`არ მახსოვს, კიბეზე როგორ დავეშვი. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე პატარებს, რომლებიც ჩემს ქალიშვილს გარს შემოხვეოდნენ. ექიმობანას ვთამაშობდით და ნინომ წამალთან ერთად `პატრონაც~ გადაყლაპაო, - მითხრა სლუკუნით ერთმა გოგონამ, რომელსაც მხარზე წითელჯვრიანი ჩანთა გადაეკიდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. ვახტანგს გუმისთაში საწვრთნელი შეკრება ჰქონდა და თან წაგვიყვანა. უხიფათო ადგილას დავიქირავეთ ბინა. მასრა იქ საიდან გაჩნდა, წარმოდგენა არა მაქვს. მეუღლის მოსაყვანად ტირში კაცი გავგზავნე და სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდით. ვაი, იმ გზას, რაც ჩვენ გადავიტანეთ. საავადმყოფოში დიდხანს სინჯავდნენ ექიმები ნინოს, რენტგენითაც გააშუქეს, მაგრამ ვერაფერი უპოვეს. დაგვამშვიდეს, თქვენს შვილს არაფერი ემუქრება, ოღონდ სამომავლოდ თოფსა და ტყვიას ნუ გააკარებთო~, - მითხრა ერთხელ საუბრისას ნინო სალუქვაძის დედამ, სათნო და კეთილშობილმა ქალბატონმა ნუნუმ. არადა, ცელქ ქალიშვილს შინ რომ ვერ აჩერებდა, ხიფათის თავიდან ასაცილებლად სწორედ მან სთხოვა მეუღლეს - შენთან წაიყვანე, ტირში,

იქნებ გაერთოს და დამშვიდდესო.

ეს ეპიზოდი გამახსენდა გუშინ, როცა `ლიდერბეთმა~ სახელოვან სპორტსმენებთან ტრადიციულ შეხვედრაზე ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედლის მფლობელი, შვიდი ოლიმპიადის მონაწილე, პირადში მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანი, გუნდურში ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირადში ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ორ-ორგზის მეორე და მესამე პრიზიორი, სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი, ოცგზის მსოფლიოს რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე მიიწვია, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა 1988 და 1999 წლებში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. სპორტის დამსახურებული ოსტატი ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია და თავისი მერვე ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად ემზადება: სხვა საშუალება რომ არ არის, საკუთარ ტირში წრთობით ცდილობს უმაღლესი შედეგების მიღწევას. ამასთანავე, მომავალი ჩემპიონების დაფრთიანებაზეც ფიქრობს, როგორც მწვრთნელი. ვაჟიშვილ ცოტნეს ოჯახური ტრადიციების გამგრძელებლად ზრდის.

ნინო სალუქვაძე ლიდერბეთელთა პირველი სახელოვანი სპორტსმენი ქალი გახლდათ სტუმრად - უკეთესს ვის ინატრებდნენ. დარბაზშიც ტევა არ იყო. აქ იყვნენ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, სპორტის სამინისტროს, სეოკ-ისა და სროლის ეროვნული ფედერაციის, მასმედიის წარმომადგენლები, ნინო სალუქვაძის ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები.

ოლიმპიურ ჩემპიონს მიესალმნენ და მისი სპორტული ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქეთევან ლოსაბერიძემ, მსოფლიოს ჩემპიონმა რუსუდან სიხარულიძემ, სროლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თამაზ იმნაიშვილმა, გაზეთ `ლელოს~ მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ, მამამ და პირადმა მწვრთნელმა ვახტანგ სალუქვაძემ, მეუღლემ, ყოფილმა მორაგბემ გოჩა მაჭავარიანმა, ოლიმპიური გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა, მერაბ მეტრეველმა, ჟურნალისტებმა - ლევან სალუქვაძემ, თამარ ბალავაძემ და ელენე ბილიხოძემ, ბავშვობისას კალათბურთში ნინოს თანაგუნდელმა მედეა მხეიძემ და სხვებმა. დასასრულს ნინო სალუქვაძემ მასპინძლებსა და ქომაგებს გულთბილი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ რიოში თავისი მერვე ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად არაფერს დაიშურებს.

ვაჟა დანელია

ავტორის ფოტო

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა