რენე მალესტენ სასოწარკვეთილია
იმ დროს, როცა "ფულჰემი" უმძიმეს კრიზისშია და პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლს იმედები ნელ-ნელა ეცლება ხელიდან, ასოციაციის თასზე გადათამაშებისთვის ფეხბურთელებს ყველაზე ნაკლებად სცხელოდათ, თუმცა საქმე აქამდე რომ მიიყვანეს, შეუძლიათ მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ.

პრემიერლიგის თუნდაც აუტსაიდერს ხომ ლიგა ერთის აუტსაიდერის ძლევა ყველა შემთხვევაში მოეთხოვება. იანვარში გადაბირებულ ფეხბურთელებს - ლუის ჰოლტბის, ჯონი ჰეიტინგასა და კონსტანტინოს მიტროღლუს თუ არ ჩავთვლით, "ქრევეინ კოტეჯზე" მასპინძლებმა იდეალური შემადგენლობა გამოიყვანეს საასპარეზოდ და კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაწერეს ისტორიისთვის.

უკიდურესად მოსაწყენ შეხვედრას მოულოდნელი ფინალი ჰქონდა: დამატებითი დროის დასრულებამდე 70 წამით ადრე შონ მილერმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი ერთი მეტრიდან თავით გადაგზავნა დევიდ სტოკდეილის კარში. ქვედალიგელები მომდევნო ეტაპზე "ნოტინგემისა" და "პრესტონის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

"შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ჩემმა გუნდმა ფსკერზე დაყვინთა. ამაზე მეტად ჩაფლობა პრობლემებში, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ფეხბურთელებს აღარ სჯერათ საკუთარი თავის, თუმცა ხელების ჩამოშვება დაუშვებელია. მხოლოდ საერთო ძალისხმევით თუ დავაღწევთ თავს კატასტროფას. ამისთვის კი საჭიროა, რომ ჯერ ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში," - განაცხადა იმედგაცრუებულმა რენე მალენსტენმა.

ფულჰემი-შეფილდ იუნ. 0:1

გოლი: 0:1 მილერი (120)

ფულჰემი: სტოკდეილი, პასლი, ბერნი, ჰანგელანდი, ამორებიეტა, დემპსი, კაჩანიკლიჩი (59. დაფი), კასამი, პარკერი (69. სიდუელი), როდალიეგა (59. დეჟაგა), ტანკოვიჩი

შეფილდ იუნ: ჰოვარდი, ჰარისი (91. ჰილი), ბრეიფორდი, მაგუაირი, კოლინსი, ფლინი, მაკგინი, კოდი, სკუგალი (97. მილერი), მერფი, პორტერი (75. ბაქსტერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
იურგენ კლოპი "შალკეს" ჰოლტბის ართმევს?
ლუის ჰოლტბი ლონდონის დერბისთვის ემზადება
ᓐᓜᓓᓠᕔ ᕨᓘᓣᓠᕚᓔ:
ფელიქს მაგათის ლონდონური პერსპექტივა
ლუის ჰოლტბის ბუნდოვანი მომავალი ლონდონში
ფულჰემი-ჩელსი 1:3: ანდრე შიურლეს ჰეთთრიკი [VIDEO]
ინგლისი. ლიგის თასი: ფავორიტთა მრისხანება
ლუის ვან გაალი ვესლი სნეიდერს აღარ წყალობს