ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის დარბაზმა წლეულს პირველად უმასპინძლა მორიგ სარეიტინგო შეხვედრებს პროფესიონალ მოკრივეთა შორის
ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის დარბაზმა წლეულს პირველად უმასპინძლა მორიგ სარეიტინგო შეხვედრებს პროფესიონალ მოკრივეთა შორის.

რინგზე სულ 9 წყვილი ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ როგორც გამოცდილი, ისე შედარებით ახალბედები და ერთიც - დებიუტანტი აზერბაიჯანიდან, 19 წლის ალექსანდრ ბრინდინი (76,2 კგ). მას თბილისელი რუსლან დაბიშოვი შეხვდა.

ბაქოელმა პირველივე რაუნდიდან შეძლო უპირატესობის მოპოვება და დროზე ადრე გამარჯვებაც მოიპოვა. დანარჩენი წყვილები საქართველოს სხვადასხვა საკრივო სკოლის წარმომადგენლები იყვნენ. 64 კგ-ში ფრე დაფიქსირდა ბორჯომელ მიხეილ ავაკიანის და გორელ ირაკლი ჯეირანაშვილის დაპირისპირებაში.

ამავე წონაში კარიერის მე-15 გამარჯვება მიითვალა ანზორ გამგებელმა (ვარიანი), რომელმაც დამაჯერებელი უპირატესობით სძლია ახალბედა გოჩა გოგოლაძეს (გორი). 76 კგ-ში ჯერაც წაუგებელი ვარიანელი რამაზ გოგიჩაშვილი ბორჯომელ დავით რიბაკონთან ფრეს დასჯერდა. ფრედ დასრულდა აგრეთვე 59 კგ-ში გიორგი გოჭოშვილის (გორი) ორთაბრძოლა რეზო კაპანაძესთან (ახალციხე) და 70 კილოში დავით ტლაშაძის (ვარიანი) დაპირისპირება ნოდარ რობაქიძესთან (ბორჯომი).

56 კგ-ში დღემდე თანაბარი მაჩვენებლით (8-8 შეხვედრა, 2-2 მოგება) გავიდნენ რინგზე დათო კვარაცხელია (ვარიანი) და ზურაბ ჩადუნელი (ახალციხე). ეს პაექრობა კვარაცხელიამ მოიგო. 72,6 კგ-ში მცირე უპირატესობით (6 რაუნდში) მოიპოვა წარმატება ბორჯომელმა მერაბ გუკასიანმა ვარიანელ გიგა ნადირაძესთან, მიხეილ ხუციშვილი (ვარიანი) კი დავით შალუტაშვილთან (ბორჯომი) მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

შეჯიბრების მთავარი მსაჯი იყო საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი, რინგზე კი ყველა ორთაბრძოლას ეროვნული კატეგორიის არბიტრი გიორგი კობახიძე სჯიდა.

მომდევნო ორთაბრძოლებს ხსენებული ასოციაცია იქვე, თებერვალში გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველი მოკრივეების ორი ბრინჯაო ბაქოდან
"მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს, მის გარეშე მოგება არ მოდის"
თარაშ კანდელაკი კრივში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონია
ᓥᓐᓠᓗ
ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓙᓐᓜᓓᓔᓚᓐᓙᓘ: ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓛᓝᓜᓐᓬᓘᓚᓔᓝᓑᓓᓔᓡ ᓓᓐ ᓑᓐᓓᓛᓘᓜᓢᓝᓜᓡᓐᓪ ᓕᓣᓧᓣᓠᓔᓑ
დაუვიწყარი 1993 წელი
ვერის პარკის კრივის დარბაზში საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელი გამოვლინდა [VIDEO]
ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑᓛᓐ ᓛᓘᓜᓡᓙᓘᓡ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ ᓡᓐᓛᓘ ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
ᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓘ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑი ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓝᓑᓐᓖᓔ ᓐᓠᓐᓡᓠᓣᓚᓘ ᓨᓔმᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓘᓗ ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔნ
ლევან გულედანმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ვარიანმა კადეტ მოკრივეთა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
ქართველმა მოკრივეებმა ანაპაში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს