ხელმძღვანელობა ხუან მანუელ ლილიოს შემცვლელის ძიებაში იყო. ეს, ერთი შეხედვით იოლი საქმე, ასეთი სულაც არ ყოფილა. პრიმერა დივიზიონში თავის გამოჩენა ბევრი სპეციალისტვის სულაც არ ყოფილა მიმზიდველი სამუშაო, ან კი "ალმერიას" პერსპექტივას უწუნებდნენ.

ლილიოს გაშვების შემდეგ გუნდში "რასინგის" ყოფილი ბოსი მარსელინო გარსია ტორალი დაიბარეს. მაგრამ მხარეებმა ხელი ხელზე ვერ დაჰკრეს, სპეციალისტი იმაზე მეტს ითხოვდა, ვიდრე მას ანდალუსიური კლუბი სთავაზობდა. ასე გაჩნდა პრესაში არგენტინელი ნესტორ გოროსიტოს სახელი. ის "ალმერიას" ხელმძღვანელობის ახალი კანდიდატი გახდა. გოროსიტო სპეციალურად ჩაფრინდა სამხრეთ ამერიკიდან ესპანეთში, მაგრამ მოლაპარაკება მაინც ისევ ისე დასრულდა, როგორც გარსია ტორალის შემთხვევაში.

ამასობაში ტურის მატჩებიც მოახლოვდა, "ალმერია" "მესტალიაზე" "ვალენსიას" სტუმრობდა და დიდი შანსი იყო, ის იქ უმწვრთნელოდ გასულიყო.

ასე გამოჩნდა ახალი კანდიდატურა - "ტენერიფეს" ექს-თავკაცი, 41 წლის ხოსე ლუის ოლტრა. ოლტრამ კი ითავა "ალმერიას" ამოყვანა წუმპედან - გუნდს 13 მატჩში 1 მოგება აქვს სულ. სხვათა შორის, "მესტალიაზე" ოლტრა კი იჯდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ "ალმერია" მისი მომზადებული არ იყო. ასე რომ, მხოლოდ 1:2 მარცხი უკვე კარგია.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს