ფრანგები იმუქრებიან, რომ მასპინძელ სერბეთის ნაკრებსა და მის გულშემატკივრებს გააწბილებენ

დევისის თასზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა გი ფორჟემ და წარსულში ცნობილმა ფრანგმა ჩოგბურთელმა ანრი ლეკონტმა განაცხადეს, რომ მათი შეგირდები მზად არიან ბელგრადში სერბეთის ნაკრებისა და მათი პატრიოტი გულშემატკივრების "გასაწბილებლად". დევისის თასის ფინალი 3-5 დეკემბერს "ბელგრად არენაზე" გაიმართება.

სერბეთის ნაკრებს 2008 წელს ჰქონდა დებიუტი მსოფლიოს არაოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატში და ზედიზედ ორი წელი პირველ წრეზე შორს ვერ გადიოდა. დევისის თასის ცხრაგზის მფლობელმა საფრანგეთმა კი ბოლოს ეს პრიზი 2001 წელს მოიპოვა.

"არავის და არაფრის გვეშინია. ვიცით რამდენად ძლიერები არიან ნოვაკ ჯოკივიჩი და სხვა სერბი ბიჭები, - განაცხადა გი ფორჟემ ბელგრადში ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ. - ისიც ვიცით, რამდენად რთულია სახლიდან მოშორებით ასეთ ატმოსფეროში თამაში. მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს დიდი მატჩი იქნება, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველით მის დაწყებას".

მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ჩოგანი ანრი ლეკონტი, რომელმაც 1991 წელს მოიგო დევისის თასი (ფინალში საფრანგეთმა ლიონში მოუგო ამერიკას), დაძაბულ ფინალს ელოდება.

"ვფიქრობ, უახლოეს უქმეებზე ბრწყინვალე ჩოგბურთი გველის ორივე ნაკრების შესრულებით. ჯოკოვიჩი ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს, განსაკუთრებით სეზონის ბოლოს, - ამბობს ლეკონტი. - ისინი ნამდვილ ბრძოლას გაგვიმართავენ და ეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი კედლების ფაქტორი.

რა თქმა უნდა, საკუთარი გულშემატკივრებით გამხნევებული სერბეთი ფავორიტი იქნება, მაგრამ ეს ნორმალურია. ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა შევინარჩუნოთ. ასევე რთული იყო პიტ სამპრასისთვის ლიონში ჩვენს წინააღმდეგ თამაში (მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ამერიკელმა თავისი ორივე ერთეულთა მატჩი წააგო ლეკონტთან და ფორჟესთან)".

ლეკონტის თქმით, ფრანგებს ძალიან დააკლდებათ ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც მაინც აპირებს ბელგრადში ჩასვლას და თანაგუნდელების სათადარიგოთა სკამიდან გამხნევებას. "ცონგას ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ის ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მას აქვს უფლება თქვას: "ბიჭებო, ჩვენ გვჭირდება თასი! ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა 47 წლის ანრიმ, რომელიც ვეტერანთა ტურში დღემდე თამაშობს ჩოგბურთს.

ტრადიციულად, ორი ერთეულთა მატჩი პარასკევს გაიმართება. 3 დეკემბერს პირველი შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე გაიმართება. შაბათს წყვილთა მატჩი 18 საათზეა დანიშნული, კვირის პროგრამა კი 16 საათზე გაიხსნება. დევისის თასზე შეხვედრები სამ მოგებამდე ტარდება.

ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს დევისის თასზე, თუმცა ყოფილი იუგოსლავიისა და საფრანგეთის გზები რვაჯერ გადაიკვეთა და ანგარიში საყაიმოა - 4:4.

სერბეთში გულმოდგინედ ემზადებიან წლის უმნიშვნელოვანეს მატჩში თავიანთი საყვარელი გუნდის საქომაგოდ. სერბების ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩის კუთვნილი რესტორნის ფასადზე გამოფინეს უზარმაზარი ვერტიკალური პლაკატი, რომელიც, ნოვაკის თქმით, ფინალში სერბეთის ნაკრების გამარჯვების ერთგვარი სიმბოლო უნდა გახდეს.

ბანერი - "ჩემპიონებო, სერბეთს უყვარხართ" ყველას ყურადღება უნდა მიიქციოს, ვინც ფინალის დღეებში "ბელგრად არენასთან" ჩაივლის.

ფოტო:

DAVIS-SERBIA - საჩემპიონო ბანერი

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"