ბაქოს "ინტერისა" და ლიტვის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფიფას აგენტმა პაულიუს პაკნისმა ცხადაძე დაახასიათა
ახლახან პოპულარულმა აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა "ექსტრატაიმმა" ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ბაქოს "ინტერისა" და ლიტვის ნაკრების ყოფილ მცველს, ამჟამად კი ფიფას აგენტ პაულიუს პაკნისს. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანში თავისი თანამემამულის, "ბაქის" და ლიტვის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელის, მინდაუგას კალონასის ინტერესების დასაცავად ჩასულა.

ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "ბაქის" მთავარმა მწვრთნელმა, ახლო წარსულში მადრიდის "ატლეტიკოსა" და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა მილინკო პანტიჩმა თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და, საერთოდ, ერთ-ერთი ლიდერი მინდაუგას კალონასი ტრანსფერზე დააყენა. პაკნისთან ინტერვიუმ კი იმიტომ დაგვაინტერესა, რომ ფიფას აგენტი საინტერესო პარალელს ავლებს პანტიჩსა და "ინტერის" ქართველ თავკაც კახა ცხადაძეს შორის და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ცხადაძის ხელმძღვანელობით კალონასი ბევრად უკეთ ათამაშდებოდა.

აი, ამონარიდიც იმ ვრცელი ინტერვიუდან:

"...მიმაჩნია, რომ კახა ცხადაძეს ისეთი პრობლემები არ შეექმნებოდა, როგორიც პანტიჩს აქვს. მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელების არ უნდა ეშინოდეს, ხასიათითაც ლიდერი უნდა იყოს და არც პრობლემებს უნდა გაექცეს.

ამ მხრივ, ცხადაძე კარგი სპეციალისტია. კი, ვაღიარებ, რომ თავის დროზე "ინტერს" არცთუ სასიამოვნოდ დავშორდი, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კახა მაღალი კლასის პროფესიონალია.

...ჩვენ ერთმანეთთან არ ვურთიერთობთ, არც ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერი" კარგ თამაშს უჩვენებს და ეს ყველაფერი მწვრთნელის დამსახურებაა.

ერთ რამესაც დავაკვირდით: ერთი შეხედვით სუსტი თუ დაბალი დონის ფეხბურთელები გადადიან "ინტერში" და მერე ისე "იხსნებიან", რომ მაშინვე იპყრობენ ქვეყნის წამყვანი კლუბების ყურადღებას. თანაც, ახალ გუნდებში რომ გადადიან, აი, იქ ვერაფრით ახერხებენ თავის გამოჩენას. მოკლედ, ცხადაძესთან ყველა ფეხბურთელი თამაშობს, სხვა მწვრთნელებთან კი - საპირისპირო სიტუაციაა.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ "ბაქის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე რომ იყოს, ეს გუნდი ლიდერი იქნებოდა. პანტიჩის ხელმძღვანელობით კი გუნდს სერიოზულ მიზნებზეც არა აქვს პრეტენზია, არადა, არც ფინანსურად უჭირთ, მშვენიერი ბაზა აქვთ, ინდივიდუალურად ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებიც თამაშობენ, მაგრამ შედეგი არ არის.

თანაც, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები სწორედ "ბაქიში" თამაშობენ, ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და მაკედონიიდან ჩამოყვანილი, მაგრამ მათ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში