"სარაგოსამ" ევროთასზე მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ვილნიუსში "რიტასთან" 75:87 დამარცხდა
ევროთასის მეორე ეტაპმა ეკვატორი გადალახა. ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის "სარაგოსამ" მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ვილნიუსში "რიტასთან" 75:87 დამარცხდა.

დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ სწორედ ასეთი ანგარიშით დათმო საქართველოს ნაკრებმა სლოვენიასთან 2011 წლის ევრობასკეტზე. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ეს მაშინაც ლიტვაში მოხდა.

წლევანდელ ევროთასზე "სარაგოსასა" და "რიტასის" პირველი დაპირისპირება ესპანეთში მასპინძელთა 34-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და თუ ჯგუფური ეტაპის დასრულებისას ორივე გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდება, ჩაგდებული ბურთების მაჩვენებლით უპირატესობა "სარაგოსას" მიენიჭება.

თუმცაღა, სანიკიძე-შერმადინსა და მათ თანაგუნდელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ოთხგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზე დასამკვიდრებლად. საამისოდ, მათ დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებთ - შინ თურქულ "ბეშიქთაშთან" და სტუმრად ხორვატიულ "ცედევიტასთან". ამასთან, ბევრს გადაწყვეტს 29 იანვარს გასამართი შეხვედრა თურქებსა და ხორვატებს შორის...

დავუბრუნდეთ ვილნიუსურ თამაშს, რომელშიც გიორგი შერმადინმა 23 წუთი ითამაშა, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ - 12. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 6 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მიამატა. ვიქტორმა მატჩი 4 ქულით (3-დან 2 ორქულიანი) და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

"სარაგოსას" ევროთასზე უახლოესი შეხვედრა 12 თებერვალს ელის, "ცედევიტას" ეწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]