არიენ რობენთან შეთანხმება დროის ამბავია
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მუხლის ტრავმა თითქმის მოიშუშა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 29 წლის შვაინი სრული დატვირთვით ვარჯიშს დღეს-ხვალ განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე მოედანზეც ვიხილავთ.

შვაინშტაიგერმა ინდივიდუალური ვარჯიში სამშაბათს დაიწყო, ახლა კი ექიმებმა მწვანე სრული დატვირთვით ვარჯიშისთვისაც აუნთეს.

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერს ამ სეზონში ტრავმიანობა დასჩემდა - ჯერ სეზონის დასაწყისში დაშავდა, მერე კი - პირველი წრის მიწურულს. ამ სეზონში მან უკვე გაიკეთა ერთი ოპერაცია. შვაინის ბოლო ოფიციალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაში პლზენის "ვიქტორიასთან" ჩატარებული შეხვედრა გახლდათ, რომელიც ნოემბერში გაიმართა.

აქვე გამცნობთ, რომ ჟურნალ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები მალე დაასრულებენ მოლაპარაკებებს არიენ რობენთან. როგორც იცით, საქმე ჰოლანდიელი გარემარბისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეხება. ეს ცნობა "შპორტ ბილდს" რობენის მამამ დაუდასტურა:

"მოლაპარაკებები ნაყოფიერად მიმდინარეობს და ალბათ, მალე წარმატებით დასრულდება, თუმცა მანამდე მინიმუმ ერთი შეხვედრაცაა საჭირო," - აცხადებს ჰანს რობენი.

არიენ რობენს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში უმთავრდება და მიუნხენელები ხელშეკრულების გაგრძელებას 2017 წლამდე სთავაზობენ. "ბილდის" ცნობით, რობენი ახალი კონტრაქტით წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

კროოსის საკითხი გართულდა

სამაგიეროდ, გართულდა ტონი კროოსის საკითხი. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ ტონიმ "ბაიერნის" ბოსებს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ზედმეტად მაღალი ხელფასი მოსთხოვა, რის გამოც პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მასთან მოლაპარაკებები დროებით შეწყვიტეს.

5 თებერვალს ამ თემას თვითონ ფეხბურთელი გამოეხმაურა:

"ფაქტი ის არის, რომ "ბაიერნში" ბედნიერი ვარ. თანაც, უმეტესად ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ და უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. თუმცა არა მგონია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლამდე აქვს," - დაწერა კროოსმა სოციალური ქსელების, "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" საკუთარ გვერდებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მოიგებს თუ ვერა ხვიჩა "ოქროს ბურთს"? - კროოსმა საკუთარი აზრი დააფიქსირა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
კროოსი: "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს, მაგრამ...
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა