ტიუმენში დასრულდა ძიუდოისტთა პირველი საკონტინენტთაშორისო გუნდური შეხვედრა - ევროპა აზიის წინააღმდეგ
ტიუმენში დასრულდა ძიუდოისტთა პირველი საკონტინენტთაშორისო გუნდური შეხვედრა - ევროპა აზიის წინააღმდეგ, რომელიც ევროპელთა დიდი უპირატესობით წარიმართა - 10:4.

ამ პაექრობაში ორი ქართველი იყო მიწვეული - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90).

ევროპელთა გამარჯვებაში წვლილი მხოლოდ ლიპარტელიანმა შეიტანა, რომელმაც ვაზარით სძლია სამხრეთ კორეელ კიუ-ვონ ლეეს, საქართველოს შარშანდელი სეზონის საუკეთესო სპორტსმენი ჭრიკიშვილი კი, სამწუხაროდ, იუკოთი დამარცხდა უზბეკ იაკიო იმამოვთან.

ეს საჩვენებელი შეხვედრა პარალელურად ჩატარდა ქალებსა და ვაჟებს შორის. საერთო შედეგიც ორივე სქესის წარმომადგენელთა მაჩვენებლებით გამოითვლებოდა.

ევროპა თავიდანვე დაწინაურდა - უნივერსიადის რუსმა ჩემპიონმა ალესია კუზნეცოვამ (48) მონღოლთა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ურანცეცეგ მუნკბატი დაამარცხა. მოლოდინისამებრ, აზიამ იქვე გაათანაბრა - იაპონელთა მსოფლიოს შარშანდელმა გამარჯვებულმა ნაოჰისა ტაკატომ (60) რუსთა ოლიმპიურ ჩემპიონი არსენ გალსტიანი დააიპონა.

ამის შემდეგ ევროპამ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა პრინციპულ მეტოქეს - რუმინელმა ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ანდრეა ჩიტუმ (52), უკრაინელთა ქართველმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ (66), პორტუგალიელთა ევროპის 4-გზის ჩემპიონმა და მსოფლიოს 3-გზის ფინალისტმა ტელმა მონტეირომ (57) და ჰოლანდიელთა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა დექს ელმონტმა (73) თავიანთი შეხვედრები მოიგეს, შესაბამისად, იაპონელ იუკი ჰაშიმოტოსთან, ყაზახ აზამატ მუკანოვთან, მონღოლ სუმიია დორჯსურენთან და მის თანამემამულე ცაგანბაატარ ხაშბაატართან - 5:1.

ამის შემდეგ ევროპელებმა ორი შეხვედრა დათმეს - ჭრიკიშვილი იმამოვთან დამარცხდა, ჰოლანდიელმა ანიცკა ვან ემდენმა კი იაპონელ კანა აბესთან წააგო - 5:3. თუმცა აზიელთა იმედი იქვე ჩაკლეს გერმანელმა ლაურა ვარგას-კოჩმა (70) კორეელ სეონგ-იეონ კიმთან მოგებით და ლიპარტელიანმა თავისი წილი მოგებებით - 7:3.

აზიამ ერთხელაც გაიბრძოლა, როცა კორეელმა გიეონგ-მი იეონმა უნგრელთა ევროპის ორგზის გამარჯვებული აბიგელ იოო (78) დაამარცხა - 7:4.

დარჩენილი სამი შეხვედრის მოგებით აზიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჰოლანდიელმა ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს სამგზის ვერცხლის და ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანმა ხენკ ხროლმა (100) გაფრთხილებებით მოუგო უზბეკ სოიუბ ყურბანოვს, რაც ვადამდელ გამარჯვებას ნიშნავდა - 8:4.

თუმცა სლოვენიელმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა მედალოსანმა ლუსია პოლავდერმა (+78) და რუსთა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებულმა, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ალექსანდრ მიხაილინმაც (+100) დაამარცხეს კორეელი იუნგ-ეუნგ ლეე და ყირგიზი იური კრაკოვეცკი - 10:4 ევროპის სასარგებლოდ.

avoeee
ჭრიკიმ იპონით წააგო და არა იუკოთი...
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ზანთარაია ბუნკერში ცხოვრობს - "არსად წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება"
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა