”შვიდ დღეში 1 მილიონი ფუნტი კარგიაა, მაგრამ ლონდონში ამისთვის არ ჩამოვსულვარ”

როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის ფინალს ლონდონში მოუთმენლად ელოდნენ. მეოთხედი საუკუნეა მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომრები წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში არ შეხვედრიან ერთმანეთს. ფედერერი, რომელმაც ფინალამდე გზა ისე განვლო, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია, იოლად გაუსწორდა ყველაზე პრინციპულ მეტოქეს და სეზონი ATP-ის მთავარი ტურნირის მოგებით დაასრულა.

- როჯერ, მეხუთედ დაისაკუთრეთ ეს პრიზი. როგორც ჩანს, კმაყოფილი უნდა იყოთ 2010 წლის დასასრულით?

- რა თქმა უნდა, ეს ფანტასტიკაა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ამ კვირას ჩემს მიერ ნაჩვენები თამაშის გამო. მეხუთედ გაჩემპიონება, თანაც უკვე მესამე ქალაქში - ეს საოცრებაა. წლის შემაჯამებელი ტურნირი ჰიუსტონსა და შანხაიშიც მაქვს მოგებული, ახლა ლონდონის ჯერი დადგა. სეზონის ასეთ ნოტაზე დასრულების გამო ძალიან გახარებული ვარ. ხოლო ფინალში ნადალის დამარცხება უფრო მეტად დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რა ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ესპანელ ჩოგბურთელს.

- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენს გუნდს ახალი მწვრთნელი პოლ ანაკონე შეუერთდა?

- პირველი, რაც მე მჭირდებოდა, დამაჯერებლობის დაბრუნება იყო. ამის გარეშე დიდი ტურნირების მოგება შეუძლებელია. თიხნარსა და ბალახზე წარუმატებლობების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ჩოგბურთი შორს იყო იდეალურისგან. ცვლილებები ჰარდის სეზონის სტარტიდანვე დაიწყო - მოვუმატე ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, პოლი ამაში ძალიან დამეხმარა, ისევე როგორც სევერინ ლუტი. ამიტომაც ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და მადლობას ვუხდი მათ გაწეული სამსახურისთვის. მწვრთნელები, დამხმარეები, ფიზიოთერაპევტი, ჩემი მეუღლე, ბავშვები - ისინიც ამ გამარჯვების მონაწილეები არიან.

- ნადალი 11 თვე ვერ ახერხებდა ტიტულის მოგებას, თქვენ კი მთელი შარშანდელი წელი არასტაბილური იყავით და ტრიუმფს ჩავარდნას უნაცვლებდით. ბევრმა მიიჩნია, რომ ფედერერისა და ნადალის დაპირისპირება ისტორიას ჩაბარდა. მაგრამ წელს თქვენ და რაფამ ერთად "დიდი სლემის" ოთხი ტურნირი და წლის საბოლოო ჩემპიონატი მოიგეთ. მომავალ სეზონში თქვენი დაპირისპირება გაგრძელდება?

- ეს ჟურნალისტების ვარაუდი იყო და არა გულშემატკივრების. თქვენ გიყვართ ბუზისგან სპილოს შექმნა და არაფრისგან სენსაციებს აცხობთ. რაფამ ზედიზედ მოიგო "დიდი სლემის" სამი ტურნირი და თითქოს მისი შემჩერებელი არ ჩანდა. მეც დავიბრუნე საკუთარი ფორმა და ახლა ვიცი, რა უნდა გავაკეთო მომავალში. მიურეისა და ჯოკოვიჩსაც კარგი წელი ჰქონდათ, ერთადერთი, რაც მათ დააკლდათ, "დიდი სლემის" ტურნირის მოგება იყო. მიურეიმ ორჯერ მომიგო ფინალში და ეს კარგი ნიშანია მომავალი სეზონისთვის. ასევე კარგად ითამაშეს ბერდიხმა და სიოდერლინგმა. მათაც შეძლეს ჩემი დამარცხება. ვფიქრობ, მამაკაცთა ჩოგბურთის დღევანდელი დონე ამაღლდა, გაიზარდა დაძაბული მატჩების რიცხვი... მე და რაფა სხვებისგან მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ადრეულ ასაკში შევძელით "დიდი სლემის" ტურნირების მოგება და დიდება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, გაისად იოლი წელი არ გველის და ეს კარგია.

- მაგრამ რეიტინგში თქვენს დუეტსა და სხვებს შორის სხვაობა გაიზარდა.

- არ ვიცი. შეიძლება ასეც იყოს. ბოლო დროს თვალს არ ვადევნებ რეიტინგსა და ქულებს.

- ამბობთ, რომ ფული მთავარი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ სულ რაღაც შვიდ დღეში ერთი მილიონი ფუნტი გამოიმუშავეთ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- ფულის გამომუშავება - კარგია. მაგრამ მე აქ ამისთვის არ ჩამოვსულვარ. ლონდონში მიღებული ემოციები და მოგონებები სამუდამოდ დამამახსოვრდება, ეს კი ფულზე მეტს ნიშნავს.

- ასეთი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ თუ გაგიჩნდათ ახალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით - კიდევ რამდენი ხანი აპირებთ თამაშს?

- დიახ. ვაპირებ კორტზე იქამდე დავრჩე, სანამ ჯანმრთელი ვიქნები, ბრძოლის ჟინი და მოტივაცია მექნება. ათი სრული სეზონი ვითამაშე და აქედან ცხრაჯერ ტურნირების ფინალში გავდიოდი. გამოდის, რომ უკვე დიდი ხანია ყოველი სეზონი ჩემთვის რთული და დამღლელია. მაგრამ მე ამისგან სიამოვნებას ვიღებ. მთელს მსოფლიოში ვმოგზაურობ, პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობ, ბრძოლაში ვიწვევ მათ და საპასუხო გამოწვევას ვიღებ. ვფიქრობ, საოცარი კარიერა მაქვს და უახლოეს პერიოდში მის დასრულებას არ ვაპირებ. კიდევ მრავალი წელი მინდა თამაში - ეს ჩემი მიზანია და ვფიქრობ, ამას მივაღწევ.

- დეკემბერში სპორტსმენებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ თავს, რადგან საზეიმო სუფრების გამო წონაში მომატება ემუქრებათ. თქვენ რამდენად ახერხებთ გემრიელად მირთმევასა და თან ფორმის შენარჩუნებას?

- შემიძლია ზედიზედ 10 დღე მივირთვა ფუნთუშები და სხვა გემრიელი კერძები, მაგრამ წონაში არ მოვიმატო. არასოდეს დამჭირვებია კვებისას დიეტის დაცვა. საკვები მაშინ არის სახიფათო, როცა ტრავმირებული ხარ და ვარჯიში არ შეგიძლია. ამ დროს კალორიების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც ადრე ფორმის შესანარჩუნებლად იყო საჭირო, უბრალოდ ორგანიზმში რჩება.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...