ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების პირველი ტური მოულოდნელობების გარეშე წარიმართა
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების პირველი ტური მოულოდნელობების გარეშე წარიმართა.

ცხადია, ინგლისის ნაკრების გამარჯვება საფრანგეთში სენსაცია არ იქნებოდა, მაგრამ "პომები" პარიზს თითქმის განახევრებული შემადგენლობით ეწვივნენ. მიუხედავად ამისა, ინგლისელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ ინგლისელებს საბრძოლო შემადგენლობა დაახვედრა.

"ლე ბლო" მეტოქის რბევას დასაწყისიდანვე შეუდგა და პირველივე შეტევა პირველივე წუთზე ლელოთი დაასრულა. მარჯვენა ფრთაზე, კიდესთან ახლოს ყველაზე უკეთ გარემარბი იოან უგე გაისარჯა და ანგარიში გახსნა. მანვე მე-17 წუთზე, თითქმის ანალოგიურ ვითარებაში მეორე ლელო მიითვალა. შუალედებში ცხრა ნომერმა ჟან-მარკ დუსანმა ორი საჯარიმო გაიტანა, რასაც ინგლისელებმა ერთით უპასუხეს და 22-ე წუთისთვის მასპინძლები 16:3 დაწინაურდნენ.

ასეთი დონის გუნდებს შორის დაპირისპირებისას ცამეტქულიანი უპირატესობა საკმაოდ სოლიდურია. თუმცა ინგლისელებმა ნელ-ნელა თამაშის დალაგება მოახერხეს და 36-ე წუთზე მაიკლ ბრაუნის ლელოთი ანგარიშის რვა ქულამდე შემცირება შეძლეს - 8:16. ასე დასრულდა მატჩის პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ გუნდებმა როლები გაცვალეს. ინგლისელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს და 69-ე წუთისთვის უკვე ხუთი ქულით დაწინაურდნენ - 21:16. მომდევნო სამ წუთში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 24:19.

მატჩის დასკვნითი ხუთი წუთი უკვე ფრანგების იყო. მორიგი იერიშისას "ლე ბლომ" მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნა, ბურთი ხელდახელ გაათამაშა და 19 წლის გარემარბმა გაელ ფიკუმ ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა მაქსიმ მაშენომ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ფრანგებს გამარჯვება მოუტანა - 26:24.

ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია ირლანდიის ეროვნული გუნდი. "სამყურები" შინ შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 28:6 მოიგეს. უნდა აღინიშნოს, რომ "ნარშავებმა" მასპინძლებს პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. 22-ე წუთამდე ირლანდიელები დაწინაურებას ვერაფრით ახერხებდნენ - 3:3. მალე ჯონათან სექსტონმა საჯარიმოს გატანა შეძლო. ვერ ვიტყვით, რომ "სკოტები" ამან დააბნია, მაგრამ ფაქტია, რომ ტაიმის მიწურულს ირლანდიელთა გარემარბ ენდრიუ ტრიმბლს ლელოს გატანის საშუალება მისცეს - 11:3.

შოტლანდიელებმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყეს. თამაშის განახლებიდან ორ წუთში მათ საჯარიმოდან ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 6:11. თუმცა მეტის მისაღწევად არც ოსტატობა ეყოთ და არც ძალა შესწევდათ. ირლანდიელებმა ზეწოლა ნელ-ნელა გაზარდეს და კიდევ ორი ლელო მიითვალეს. ერთი მესამეხაზელი ჯიმი ჰისლიპის ანგარიშზეა, მეორედ კი თავი ფულბეკმა რობერტ კირნიმ გამოიჩინა. სექსტონი კარში უშეცდომოდ ურტყამდა - 28:6.

უელსის ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა შინ იტალიის ეროვნულ გუნდთან მატჩში - 23:15. აღსანიშნავია "სკუადრა აძურას" შუამარბის, მიკელე კამპანაროს კარგი თამაში, რომელმაც "წითელ ურჩხულებს" ორი ლელო გაუტანა.

სიმბოლური ნაკრები: 15. რობ კირნი (ირლანდია), 14. იოან უგე (საფრანგეთი), 13. მიკელე კამპანარო (იტალია), 12. ჯიმი რობერტსი (უელსი), 11. შონ ლამონტი (შოტლანდია), 10. ოუენ ფარელი (ინგლისი), 9. დენი კერი (ინგლისი). 1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. რორი ბესტი (ირლანდია), 3. ნიკოლა მასი (საფრანგეთი), 4. ჯო ლანჩბერი (ინგლისი), 5. პასკალ პაპე (საფრანგეთი), 6. ტომ ვუდი (ინგლისი), 7. იანიკ ნიანგა (საფრანგეთი), 8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი).

I ტური

უელსი-იტალია 23:15

უელსი: 2ლ - კატბერტი, ს.ვილიამსი. 3ს,2გ - ჰალპფენი.

იტალია: 2ლ - კამპანარო (2). ს,გ - ალანი.

საფრანგეთი-ინგლისი 26:24

საფრანგეთი: 3ლ - უგე, ფიკუ. გ - მაშენო. 3ს - დუსანი (2), მაშენო.

ინგლისი: 2ლ - ბრაუნი, ბრუნელი. გ - ფარელი. 3ს - ფარელი (2), გუდი. ა: კერი.

ირლანდია-შოტლანდია 28:6

ირლანდია: 3ლ - ტრიმბლი, ჰისლიპი, კირნი. 3ს,2გ - სექსტონი.

შოტლანდია: 2ს - ლაიდლოუ.

სატურნირო მდგომარეობა

1. ირლანდია - 2 ქულა, 2. უელსი - 2, 3. საფრანგეთი - 2, 4. ინგლისი - 0, 5. იტალია - 0, 6. შოტლანდია - 0.

II ტური

ირლანდია-უელსი, შოტლანდია-ინგლისი, საფრანგეთი-იტალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rugby
ერთი კარგი თამაში მას ვარსკვლავად ვერ აქცევს, ეს რაგბია და არა ფეხბურთი სადაც წელიწადში 2 გოლის გატანაზე ლაციოსნაირი გუნდები ტაციაობას მართავენ მოთამაშეზე მოულოდნელი იყო ზუსტადაც ინგლისის მარცხი საფრანგეთთან, იმ ახლო წარსულიდან გამომდინარე რასაც ნოემბრის ტესტები ქვია
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
რობ კერნი: "ბორჯღალოსნებთან" განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ
"ბორჯღალოსნები" დუბლინში ემზადებიან
ივნისის ტესტები: გამოუშვით "ოლ ბლექსი"
მსოფლიოს რაგბი ბიზნესისკენ მიიწევს
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘᓡ ᓛᓝᓠᓐᓒᓑᓔᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓛᓐ ᓥᓕᓔᓧᓐᓜᓐᓨᓘ ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓔᓑᓘᓡ ᓡᓘᓛᓠᓐᓕᓚᓔᓖᓔ ᓓᓐᓘᓩᓘᓕᓚᓐ
ტესტები: სენსაცია იაპონიაში - "წითელი ურჩხული" განადგურებულია
მილტონ ჰეიგი: ვიქტორს კარგად ვიცნობ, ის ამას განზრახ არ გააკეთებდა [VIDEO]
"ლე ბლო" და "სამყურები" დაძმობილდნენ
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ექვსი ერი. IV ტური: ინგლისი დიდ სლემს უმიზნებს
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მამუკა გორგოძე მსოფლიოს სიმბოლურში დაასახელა
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ლე ბლო" ისევ "სტად დე ფრანსზე" ითამაშებს
დიდი შანსია, ირლანდიამ ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლოს
ირლანდიის ნაკრებმა ექვსი ერი ზედიზედ მეორედ მოიგო
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!