"იუნაიტედის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოს შეადარეს
იმისთვის, რომ ვილფრიდ ზაჰას "კარდიფისთვის" თავისი ნიჭი დაემტკიცებინა, 21 წლის თავდამსხმელს მხოლოდ 10 წუთი დასჭირდა.

ტრავმირებული პიტერ უიტინგემის ნაცვლად მოედანზე შესულმა კრეიგ ბელამის საგოლე პასი გაუკეთა და ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა. უელსელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი შეგირდით აღფრთოვანებული დარჩა, უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა და მასა და კრიშტიანო რონალდოს შორის პარალელები გაავლო. ამასთან, ფეხბურთელს მოუწოდა, რომ პორტუგალიელს საქმისადმი პროფესიულ დამოკიდებულებაში მიბაძოს. აი, რა თქვა ნორვეგიელმა:

"უილფრიდი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია. ზაჰა ძალიან სწრაფია და თავდადებული თამაშით არაფრით ჩამოუვარდება რონალდოს. თუმცა იქამდე მან უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენად უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს და რამდენად მაღალ დონეზე სურს ფეხბურთის თამაში. თუკი მთელი გულით მოინდომებს, მას შეუძლია, ოდესმე კრიშტიანოს დონეზე აკეთოს ეს საქმე.

არასოდეს შემხვედრია ფეხბურთელი, რომელსაც, რონალდოს დარად, ჯიუტად, თავაუღებლად შეეძლოს შრომა. ის სულ მუშაობდა, ვარჯიშებამდე, ვარჯიშების დროს და მერეც, როცა სხვები ისვენებდნენ. საქმისადმი დამოკიდებულებით ის მისაბაძი მაგალითია სხვებისთვის, ისევე, როგორც თავის დროზე მაგალითს იძლეოდა სერ ალექს ფერგიუსონი. თუკი მართლა გსურთ, გახდეთ საუკეთესო, საუკეთესოებს უნდა მიბაძოთ.

ხომ ნახეთ, ზაჰა გავიდა თუ არა მინდორზე, თამაშს თავისი კვალი უმალვე დაატყო. მან მთელ გუნდს მისცა განსაკუთრებული იმპულსი. აშკარაა, რომ ამ ბიჭს ძალიან უნდა ფეხბურთის თამაში. პირობას ვაძლევ, რომ ჩემთან მას აუცილებლად მიეცემა შანსი თავის გამოსაჩენად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სულშერი "ბეშიქთაშს" ჩაიბარებს
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტად ეუხეშებიან პრემიერლიგაში
"კარდიფის" მალაიზიელმა მეპატრონემ სპორტულ დირექტორად თავისი ვაჟის 23 წლის ყაზახი მეგობარი დანიშნა
"არსენალის" ლეგენდამ შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
"ბეშიქთაშმა" სულშერი გაათავისუფლა
დევიდ მოიესი "იუნაიტედში" რეპრესიებს იწყებს
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"კრისტალ პალასი" - აუტსაიდერობისთვის განწირული არწივები
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
დევიდ მოიესის სადებიუტო მარცხი
უელსის ნაკრებს ანრის, გიგზს ან ბელამის ჩააბარებენ
"ჩელსი" ზამთარში 3 ფეხბურთელის შესაძენად 150 მლნ ევროს ამზადებს
პსჟ-მა ნეიმარის შემცვლელს ინგლისში მიაგნო