კონსტანტი და არმერო გუნდებს გაცვლიან?
მას შემდეგ, რაც "მილანს" კლარენს ზეედორფი ჩაუდგა სათავეში, გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკაზე გადავიდა, ამ სქემაში კი გარემარბებს უდიდესი როლი აკისრიათ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ლომბარდიული გრანდის მესვეურები ალესიო ჩერჩის გადაბირებით დაინტერესდნენ.

"ტორინოს" 26 წლის შემტევს ფორვარდადაც შეუძლია თამაში, მაგრამ უფრო კომფორტულად თავს სწორედ ფლანგზე გრძნობს.

ერთი სიტყვით, მილანელები ჩერჩით დაინტერესდნენ და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ტურინელებს წინადადებით მიმართეს - ლომბარდიელები მზად არიან, ალესიოს სანაცვლოდ "ტოროს" ბიუჯეტში 10 მილიონი ევრო გადარიცხონ და ზედ, იჯარის წესით, ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიაყოლონ: ან რიკარდო საპონარა, ანაც ვალტერ ბირსა. მილანელები ზაფხულშიც ცდილობდნენ ჩერჩის გადაბირებას, მაგრამ მაშინ მხარეებმა თანხაზე ვერ მოილაპარაკეს. "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, ჩერჩის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა. ვნახოთ, რა პასუხი ექნებათ ტურინელებს...

მილანურ-ნეაპოლური როქი

"მილანთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ცნობა ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, დიდი შანსია, "მილანმა" და "ნაპოლიმ" ფეხბურთელები გაცვალონ. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, შეთანხმება, პრაქტიკულად, შემდგარია და უახლოეს მომავალში კევინ კონსტანტი და პაბლო არმერო გუნდებს გაცვლიან.

კოლუმბიელი მცველი კარიერას ლომბარდიულ გრანდში გააგრძელებს და მარცხენა ფრთაზე მატია დე შილიოს გაუწევს კონკურენციას. ისე, პაბლოს გარემარბადაც უთამაშია და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კლარენს ზეედორფი მას წინ მოიაზრებდეს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კლუბები პრაქტიკულად შეთანხმდნენ. "მილანში" გადასვლის სურვილი პაბლომაც გამოთქვა და ჯერი კევინზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
"მილანს" ზაფხულში 6 ფეხბურთელი დატოვებს
ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 3:0 - ᓞᓝᓢᓔᓜᓪᓘᓣᓠᓘ ᓡᓘᓣᓠᓞᓠᓘᓖᓘ ᓓᓐ ᓩᓐᓨᓮᓐᓛᓔᓑᓣᓚᓘ ᓘᓣᓑᓘᓚᓔ [VIDEO]
კოლუმბიის ნაკრების მცველი პაბლო არმერო ქალზე ძალადობის გამო დააკავეს
ჯენარო გატუზო: ინძაგის მიმდინარე სეზონში კონკრეტული მიზანი არ უნდა დაუსახონ!
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ესპანეთი. ლა ლიგა. ტრანსფერები: მშვიდი ბაზარი ესპანეთში
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
კასანო ფეხბურთს უბრუნდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მარიო ბალოტელი, როგორც... გამონაკლისი
დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ᓐᓓᓠᓘᓐᓜᓝ ᓒᓐᓚᓘᓐᓜᓘ: ᓒᓐᓜᓒᓐᓨᓘ ᓣᓡᓐᓤᓣᓫᓕᓚᓝᓐ, ᓞᓘᓞᓝ ᓗᓐᓕᓘᓡ ᓒᓝᓚᓡ ᓒᓐᓘᓢᓐᓜᓡ
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა
ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 3:0 - ᓗᓐᓛᓐᓛᓘ ᓜᓐᓑᓘᓯᓘ ᓛᓔᓠᓕᓔᓓᓤᓘᓜᓐᓚᓘᓡᓙᓔᓜ [VIDEO]
ტრანსფერები: აქტიური "მილანი" და "ინტერი", პასიური "იუვე" და "რომა"