საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც თბილისში, სასპორტო კომპლექს "არენაში" 2 თებერვალს დამთავრდა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც თბილისში, სასპორტო კომპლექს "არენაში" 2 თებერვალს დამთავრდა.

ჩემპიონები და პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრებაში ყველა უძლიერესი სპორტსმენი ჩაერთო, ჯაბა ხოსიტაშვილის (75 კგ) გარდა. იგი, როგორც საქართველოს კრივის მესვეურებმა გვითხრეს, აზერბაიჯანის ერთ-ერთი კლუბის წევრია და ბაქოში ემზადება. ამიტომ ეროვნულ ჩემპიონატს თავი აარიდა, რითაც საქართველოს ნაკრებისკენ გზა თავად გადაიკეტა.

რაც შეეხებათ სხვა ფავორიტებს, დავით ნანავამ, გიორგი გოგატიშვილმა, ვენედიქტ ერანოსიანმა, ზაალ კვაჭატაძემ, ლევან გულედანმა და მიხეილ ბახტიძემ ჩემპიონობის მოპოვებით ნაკრებში პოზიციები განიმტკიცეს. გამოცოცხლება იგრძნობოდა ყველა წონაში, განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ, რაც სპეციალისტებს იმედიანად განაწყობს.

81 კილოს ლიდერი იაგო კიზირია სტარტზევე დამარცხდა გიორგი გონჯილაშვილთან. ამ უკანასკნელს შვიდი წელიწადი აქტიური კრივისთვის თავი მინებებული ჰქონდა. წელიწადია, რინგს დაუბრუნდა. იანვრის შუა რიცხვებში თბილისის ჩემპიონობა მოიპოვა, ეროვნულ ჩემპიონატში კი მესამე ადგილი დაიკავა. კვაჭატაძემ და ერანოსიანმა "ბილაინის" სპეციალური პრიზები დაიმსახურეს, ხოლო გოჩა ბადურაშვილს საუკეთესო ტექნიკური მოკრივის პრიზი გადაეცა.

კვარცხლბეკი

49 კგ. 1. დავით ნანავა (ფოთი), 2. მიხეილ კაზანჯიანი, 3. აბას ალეკფეროვი (ორივე - თბილისი).

52 კგ. 1. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი), 2. გაგი ედიშერაშვილი (თბილისი), 3. სტეპანე თუმანიანი (ახალქალაქი), გიორგი მანანაძე (ყვარელი).

56 კგ. 1. არტურ მოვსესიანი (თბილისი), 2. ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი), 3. გიორგი ყულუმბეგაშვილი (გორი), არაიკ სანამოვი (თბილისი).

60 კგ. 1. ვენედიქტ ერანოსიანი (ახალქალაქი), 2. გიორგი გელაშვილი, 3. მერაბ თურქაძე (ორივე-ქუთაისი), ალეკო ჭადაშვილი (თბილისი).

64 კგ. 1. ირაკლი მელიქიშვილი, 2. გოგი რატიანი (ორივე-თბილისი), 3. დათო გორგილაძე (ბათუმი), ამირან მარგველაშვილი (ქუთაისი).

69 კგ. 1. ზაალ კვაჭატაძე (თბილისი), 2. გელა აბაშიძე (ბათუმი), 3. ლევან კაჟაშვილი, სანდრო ჯაჯანიძე (ორივე-თბილისი).

75 კგ. 1. გოჩა ბადურაშვილი, 2. გიორგი გიორგაძე (ორივე-თბილისი), 3. ბერიკა მხეცაძე (ქუთაისი), შაქრო ბერიძე (ფოთი).

81 კგ. 1. ნიკოლოზ სეხნიაშვილი (გორი), 2. რომან თავაძე, 3. დავით მაჩიტაძე (ორივე-ქუთაისი), გიორგი გონჯილაშვილი (გარდაბანი).

91 კგ. 1. ლევან გულედანი (თბილისი), 2. ირაკლი გვენეტაძე (ქუთაისი), 3. ალექსანდრე დოკვაძე (რუსთავი), ზიალად მამედოვი (თბილისი).

+91 კგ. 1. მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი), 2. თორნიკე პურიჭამიაშვილი (გორი), 3. ალეკო ლეფსვერიძე (თელავი), ნოდარ ვეფხვაძე (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია