ლელო ვიკი გელა
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

00000000000000

0000000000000000

რატომ ცჰიკაგო

მართალია, 2014 წლის დაწყებიდან ერთი თვეც არ გასულა, მაგრამ გასულ კვირას განხორციელებული გაცვლა შეიძლება წლის ტრანსფერად იქცეს. თავად განსაჯეთ: საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" ჩაირიცხა. NBA-ს ექვსგზის ჩემპიონის ფორმა ბევრ ქართველს ჩაუცვამს (თბილისის ბაზრობაზე ნაყიდი), შესაძლოა თოკოსაც ჰქონდა პატარაობაში ჯორდანის მაისურა, მაგრამ ამიერიდან სხვა პასუხისმგებლობა დაეკისრება - ჩიკაგოს ეკიპირებით მოედანზე უნდა გამოვიდეს და ჯერ გუნდის ღირსება NBA-ში დაიცვას, შემდეგ დაამტკიცოს, რომ მისთვის ეს ფორმა შემთხვევით არავის მიუცია.

როცა თოკო "ბულსის" შემადგენლობაში 3-4 შეხვედრას ჩაატარებს, გაცილებით იოლი იქნება მსჯელობა ახალ გუნდში მის როლზე, მისდამი მწვრთნელის მიდგომასა და საერთოდ, პერსპექტივაზე. დღეს, როცა ტრანსფერი ჯერაც ცხელია, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება,

რა ელის 22 წლის

ქართველს "ჩიკაგოში".

როგორ აღნიშნეს?

ყველა კარგი ამბის თასით აღნიშვნა ძველქართული ტრადიციაა. ალბათ ბევრი გულშემატკივარი უსურვებდა წარმატებას თორნიკეს სუფრიდან. თავად კალათბურთელი და მისი ოჯახი კი მართლაც დადებითად შეხვდნენ "ბრუკლინიდან" "ჩიკაგოში" გადასვლას. აკი გვითხრა თორნიკემ - მიხარია, რომ ისეთ გუნდში გადავედი, სადაც მეტი სათამაშო დრო მექნებაო.

როგორ შეხვდა ამ ამბავს უცხოური პრესა? ბევრი არ დაწერილა. რატომ? იმიტომ, რომ მარკიზ ტიგი (რომელშიც თორნიკე გაცვალეს) და შენგელია NBA-ში ვარსკვლავები ჯერ არ არიან. თუმცა ტრანსფერის შესახებ მშრალი ინფორმაცია თითქმის ყველა ამერიკულ სპორტულ გამოცემაში მოხვდა.

ამ სიმშრალეში მთის წყაროსავით გამოჩნდა რუსულ "სპორტში" გამოქვეყნებული ფრაზა თორნიკე შენგელიას შესახებ. რომელ ფრაზას ვგულისხმობთ, თავად მიხვდებით, როცა თარგმანს წაიკითხავთ: "ბრუკლინელთა შემადგენლობაში 2012 წელს დრაფტის მეორე წრეში არჩეული ორი კალათბურთელი თამაშობდა - ტაიშონ ტეილორი და თორნიკე შენგელია. მათი კონტრაქტები NBA-ს მინიმალურზე ოდნავ მეტი იყო.

თუმცა ისიც ცხადი გახლდათ, რომ ამ ახალგაზრდა კალათბურთელებს ვარსკვლავებად ჩამოსაყალიბებლად თამაში სჭირდებოდათ, რისი საშუალებაც "ბრუკლინ ნეთსში" არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობამ ტეილორი "ნიუ ორლეანში" გაუშვა, ხოლო შენგელია - "ჩიკაგოში".

ტაიშონს თითქოს ყველა მონაცემი აქვს მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ბევრი გაუგებარი გადაწყვეტილება მის კარგ თვისებებს წითელ ხაზს უსვამს.

თორნიკე შენგელიას გაცნობის საშუალებაც გვქონდა: მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მებრძოლია, მასში ცხელი ქართული სისხლი ჩქეფს. კარგი გაბარიტები აქვს, სწრაფია და მეტად ათლეტური. სროლისას ჩანს, რომ კლასი აკლია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა და სწორად შრომის შემთხვევაში კარგი მომავალი ექნება."

რატომ?

საინტერესო და სასიამოვნო შეფასებაა. თუმცა, ამ პუბლიკაციიდან ვერ ვგებულობთ რა მოტივით გაცვალეს "ჩიკაგომ" და "ბრუკლინმა" კალათბურთელები. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "დეილი ჰერალდიდან" მოგვითხრობს:

"პირველი, რაც "ბულსის" ფანებმა უნდა იცოდნენ, ისაა, რომ თორნიკე შენგელია უკანახაზელი არ არის და ტიგის ადგილს არ შეავსებს. იგი 207 სმ სიმაღლის ფორვარდია საქართველოს რესპუბლიკიდან. ამ ქვეყნიდან NBA-ში კიდევ ერთი კალათბურთელია - ზაზა ფაჩულია. შენგელია 2012 წლის დრაფტის მეორე წრეში "ფილადელფიამ" აიყვანა და "ბრუკლინს" დაუთმო. სეზონ-ნახევრის განმავლობაში მან "ნეთსის" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა.

მაშ ასე, რატომ შენგელია? უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელ ტომ ტიბოდოს ქართველი წინა ხაზში სჭირდება. ტაქტიკური თვალსაზრისით, ათლეტური ფორვარდის დამატება მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა.

თუ დავიანგარიშებთ, იმასაც მივხვდებით, რომ თორნიკეს აყვანა "ბულსისთვის" ფინანსურადაც მომგებიანი იყო. კალათბურთელი ამ სეზონში 788 ათას დოლარს ღებულობს. ეს კი გაცილებით ნაკლებია ტიგის ხელფასზე - 1.074 მილიონი. საყურადღებოა ისიც, რომ ტიგს ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა და "ჩიკაგოს" მისთვის 2014-15 წლების სეზონში 1.120 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - შენგელია "ჩიკაგოსთვის" მოედანზეც ისეთივე მომგებიანი იქნება, როგორც ფინანსურად?"

მწვრთნელის ფაქტორი

ზემოთ დასმულ კითხვაზე დღეს მხოლოდ ზოგადი პასუხის გაცემა შეიძლება. თორნიკე ახალ გუნდშიც მესამე-მეოთხე ნომრის პოზიციებზე ითამაშებს. ამ ამპლუაში კი "ხარებს" ჰყავთ: კარლოს ბუზერი, მარტინ კარტიე, ერიკ მერფი, მაიკ დანლივი, ტაჯ გიბსონი.

ახლა გადავხედოთ "ბრუკლინში" თორნიკეს კონკურენტ ფორვარდებს: ენდრიუ ბლატჩე, კევინ გარნეტი, რეჯი ევანსი, ანდრეი კირილენკო, პოლ პირსი, მირზა ტელეტოვიჩი.

შემადგენლობების შედარების მიხედვით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თორნიკეს თამაშის ერთი-ორად მეტი შანსი "ჩიკაგო ბულსში" ექნება. თუმცა ბევრი რამ მაინც მწვრთნელზეა დამოკიდებული. ვიდრე გაცვლა შედგებოდა, ტომ ტიბოდო თორნიკეს კარგად შეისწავლიდა და იმედი დავიტოვოთ, რომ იმიტომ აიყვანა, რომ მის ადგილს გუნდში კარგად ხედავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების მოსაზრებასაც გაგაცნობთ: ტიბოდო დიდ პატივს სცემს ისეთ კალათბურთელებს, დაცვაში კარგად რომ ირჯებიან. თუ შენგელიამ მწვრთნელის იმედები დაცვაში გაამართლა, ნდობასაც იოლად მოიპოვებს. ხოლო თოკოს შეტევაში თამაშიც კარგად რომ შეუძლია, არაერთხელ დაუმტკიცებია.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ "ჩიკაგო ბულსის" უახლოეს შეხვედრებს. ვნახოთ, როგორ მოუხდება თეთრ-წითელი ფორმა თოკოს.

ვაჟა სიმონიშვილი

0000000000000000000000

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში