ფელიქს მაგათი: ყენიას დაბრუნება ძალიან სასიხარულოა - პირველივე ვარჯიშზე შეეტყო, რომ მონდომებულია

შემოკლებული შვებულება, ვარჯიშის უფრო ადრე დაწყება, არანაირი ხელთათმანები და გრძელი შარვლები თოვლსა და ყინვაში (გელზენკირხენში უკვე მოთოვა) და მეორე გუნდში გადაყვანილი სამი ძირითადი ფეხბურთელი - აი, ასეთია „შალკეს“ მთავარი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის სანქციები „კაიზერსლაუტერნთან“ ნაჩვენები სამარცხვინო ფეხბურთისა და შედეგის (0:5) შემდეგ. გელზენკირხენულ კლუბში ხასიათი ყველას გაყინული აქვს.

პირველი, რაც გუშინ მაგათმა გააკეთა, სამი ფეხბურთელის განაცხადიდან ამოშლა და მათი მეორე გუნდში გადაყვანა იყო. ეს უმკაცრესი სანქცია პირველ რიგში საყრდენ ნახევარმცველ ჯერმეინ ჯონსს შეეხო - ფეხბურთელს, რომელსაც „შალკესთან“ საკმაოდ ხანგრძლივი, კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მაინც შეგახსენებთ, რომ ჯონსი გელზენკირხენული კლუბის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფიგურად მოიაზრება. უფრო სწორად, მოიაზრებოდა. ჯონსის გარდა, ზარმაცობისა და გაზულუქებისთვის განელი მარცხენა მცველი ჰანს შარპეი და ახალგაზრდა ნახევარმცველი ალექსანდერ ბაუმიოჰანი დაისაჯნენ. იმასაც გაგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი მაგათის ნაყიდია. ჯონსი, შარპეი და ბაუმიოჰანი ვარჯიშს „შალკეს“ მოყვარულთა გუნდში გააგრძელებენ.

შესაბამისად, „შალკეში“ სამივე მათგანის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, პირველ რიგში კი ჯონსის, რომლისთვისაც მაგათის ხელში ეს ნამდვილად არაა პირველი სასჯელი. ფელიქსმა ამერიკის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ, „ზანკტ პაულისთან“ მატჩამდეც ზუსტად ასე დასაჯა. მაგათი მაშინ ამბობდა, ჯონსმა „ვოლფსბურგთან“ შეხვედრაში (2:2) ჩემი არცერთი დავალება არ შეასრულაო.

გარდა ამისა, მაგათი ფეხბურთელებს ვარჯიშს ათის ნაცვლად, ახლა ცხრა საათზე აწყებინებს და უკვე შუადღის სამ საათზე მეორე ვარჯიშია ხოლმე დაგეგმილი. ამასთან, მიუხედავად ყინვისა (მინუს სამი გრადუსი), გელზენკირხენელ ფეხბურთელებს გუშინდელ ვარჯიშზე არც ხელთათმანები ეკეთათ და არც გრძელი სპორტული შარვლები ეცვათ.

აქვე კარგი ამბებიც: გუშინ 19-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა „შალკეს“ მარცხენა მცველმა კრისტიან პანდერმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული და ეს იმიტომ აღვნიშნეთ, რომ პანდერის მნიშვნელობა გაგახსენოთ.

ახლა კი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი მკითხველებისთვის ყველაზე საინტერესო იქნება: როგორც იქნა, ვარჯიში დაიწყო ლევან ყენიამაც. ჩვენებურმა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა და როგორც „კიკერის“ კორესპონდენტი წერს, ლევანს უდიდესი მონდომება ეტყობოდა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი - ლაზარეთში მან ხომ წელიწადზე მეტი გაატარა. შეგახსენებთ, რომ ლევანს ოპერაცია ზუსტად ერთი წლის წინ გაუკეთეს, ბუნდესლიგაში კი 2009 წლის სექტემბრის მერე აღარ უთამაშია.

„პანდერისა და ყენიას დაბრუნება ძალიან სასიხარულო ამბავია. კრისტიანს და ლევანს ძალიან დიდი ხანი გაუცდათ და პირველივე ვარჯიშზე შეეტყოთ, რომ მონდომებულები არიან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - თქვა მაგათმა ვარჯიშის შემდეგ.

დღეს ფელიქსს კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა ელის. მან ბოსებს ბევრი რამ უნდა აუხსნას და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა გააცნოს. შაბათს კი, „შალკე“ მიუნხენის „ბაიერნს“ მასპინძლობს.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა