31 იანვარს "პარი სენ-ჟერმენმა" "ბორდო" ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ალექსის გოლებით დაამარცხა
"პარი სენ-ჟერმენმა" ისევ სახიფათოდ ახლოს მოუშვა "მონაკო" და ბოლოდროინდელი არადამაჯერებელი თამაშების დასავიწყებლად დედაქალაქელებმა საკუთარ კედლებში "ბორდოზე" ძალის ჩვენება მართებდათ.

31 იანვარს გამართულ შეხვედრაში ლორან ბლანის შეგირდებს თავიდან თითქოს გაუჭირდათ, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. 58-ე წუთზე პარიზელთა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოჩმა შეაგდო, მატჩის მიწურულს კი ალექსი გამოირჩა. საბოლოოდ 2:0!

კლაუდიო რანიერის "მონაკოს" არც ისე ადვილი თამაში აქვს გასვლაზე "ლორიანთან". კრისტიან გურკუფის შეგირდებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ სტუმრები, ცხადია, თავისას ეცდებიან და გამოკვეთილ ფავორიტებადაც გვევლინებიან. რანიერი კი, ალბათ, შემადგენლობის როტაციას გააგრძელებს.

ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, შემდეგი "ლილია" და ახლა რენე ჟირარის კლუბის თამაშზე უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელიც "ალიანს რივიერაზე" გაიმართება.

"ნიცა" მიხვდა, რომ ეს სეზონი წინასავით წარმატებული აღარ გამოუვა, ევროზონაში ვერ მოხვდება და არც გავარდნა დაემუქრება. ამიტომაც ნიცელები ზედმეტი წნეხის გარეშე, თავისუფლად თამაშობენ და განსაკუთრებულად კარგად კლოდ პუელის ბიჭებს ეს საკუთარ კედლებში გამოსდით. ამიტომაც ჟირარი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მეტოქეები ისედაც ძალიან მიიახლოვა, არადა, ეს ცოტა ხნის წინ თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა.

ცოტაც და, "ლილმა" შესაძლოა, სამეული დატოვოს. გუნდის მთავარ პრობლემად მწირგოლიანობა და ცოტა სახიფათო მომენტის შექმნა რჩება.

სამეულზე ოცნებობენ "სენტ ეტიენი", "მარსელი" და მოყოჩაღებული "ლიონიც". ეს უკანასკნელი "რენთან" გასვლაზე ითამაშებს და წესით, ადვილი მატჩი არ უნდა გამოუვიდეს.

მართალია, რემი გარდის გუნდი ჩინებულ ფორმაშია და მისი შემტევები ერთმანეთზე უკეთ გამოიყურებიან, მაგრამ "რენი" ძალიან მძიმე გუნდია, რაზეც ზედიზედ ნათამაშები სამი ფრეც მეტყველებს. თანაც, ფილიპ მონტანიემ ორი ახალი თავდამსხმელი დაიმატა. ერთი სიტყვით, "რენს" დიდი სურვილი აქვს, ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტოს, ხოლო "ლიონს" კიდევ უფრო ხანგრძლივი წაუგებელი სერია შეუწყვიტოს.

"მარსელმა" "ვალანსიენთან" გადადებული მატჩი მძიმე ბრძოლაში მოიგო და მეხუთე ადგილზე აინაცვლა, ახლა კი "ტულუზის" წაქცევას ეცდება. თავისი ყოფილი გუნდის დაჩაგვრაში მარსელელებს ანდრე-პიერ ჟინიაკიც უნდა დაეხმაროს.

"ახლა კარგ ფორმაში ვართ და იმედია, ასე გაგრძელებას შევძლებთ. პირადად ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ" - განაცხადა ჟინიაკმა, რომლის ანგარიშზეც უკვე 10 გოლია.

ხსენებული "ვალანსიენი" აშკარად უმატებს და უკეთ გამოიყურება, მაგრამ ეს ჯერ საკმარისი არაა იმისთვის, რომ გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოვიდეს. მეტიც, ამ ტურში "ევიანი" წყალწაღებულ "აიაჩოს" მასპინძლობს და მიუხედავად ევიანელთა ღრმა კრიზისისა, ყველა ელოდება, რომ ისინი მოიგებენ, რაშიც "ლილიდან" ნათხოვარი ბრაზილიელი თავდამსხმელი ტულიო დე მელოც უნდა დაეხმაროთ; ამ შემთხვევაში კი, თუ "ვალანსიენი" უქულოდ დარჩება, უსაფრთხო ზონასთან სხვაობა ისევ საგრძნობი გახდება.

არადა, "ჟოფრუა გიშარზე" მეოთხე ადგილზე მყოფ "სენტ ეტიენთან" თუნდაც ქულის იმედად ყოფნა როგორი საქმეა? "მწვანეები" აქეთ იქნებიან დაგეშილნი გამარჯვებაზე, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალანსიენელები ადვილად არაფერს დათმობენ და მატჩი ძალიან დაძაბული უნდა გამოვიდეს.

შემორჩენილი იმედი

"სოშოს" ფეხბურთელთა გულის სიღრმეში, სულ ფსკერზე, ალბათ, კიდევ ღვივის გადარჩენის იმედი. მონბელიარელები "ნანტს" მასპინძლობენ. თუმცა "იადონებს", თავის მხრივ, ევროპალიგის საგზურის მოპოვების ამბიცია გაუჩნდათ და ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებული გეგმები აქვთ. ფრე დიდად ხელს არც ერთს აძლევს.

"მონპელიე" გარდაისახა და ძალიან კარგად ათამაშდა, მაგრამ საბოლოოდ დაძლეულია თუ არა კრიზისი, ამას "რეიმსთან" შეხვედრაში გავიგებთ, რადგან ეს როლან კურბისის გუნდისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. "რეიმსი" მძიმე და ძნელად წასაქცევი გუნდია, რომლისთვისაც გოლის გატანაც რთულია და რომელიც ხუთეულთან ტრიალებს; შესაბამისად, აქეთ ფიქრობს მეტოქის დამარცხებაზე.

"ბასტია"-"გენგამი" სატურნირო თვალსაზრისით, შესაძლოა, ბევრის არაფრის შემცვლელია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ კორსიკელებს საკუთარ სტადიონზე ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ 5 გოლი აქვთ გაშვებული და აქედან 3 ერთმა გუნდმა ("ლიონმა") გაუტანა. ამ 9 შეხვედრიდან მათ მხოლოდ 3-ში გაუშვეს გოლი. "გენგამი" კი ჩემპიონატში უკვე 7 მატჩია, მოუგებელია და თუ ამ სერიის "არმან სეზარიზე" შეწყვეტა მოახერხა, მაშინ ყოჩაღ მას.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური

31 იანვარი

პსჟ-ბორდო 2:0

გოლები: 1:0 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (58), 2:0 ალექსი (88).

1-ლი თებერვალი

ლორიანი-მონაკო 19:30

ევიანი-აიაჩო 23:00

ბასტია-გენგამი 23:00

რეიმსი-მონპელიე 23:00

სოშო-ნანტი 23:00

სტ. ეტიენი-ვალანსიენი 23:00

2 თებერვალი

ნიცა-ლილი 17:00

რენი-ლიონი 20:00

მარსელი-ტულუზი 00:00

ბომბარდირები:

17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 12 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 10 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ემანუელ რივიერი (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᕘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᕢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓤᓠᓗᓮᓘᓚᓘ "ᓚᓘᓚᓘ"
საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტურის წინ: გამარჯვება ან არაფერი
საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტურის წინ: კუნძულოვანი ლიგა ერთი
ᓡᓐ
ლიგა 1. XXII ტური: "მარსელმა" გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
ლიგა 1. სეზონის I ნაწილის შეჯამება: იბრა, პსჟ და სხვები
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური: გარდის ჩქაროსნული მატარებელი
საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტურის წინ: ძველ-ახალი მწვრთნელები
საფრანგეთის თასი. 1/32-ფინალი: "მონაკომ" ქომაგები ანერვიულა
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
გაორებული ბლანი და ჩხუბი პარიზში
ᕡᜐᓤᕠᜐ
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს