"ბარსას" თავკაცის თქმით, გუნდის ამ წარმატებას საფუძველი წლების წინ კრუიფმა ჩაუყარა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "რეალის" განადგურების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს წარმატება გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ასეთი გამანადგურებელი ანგარიშის მიუხედავად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენი გუნდის ამ დიდ გამარჯვებას?

- ადვილი არაა კარგად ითამაშო ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. სულ სამი ქულა ავიღეთ, მათთან სხვაობა კი 2 ქულაა, მაგრამ რაც მოედანზე გავაკეთეთ, სამუდამოდ მემახსოვრება. "ბარსას" ყველა გულშემატკივარს და საერთოდ ფეხბურთის მოყვარულებს დიდი სიამოვნება მივანიჭეთ. კრუიფმა 15 თუ 20 წლის წინ ჩვენი გუნდი სწორ გზაზე დააყენა, ასე რომ დღევანდელი შედეგი იმ დროიდან მოყოლებული ყველა ბარსელონელის დამსახურებაა.

- მატჩს შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი 9 ფეხბურთელი ასრულებდით...

- ძალიან რთულია იპოვო გუნდი, რომელიც საშინაო მატჩებში ასე დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. ეს გვარდიოლას წარმატება კი არა, კლუბის წარმატებაა. ეს ყველაფერი სიამაყით გვავსებს. ბოლომდე კმაყოფილები ვართ.

- რომელია უკეთესი ანგარიში - 5:0 თუ 2:6?

- იმ 2:6-ით პრიმერა მოვიგეთ. დღევანდელი ანგარიში არც ისე გადამწყვეტია. მსოფლიომ ჩვენი გამარჯვება დაინახა. სატურნირო ცხრილში საბოლოო მდგომარეობა კი ჩემპიონატის ბოლოს გადაწყდება. რთული ბრძოლა გველის.

- რა გახარებთ ყველა მეტად ამ გამარჯვებაში?

- გულშემატკივრებმა შესანიშნავი საღამო გაატარეს, ეს კი იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ვმუშაობდით.

- კლუბებს შორის კლასში მართლა ამხელა განსხვავებაა?

- არა, ასე არაა. "რეალი" ჩემპიონთა ლიგაში და პრიმერაში შესანიშნავად გამოდის. განსხვავება მინიმალურია.

- თვლით, რომ "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია?

- არა, საუკეთესოები არ ვართ. მხოლოდ დრო აჩვენებს, რას მივაღწიეთ და შევძელით მიმდინარე პერიოდში.

- თქვენი სათამაშო სტილი "რეალის" სტილზე უკეთესია?

- ახლა არ ღირს განსჯა, როგორი ტიპის ფეხბურთი სჯობს, ეს თუ ის... დიდი ხანია ამ სტილს მივდევთ და ის ფეხბურთელები მოგვყავს კლუბში, რომელთაც ასეთი ფეხბურთის სწამთ.

intereli
ძან ტავმდაბლობა ხომ არ მოგდის გვარდი?ისე შენ ვერ გაგამართლებ იმ საქციელით
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"