"რეალის" თავკაცმა თავის ფეხბურთელებს სთხოვა, გონს, რაც შეიძლება მალე მოვიდნენ

კლასიკოში "ბარსელონასთან" 0:5 დამარცხების შემდეგ, "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე დაეთანხმა იმ აზრს, რომ მისმა გუნდმა თამაში ულაპარაკოდ წააგო.

"წავაგეთ, მაგრამ ეს დამცირება არაა, უბრალოდ დამარცხებაა. ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია, მაგრამ ადვილი გადასატანია, რადგან ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა შანსი. ხანდახან, თამაშის შემდეგ განიცდი ძელს მოხვედრილი ბურთის გამო, ცალკეულ ეპიზოდებზე, არბიტრის სადავო გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა", - თქვა პორტუგალიელმა.

მოურინიო არ თვლის, რომ "კამპ ნოუზე" განადგურება შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატში გარდამტეხი მომენტი გახდეს. "ერთმა გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენა, მეორე კი ძალიან ცუდად მოქმედებდა. წავაგეთ, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსელონა" უკვე ჩამოყალიბებული გუნდია, "რეალს" კი ასეთად გახდომა წინ აქვს. არ მგონია, რომ დღევანდელი ანგარიში კლასში სხვაობას გამოხატავდეს", - აცხადებს მოურინიო.

"რეალის" თავკაცმა თავის ფეხბურთელებს სთხოვა, გონს რაც შეიძლება მალე მოვიდნენ: "იმედი მაქვს ისინი არ გატყდებიან. თამაშის შემდეგ მათ ვუთხარი, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა და ხასიათის სიმტკიცის გამოვლენაა საჭირო. როცა იგებ, შეიძლება სიხარულისგან იტირო კიდეც, მაგრამ როცა აგებ და ხუთ გოლს უშვებ, საჭიროა ძალები მოიკრიბო და შემდეგ თამაშზე მოგების სურვილით გახვიდე. მეც ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ამ მატჩისგან სულ სხვას ველოდი და ყველა მოთამაშე ასეა, მათ ყველას სულ დამძიმებული აქვთ. მაგრამ ეს შეხვედრა უკვე წარსულია, წინ უნდა წავიდეთ. ამჟამად ლიდერისგან 2 ქულა გვაშორებს", - დაამატა მოურინიომ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

gio
ხოო ბარსა მივიდეს რეალთან კლასით მაგარი განცხადებაა:D:D:D ხედირასთან, დიმარიასთან, ლასანა დიარასთან, ოზილთან, არბელოასთან და ბენზემასთან რას მივლენ კლასით ჩავი, ინიესტა, მესი, ვილია, პუიოლი და სხვა დანარჩენი მსოფლიო ჩემპიონები:D:D
gio
ხოო ბარსა მივიდეს რეალთან კლასით მაგარი განცხადებაა:D:D:D ხედირასთან, დიმარიასთან, ლასანა დიარასთან, ოზილთან, არბელოასთან და ბენზემასთან რას მივლენ კლასით ჩავი, ინიესტა, მესი, ვილია, პუიოლი და სხვა დანარჩენი მსოფლიო ჩემპიონები:D:D
gi
ბარსა მივიდეს რეალთან კლასით?100 წლის წინანდელი ამბების გახსენება რა შუაშია.თავის ისტორია რეალის ფეხბურთელებს გაეხსენებინათ და ისე ითამაშათ,მაგრამ განსხვავება ისაა,რომ ბარსა მეტია ვიდრე გუნდი(ყველა ბარსელონელი გრძნობს,სადაც თამაშობს),რეალი კი ფულის მოყვარულთა საზოგადოებაა.აბა ეგენი თუ ისტორიას პატივს ცემენ,რაულის გაშვება კაცობაა?
lado
ზუკ მისმინე დზმა ბარსელონა მივიდეს ჯერ რეალის კლასის გუნდთან და მერე ვილაპარაკოთ (ისტორია ნახე და 5:0 სახსენებელიც არ გეკნება :D)
gudu_plant
მაურინიო წადი რა ლობიო მოხარშეე :) კრისტიანოს ქინძი დააჭრევინე :))
zuk
ეს იყო იმის ნიშანი რო ბარსასთან რეალი ვერასოდეს მოვა
otar
არ მგონია, რომ დღევანდელი ანგარიში კლასში სხვაობას გამოხატავდეს", - აცხადებს მოურინიო. კი აბა უბრალოდ გაუმართლა ბარსას.
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია