ორი დერბი და ბევრი ემოცია
"იუვენტუსის" გამარჯვება დიდ იტალიურ დერბიში, ალბერტო მალეზანის წარუმატებელი დებიუტი "სასუოლოს" მთავარი მწვრთნელის რანგში, ადილ რამის პირველი გოლი "მილანში", ახალი ბუფონი უდინედან, უამინდობის გამო გადადებული რომაული მატჩი და გენუური გარჩევა - სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყოთ...

სინიშას "სამპა" კარგია

ტურის მთავარი დაპირისპირება ტურინში შედგა, მაგრამ ნამდვილი დერბი, ანუ თანაქალაქელთა ჯახი გენუაში ვიხილეთ. ნომინალური მასპინძელი "ჯენოა" იყო, მაგრამ გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერამ ჯამპიერო გასპერინის შეგირდებს ვერ უშველა - "სამპდორიამ" უკეთ წარმართა შეხვედრა და გამარჯვების გოლი დამსახურებულად გაიტანა. მატჩის გმირი მაქსი ლოპესი გახდა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის შემადგენლობაში. მოკლედ, მაქსიმ ძალიან სწრაფად მოიპოვა "სამპას" ტიფოზთა გულები.

მიხაილოვიჩმა 4-2-3-1 სქემა აირჩია და ცენტრფორვარდად გამწესებულ ლოპესს უკნიდან სორიანო, გაბიადინი და ედერი დაახმარა; "ჯენოას" დაცვას დიდი ჯაფა დაადგა და თავისუფლად შეიძლებოდა, ანგარიში გამანადგურებელიც კი ყოფილიყო. სინიშას ხელში, "სამპდორია" კარგად ათამაშდა, სატურნირო ცხრილშიც დაწინაურდა და გასავარდნ ზონასაც გვარიანად დასცილდა.

ლეგენდები ლაპარაკობენ

დიდ იტალიურ დერბიზე 4 თებერვლის ნომერშიც ბევრი ვწერეთ. ახლა მხოლოდ საინტერესო კომენტარებს შემოგთავაზებთ ორი ლეგენდისგან.

მარჩელო ლიპი: "ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ორ გუნდს შორის დღეს დიდი სხვაობაა კლასში. ტურინელებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და დამსახურებულად მოიგეს. "იუვეს" უფრო ძლიერი კონკურენტები სჭირდება და იმედია, სხვა იტალიური გუნდებიც გაძლიერდებიან. "ვეკია სენიორამ" იოლად მოუგო "რომას", "ნაპოლის" და "ინტერს", უმთავრეს კონკურენტებს, რაც კარგი ნამდვილად არაა".

ჯუზეპე ბერგომი: "მეტად უჩვეულოა, როდესაც დიდ იტალიურ დერბის გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მე "ინტერს" ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ასე პესიმისტურად განწყობილი წინასამატჩოდ არასდროს ვყოფილვარ. "ნერაძურის" მესვეურებმა გუნდის გაძლიერებაზე უნდა იზრუნონ და საამისოდ, მხოლოდ ერნანესის გადაბირება საკმარისი არაა".

უამინდობა და კალჩო

ისევე, როგორც მთელ ევროპაში, იტალიაშიც უამინდობაა. ყინვამ და თოვლმა ფეხბურთსაც შეუქმნა პრობლემები, კერძოდ, სერია A-ს ერთი პაექრობა გადაიდო. ბოლო წუთებამდე კითხვის ნიშნის ქვეშაა იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩის ჩატარება "რომასა" და "ნაპოლის" შორის, რომელიც დღესაა დაგეგმილი. რაც შეეხება "რომა"-"პარმას" პაექრობას, აპრილის დასაწყისში განახლდება. რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან საგულისხმო კომენტარი გააკეთა:

"გუნდი კარგ ფორმაში მყავს და დასანანია, რომ "პარმასთან" თამაშის საშუალება არ მოგვეცა. თასის პაექრობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფეხბურთელებზეც მოქმედებს. რიტმიდან არ უნდა ამოვვარდეთ, ეს უმთავრესია".

რამის პრემიერა

"მილანმა" "ტორინოსთან" მორიგი უსახური მატჩი გამართა, მაგრამ კლარენს ზეედორფის შეგირდთაგან ერთი ფეხბურთელის გამორჩევა ნამდვილად შეიძლება. ეს ადილ რამი გახლავთ, რომელიც დაცვის ცენტრში მოქმედებდა, უშუალო მოვალეობას თავი კარგად გაართვა და დიდებული გოლიც გაიტანა. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რამიმ ერთ მეურვეს გვერდი კარგად აუარა და უძლიერესი დარტყმით, ბურთი ბადეში გაახვია - ადილს "მილანის" ძირითად შემადგენლობაში მყარად სურს ფეხის მოკიდება:

"სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ რას ვიზამთ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. სამუშაო ბევრი გვაქვს და "ტორინოსთან" პაექრობამ ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. ჩემი მიზანია, რომ ძირითად შემადგენლობაში მყარად მოვიკიდო ფეხი და იმედია, განვლილი პაექრობა ამაში დამეხმარება".

ახალი ბუფონი

"ბოლონია"-"უდინეზეს" შეხვედრაში ერთი მეტად საინტერესო ამბავი მოხდა - ფრიულური გუნდის კარს 17 წლის მეკარე სიმონე სკუფეტი იცავდა. ამ ასაკში, იტალიის ელიტარულ დივიზიონში ასპარეზობა უდავოდ განსაკუთრებული მოვლენაა და მით უმეტეს, როდესაც საქმე კარის დარაჯს ეხება. საგულისხმოა, რომ სკუფეტიმ კარი მშრალად შეინახა და რამდენჯერმე გადაარჩინა კიდეც გუნდი გაშვებული გოლისგან.

იტალიურ საფეხბურთო სამყაროში უკვე ალაპარაკდნენ, რომ კალჩოს ახალი ჯანლუიჯი ბუფონი მოევლინა. ასეთი დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ დასაწყისი სიმონეს მართლაც შესაშური გამოუვიდა. ვნახოთ, როგორი გაგრძელება ექნება ამ ისტორიას...

ტურის სიმბოლური ნაკრები

პადელი (ტორინო) - ლიხტშტაინერი (იუვენტუსი, მარჯვ.), რამი (მილანი, ცენტრი), კიელინი (იუვენტუსი, ცენტრი), დელ გროსო (ატალანტა, მარცხ.) - პირლო (იუვენტუსი, ცენტრი), ვიდალი (იუვენტუსი, მარჯვ.), ლაძარი (უდინეზე, მარცხ.) - კანდრევა (ლაციო, მარჯვ.), ემეგარა (ლივორნო, მარცხ.), დენისი (ატალანტა, ცენტრი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის
"ნაპოლი" წინ მიიწევს - შემდეგი მატჩი "სიტისთან" აქვს
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"მილანი" სპორტიელოს ტრავმის გამო სათადარიგო მეკარეს დაიმატებს
"ქალებთან კარგად მოქცევაც შეუძლია გასწავლოს" - დი მარიასა და რამის კამათში არგენტინელის მეუღლეც ჩაერთო
"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
ადილ რამის "ფორტ ბოიარში" თამაში კლუბის დაკარგვად დაუჯდა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
"ნაპოლის" ტრანსფერები - "პარტენოპეიმ" 2 ფეხბურთელი დაიმატა, 1 კი გაუშვა
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
იტალიის თასი. 1/2-ფინალი: ფლორენციას ნეაპოლი აუმხედრდა [VIDEO]
"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა
პამელასგან გარიყული - ადილ რამი "ფენერბაჰჩეში" ითამაშებს
მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა
"ასე იქცევა ის, ვისაც უნდა, რომ გაჟ*მონ" - რამიმ იამალს საქციელი დაუწუნა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა
კლარენს ზეედორფმა სამწვრთნელო საქმიანობა სანაკრებო დონეზეც დაიწყო
"სისულელეების ლაპარაკს მორჩეს, ლიგა 1-ში უბრალოდ შეჭამენ" - რამიმ რონალდოზე ისაუბრა
მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
დი მარიამ რამის მიმართა: მარტინესი საუკეთესოა, სხვაგან იტირე
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
ᓔᓡ ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓮᓕᓐᓚᓘᓜᓓᓔᓚᓘ ᓓᓦᓔᓐ
მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან