ტომ ინსი სეზონის ბოლომდე "კრისტალ პალასში" ითამაშებს
"ლივერპულის" აკადემიის აღზრდილი ტომ ინსი "ბლექპულში" 2011 წელს მიზერულ თანახად, 60 ათას ფუნტად გადავიდა და მას მერე ჩემპიონშიპში 100 თამაში ჩაატარა.

ნახევარმცველის კვალობაზე, ფეხბურთელის სტატისტიკას, უბრალოდ, ბრწყინვალე ეთქმის - 31 გოლი, 27 პასი. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მისით პრემიერლიგელები დაინტერესდნენ. მათ შორის იყო "ლივერპულიც". ტომს ქვედალიგელებთან ხელშეკრულება ივნისის ბოლოს უმთავრდება. იმავე დღეს გასდის ვადა მის საიჯარო ხელშეკრულებას "კრისტალ პალასთან".

ასე რომ, "ბლექპულში" მისი დაბრუნება გამორიცხულია. ფეხბურთელს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა მას მერე გაუფუჭდა, რაც კლუბმა ტომის მამას, გუნდის დამრიგებელ პოლ ინსს პოსტიდან გათავისუფლების შესახებ არაოფიციალური არხებით, ტელეფონზე გაგზავნილი მოკლე შეტყობინებით აცნობა. აი, რას ამბობს ინგლისის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი საკუთარ შვილზე:

"ძალიან არ მომწონს სატრანსფერო ფანჯრის პრინციპები. ტომმა "პალასში" იჯარით წასვლის გადაწყვეტილება 31 იანვარს, 22:30 საათზე მიიღო. ვარიანტები იქამდეც გვქონდა. მაგალითად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით "სუონსისთან", "სტოკთან" "ჰალთან" და "სანდერლენდთან". ჩემი შვილის სამსახურით დაინტერესებული იყო "ლივერპულიც", მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მზად ამ დონეზე სათამაშოდ. ბრენდან როჯერსი კლუბში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს, თამამად ენდობა ახალგაზრდა თაობას, მაგრამ ტომს მაქსიმალური განვითარებისთვის ამ ეტაპზე შედარებით დაბალი რანგის კლუბი სჭირდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
პოლ ინსი: პოგბას ცირკის ყურება აღარ შეგვიძლია
"ლივერპულის" სამიზნეები: მენეზი, ინლერი, შაჩირი და სხვები
ინსი: პოგბა საშუალო დონის იდიოტი ფეხბურთელია
პოლ ინსი: სოლსკიაერის "მანჩესტერში" თაფლობის თვე დასრულდა
პოლ ინსი: ოლე-გუნარ სოლსკიაერის ადგილას ამას ნებისმიერი გააკეთებდა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
იურგენ კლოპი: ბეილის ტრანსფერი ძალიან ძვირი დაგვიჯდება
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
პოლ ინსი: "მანჩესტერი" ყველას დასაცინი ხდება, კლუბში ქაოსია