6 თებერვალს თორნიკე თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშებს
ფოტოზე: თორნიკე ოქრიაშვილი (მარცნიდან პირველი) ოდესის "ჩერნომორეცთან" ერთად თურქეთში შეკრებაზე

თორნიკე ოქრიაშვილმა ოდესის "ჩერნომორეცთან" საიჯარო ხელშეკრულება უკვე გააფორმა, თუმცა ეს ტრანსფერი კვლავ რჩება აქტიური განხილვის საგნად როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

ოქრიაშვილი სეზონის მეორე ნახევარში პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე მყოფ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

უკვე გამოთქვა ოპტიმიზმი ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა.

ვრცლად ისაუბრა "ჩერნომორეცის" გენდირექტორმა სერგეი კერნიცკიმაც:

"ჩვენ ფეხბურთელთან 1-წლიანი იჯარა გავაფორმეთ. ჯერ "შახტართან" მოვაგვარეთ ყველა საკითხი, ორშაბათს კი ფეხბურთელთანაც. თურქული შეკრების შემდეგ ის სამშობლოში გაფრინდა. ანტალიიდან საქართველომდე უფრო ახლოა, ვიდრე ოდესა. მასთან ყველა პირადი საკითხი მოგვარებულია.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე გამოთქვა თავისი აზრი ოქრიაშვილზე, აღარ გავიმეორებ. მე ვფიქრობ, რომ ის არა მარტო გააძლიერებს გუნდს, არამედ პროგრესსაც განიცდის, როგორც ფეხბურთელი. ამიტომაც გავაფორმეთ ერთწლიანი იჯარა და არა მხოლოდ სეზონის ბოლომდე.

ოქრიაშვილით ზაფხულშიც ვიყავით დაინტერესებულნი, მაგრამ მაშინ "ილიჩევეცმა" ქართველი არაფრით გაუშვა. ახლა გამოჩნდა შესაძლებლობა და ჩვენ ეს გამოვიყენეთ", - განაცხადა კერნიცკიმ.

ოქრიაშვილს "ჩერნომორეცი" უკრაინის პრემიერლიგის განაცხადში 31 იანვარს შეიყვანს.

27 იანვრიდან "ჩერნომორეცი" თურქეთის მეორე შეკრებაზეა. 30-ში გუნდი პირველ მატჩს სერბულ "რადნიჩკისთან" გამართავს. სხვათა შორის, 6 თებერვალს თორნიკე თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

თორნიკე ოქრიაშვილი "ჩერნომორეცის" ვარჯიშზე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"