ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნაძირალა, ურცხვი სიმულანტი და დიდი ტალანტი

ნაძირალა, ურცხვი სიმულანტი და დიდი ტალანტი

ლუის სუარესს გააჩნია გასაოცარი თვისება - არ დაუშვას მინდორზე შეცდომა, არ დაკარგოს ბურთი და ყველაფერი დროულად გააკეთოს
პრემიერლიგაში "ლივერპულის" სასტარტო ხუთმა მატჩმა აჩვენა, რომ ლუის სუარესის გარეშე გუნდს შეუძლია ორგანიზებულად თამაში, ტაქტიკური გამარჯვების მოპოვება და სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნაც. მაგრამ ურუგვაელთან ერთად, ეს მოსაწყენი წესრიგი ეფექტურ ქაოსად, "ლივერპული" კი - შეშინებული ლიდერიდან ჩემპიონობის რეალურ პრეტენდენტად იქცევა...

"ურუგვაიში ბურთს ფეხშიშველები, პირდაპირ ქუჩაში ვაგორებდით. არ შემეძლო მშობლებთან მივსულიყავი და მათთვის ბუცების შეძენა მეთხოვა. ევროპაში 18 წლის ბიჭებს უკვე მანქანები ჰყავთ, ურუგვაიში კი ასეთი რამ შეუძლებელია".

ლუის სუარესი

ლუის სუარესი დაიბადა ქალაქში, სადაც ურუგვაისა და არგენტინას მხოლოდ ერთი მდინარე ჰყოფს, სადაც ყოველთვის ბევრი ტურისტია და ყოველთვის ჩქეფს ღამის ცხოვრება.

აქვეა ხორცის გადამამუშავებელი ბევრი საწარმო. ერთ-ერთ ასეთ საწარმოში სუარესის მამა მტვირთავად მუშაობდა. ასე არჩენდა ის ოჯახს (ცოლი და შვიდი შვილი). მათ შორის ლუისი გამოირჩეოდა. მას ფეხბურთისადმი მიდრეკილება ჰქონდა და უკვე 4 წლისა ბურთთან ერთად ისევე დარბოდა, როგორც მის გარეშე...

მისდა ბედად, მალე მონტევიდეოში აღმოჩნდა: მამამისს დედაქალაქში სამუშაო შესთავაზეს და მთელი ოჯახი სწორედ იქ გადაბარგდა. იმ მომენტისთვის ლუისი 7 წლის იყო. მასში უკვე ხედავდნენ ნიჭს და ცდილობდნენ, რომელიმე კარგი კლუბის აკადემიაში მოეწყოთ. მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივი გუნდის მწვრთნელთან შეთანხმება მოხერხდა. და ისიც - მხოლოდ იმისთვის, რომ ბიჭი, უბრალოდ, ამხანაგურ მატჩს დასწრებოდა, მოთელვაში მიეღო მონაწილეობა და სათადარიგოთა სკამზე მჯდარიყო. მისი ახალი პარტნიორები პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდნენ. მეორე ტაიმში მოედანზე სუარესი შეუშვეს. ლუისმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ასე დაიწყო სუარესის გზა დიდი ფეხბურთისკენ. ორი წლის შემდეგ, მონტევიდეოს "ნასიონალის" სკაუტის ბლოკნოტში გაჩნდა ჩანაწერი: ერთ-ერთ ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში თამაშობს ბიჭი, რომელსაც მინდვრის პატარა ნაგლეჯზე სამი ფეხბურთელის მოტყუება შეუძლია, სწრაფად იღებს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს და ბრწყინვალედ ატარებს ბურთს ძალიან მაღალ ტემპში...

როცა ლუისი, ბოლოს და ბოლოს, "ნასიონალის" აკადემიაში აღმოჩნდა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - მამა ოჯახიდან წავიდა და ცოლ-შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. სუარესს ფეხბურთისთვის აღარ ეცალა. ამ ამბავს ის საშინელებათა ფილმს ადარებს. ლუისი სირთულეებს ქუჩებსა და ღამის კლუბებში დაემალა. ყველაფერი იქითკენ წავიდა, რომ 15 წლის ნიჭიერმა ბიჭმა ლამის კარიერა დაასრულა. მაგრამ...

მას მხსნელად მოევლინა გოგონა, რომელიც შეიყვარა. იმ დღიდან ლუისის ცხოვრება ისევ იცვლება - სოფიას წყალობით, ის გადახედავს თავის შეხედულებას ცხოვრებაზე და ისევ სერიოზულად მოეკიდება ვარჯიშებს.

გოგონა სუარესის ყველა ვარჯიშის სტუმარი გახდება, მწვრთნელები კი შემდეგ გაიხსენებენ, როგორ ეძებდა ლუისი ქუჩაში მონეტებს, რათა სოფია ნაყინზე დაეპატიჟებინა...

...მაგრამ, ორი წლის შემდეგ, მისი მუზა ოჯახთან ერთად ბარსელონაში გადავა საცხოვრებლად. "გინდა მისი დაბრუნება? თავი გამოიჩინე და კონტრაქტი გააფორმე ევროპულ კლუბთან", - ურჩიეს ფორვარდს მაშინ, როცა ისევ მოინდომა ფეხბურთის მეორე პლანზე გადაწევა.

მალე ლუისმა "ნასიონალს" ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. ამით კი დააინტერესა ჰოლანდიის "გრონინგენის" სელექციონერები, რომლებიც სტადიონზე სულ სხვა ამპლუის ფეხბურთელის სანახავად იყვნენ მისულნი.

ჰოლანდიელებს სუარესი იმდენად მოეწონათ, რომ შეურიგდნენ მასში მილიონი ევროს გადახდას და იმასაც, რომ ამ ბიჭმა, ესპანურის გარდა, არც ერთი ენა არ იცოდა.

ფორვარდს დიდი დრო დასჭირდა ჰოლანდიასთან შესაგუებლად, მაგრამ რისკმა გაამართლა. ის "აიაქსში" 7.5 მილიონ ევროდ გაყიდეს - თითქმის ორჯერ უფრო ძვირად, ვიდრე თავის დროზე არიენ რობენი - "პსვ ეინდჰოვენში".

თავიდან, "აიაქსში" სუარესის რეპუტაცია იმაზე უკეთესი არ ყოფილა, ვიდრე მოგვიანებით, ინგლისში გადაბარგებულმა მოიპოვა. პირველივე სეზონში მან ყვითელი ბარათების მდიდარი კოლექცია შეაგროვა, ეგოისტურად თამაშობდა და მუდმივად სამი ფეხბურთელის მოტყუებას ცდილობდა...

ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე გუნდს სათავეში მარკო ვან ბასტენი ჩაუდგებოდა. ურუგვაელი მას დიდ პატივს სცემდა და... ოდნავ ეშინოდა კიდეც. შედეგად, ლუისი შეიცვალა და გაიზარდა.

სწორედ სუარესი გადმოვიდა ვან ბასტენთან ერთად ავტობუსიდან, როცა ფანატები გუნდს შემოეხვივნენ და გულწრფელი საუბარი მოსთხოვეს.

მაშინ ლუისი ძალიან მიუახლოვდა კაპიტნის სამკლავურს, რომელიც მოგვიანებით მიიღო კიდეც.

სწორედ მაშინ შეიჭრა მოკლედ თმები, რათა ახალ სტატუსში უფრო სოლიდურად გამოჩენილიყო.

საინტერესოა, რომ თმის შეჭრა მას ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა სოფიამ ურჩია: თავის პირველ სიყვარულზე სუარესმა "აიაქსში" გადასვლიდან ორი წლის შემდეგ იქორწინა...

"ახლა მე მეკუთვნის "ღმერთის ხელი"! მე მაქვს ნამდვილი "ღმერთის ხელი". სხვათა შორის, ვარჯიშებზე ხანდახან მეკარედ ვთამაშობ. როგორც აღმოჩნდა, ტყუილად - არა!"

ლუის სუარესი

პირველი დიდი სკანდალი სუარესის მონაწილეობით სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მოხდა. განას წინააღმდეგ, მეოთხედფინალში, ფორვარდმა ბოლო წუთებზე განზრახ ითამაშა ხელით საკუთარი კარის ხაზზე, რითიც აფრიკელებს ასპროცენტიანი გოლი "წაართვა".

ამის შემდეგ, მან რაღაცნაირად მოახერხა სტადიონზე დარჩენა და იმაში დარწმუნება, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა - ის პენალტი განელებმა ვერ გაიტანეს. შემდეგ კი პენალტების სერიაში დამარცხდნენ და, ალბათ, უამრავი აფრიკული წყევლა გაუგზავნეს ურუგვაელს.

"სავარაუდოდ, "ლივერპულთან" მატჩის წინ, ევრას მთელი ღამე არ ეძინა, იგონებდა გეგმას, თუ როგორ მოეხდინა სუარესის პროვოცირება და საკუთარი თავი მომგებიანი კუთხით წარმოეჩინა. როცა სუარესი ევრას მიუახლოვდა, ფრანგმა ხელი ჩამოუშვა. თქვენ ჩამოართმევდით ხელს მეტოქეს ასეთ სიტუაციაში?"

გლენ ჯონსონი

ლივერპულის ფეხბურთელი

ინგლისში სუარესისადმი დამოკიდებულება სერიოზულად გაფუჭდა მას შემდეგ, რაც პატრის ევრას წინააღმდეგ რასისტული გამონათქვამებისთვის, 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

მას შემდეგ, გაცილებით პოპულარული გახდა სუარესის საქციელის განხილვა და მისი "ნაძირალად" მოხსენიება, ვიდრე მისივე თამაშისთვის თვალის დევნება. თუმცა სუარესი თავად იყო დამნაშავე - ურცხვი სიმულანტის სახელი დაიგდო, ხელით გაიტანა გოლი საცოდავი "მენსფილდის" კარში და სტადიონებზე ყველა კამერის ყურადღებას იპყრობდა მაშინ, როცა თავის ბინძურ მეთოდებს მიმართავდა.

ბოლო საქციელის გამო, ის მთელმა მსოფლიომ შეიძულა: ერთ-ერთ ეპიზოდში სუარესმა "ჩელსის" მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს ხელზე უკბინა და ამისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

წლევანდელი სეზონის წინ, სუარესმა ისიც კი მოახერხა, რომ "ლივერპულის" ფანები გადაიმტერა. მან გუნდიდან წასვლა მოისურვა და ვარჯიშზე უარს აცხადებდა. მაგრამ სიტუაცია გადაარჩინეს - ურუგვაელს შესთავაზეს "ლივერპულის" ისტორიაში სარეკორდო ხელფასი (200 ათასი ფუნტი კვირაში) და ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაპირდნენ. სუარესი დათანხმდა. მეორე დღეს ინგლისურ გაზეთებში ასეთი სათაური გაჩნდა: Suarze Loves Liverpool.

"ჩემს გონებაში არ ჯდება ის, თუ როგორ შეიძლება მაქსიმუმი არ გაიღო მატჩის ნებისმიერ წამს".

ლუის სუარესი

ლუის სუარესს გააჩნია გასაოცარი თვისება - არ დაუშვას მინდორზე შეცდომა, არ დაკარგოს ბურთი და ყველაფერი დროულად გააკეთოს. ის ყოველთვის პირველია მოგერიებულ ბურთზე, გრძნობს მეტოქის მომავალ შეცდომას, სწრაფად ფიქრობს ნებისმიერ ფეხბურთელზე, რომელიც მასთან ერთად მინდორზე იმყოფება. თუ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებად მივიჩნევთ, სუარესი უთუოდ მათთან ახლოს უნდა იყოს. თუმცა გასული წლის დეკემბერში ის ორივეზე მაღლა იდგა - იმ სიმაღლეზე, რომელზეც თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ვერ ადის...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

• nikilura

ესპანელებს ჰყავდათ 60იან წლებში ლუის სუარესი ევროპის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი, 1964წ ევროპის ჩემპიონი, თამაშობდა ინტერში.

• sturridge15

ძალიან მაგარია))

• ramazi

ძალიან დახვეწილი მოძრაობები აქვს მაგარი თავდამსხმელია

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?

Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?

სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა

20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს

"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ

[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?

სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?

ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს

"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა