გაბრიელ ბატისტუტას მოსაზრებები სერია A-სა და მუნდიალზე
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ბატისტუტა იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა და სხვადასხვა თემაზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა. ბოლო ხანს, სამხრეთამერიკელი ვეტერანი ხშირად ჩადის აპენინებზე, ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას კი "ფიორენტინას" შეხვედრას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო...

"არტემიო ფრანკი"

არასდროს დამავიწყდება ის სითბო, რაც "სტადიო არტემიო ფრანკიზე" ვიგრძენი. მთელი სტადიონი ჩემს გვარს სკანდირებდა და მივხვდი, რომ ფლორენციელებს ისევ ვახსოვარ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბუცები უნდა ჩამეცვა და მოედანზე შევსულიყავი. "ფიორენტინასთან" ერთად, ბევრი ვერაფერი მოვიგე, მაგრამ ყველაზე ძვირფასი სწორედ ეს სიყვარულია. დღემდე ვრჩები "ვიოლას" ქომაგად და მსურს, ვინჩენცო მონტელას გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწიოს. ვფიქრობ, მონტელა შესანიშნავი მწვრთნელია და მასზე ტიფოზები საფუძვლიანად ამყარებენ იმედებს.

სერია A

სულ უფრო ხშირად მესმის, რომ ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სერია A. ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები, რადგან ჩემი აზრით, იტალიის პირველობა ყველაზე უფრო დაძაბული და შესაბამისად, საინტერესოა.

სერია A ყველაზე დაბალანსებულია და წარმატების მიღწევაც უკიდურესად რთულია. პროფესიული კარიერის განმავლობაში, ყველა წამყვანი ქვეყნის გუნდებთან მითამაშია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე რთული სწორედ სერია A-ში ასპარეზობა იყო. იტალიური გუნდი იდეალურად იცავს თავს, თავისუფალ ზონებს არ ტოვებს და ფორვარდს მინიმალურ შანსს აძლევს. ახლა ჩემპიონატს აქვს პატარა ჩავარდნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი მოვლენაა.

მუნდიალი

წინ ძალიან საინტერესო მუნდიალი გველის, რომელიც დიდ საფეხბურთო ბატალიებს გვპირდება. ვფიქრობ, ფავორიტები ტრადიციული გუნდები არიან: ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი, გერმანია და იტალია. სწორედ ამ ქვეყნებს აქვთ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი. ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს სიურპრიზი? - ვფიქრობ, ნახევარფინალში საფეხბურთო გრანდები გავლენ და შესაბამისად, დიდ სენსაციას ვერავინ შემოგვთავაზებს. თუმცა შანსი ყველას აქვს და ჩემი პროგნოზი ბევრს არაფერს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

albisileste
ბატიგოლი.. ბატიძმა..
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებმაც "ოქროს ბურთი" ვერ მოიგეს - ვინ არიან ისინი?
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
გაბრიელ ბატისტუტა: ისე ცუდად ვიყავი, რომ ფეხების ამპუტაცია მინდოდა
გაასწრო მარადონას, გაუთანაბრდა ბატისტუტას - გახდება მესი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო?
კვალიარელა ბატისტუტას კვალდაკვალ - ვეტერანმა იტალიელმა ლეგენდარული არგენტინელის რეკორდი გაიმეორა
გაბრიელ ბატისტუტა: მესი პროზაა, მარადონა კი - პოეზია