მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ახალ მცველზე ჯერჯერობით არ ფიქრობენ

მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ფორმაშია და მუდმივად სამარცხვინო შეცდომებს უშვებს, „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ბელგიელ მცველ დანიელ ვან ბუიტენს მაინც ნდობას უცხადებენ. მართალია, მიუნხენელებმა გასულ უქმეებზე „აინტრახტი“ იოლად დაამარცხეს და საწუწუნო არაფერი აქვთ, მაგრამ ვან ბუიტენმა ფრანკფურტელებთან იმდენად სამარცხვინოდ ითამაშა, რომ წესით, ლუის ვან გაალი და რეკორდმაისტერის შეფები მინიმუმ უნდა ანერვიულებულიყვნენ. ლუისმა ბელგიელი მცველი შესვენებაზე შეცვალა, მატჩის მერე კი თქვა, დანიელმა მითხრა, თავს ცუდად ვგრძნობ და მეც შევცვალეო.

„უშეცდომო არავინაა, მათ შორის, არც დანიელ ვან ბუიტენი. ისიც ადამიანია. მოკლედ, ცხოვრება გრძელდება,“ - ეს ვან გაალის სიტყვებია და როგორც ხედავთ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ბელგიელ მცველს ხელი დააფარა. საკითხავია, ითამაშებს თუ არა ვან ბუიტენი მომდევნო ტურში, „შალკესთან“. დიდი შანსია, რომ ლუისმა ის სკამზე დატოვოს და მის ნაცვლად, მარტინ დემიკელისს ახალგაზრდა ჰოლგერ ბადშტუბერი შეუწყვილოს. ციდან ვარსკვლავებს არც დემიკელისი წყვეტს და ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ კრისტიან ნერლინგერს ამიტომაც ჰკითხეს, იანვარში ახალი მცველის ყიდვას აპირებთ, თუ არაო. „ვნახოთ, მაგრამ არა მგონია, რომ ახალი მცველი შევიძინოთ,“ - ასეთი იყო ნერლინგერის პასუხი.

როგორც იცით, „ბაიერნში“ მეკარის საკითხი ღიაა. რეკორდმაისტერის კარს ვეტერანი ჰანს-იორგ ბუტი იცავს, რომელსაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ გამოცდილი კიპერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და ამბობს, სანამ ასეთ კარგ ფორმაში ვარ, არსადაც არ წავალო. მოგეხსენებათ, მიუნხენური კლუბის შეფები „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერზე ოცნებობენ, რომელსაც გელზენკირხენულ კლუბთან ხელშეკრულება 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, თუ „შალკე“ ნოიერის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულს მოითხოვს, მაშინ ბავარიელები მანუელის კონტრაქტის ვადის გასვლას დაელოდებიან.

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს