ზლატანის მორიგი სუპერგოლი
ეს გუნდები ერთმანეთს დაახლოებით ორი კვირის წინაც შეხვდნენ და მაშინ "პარი სენ ჟერმენმა" ყველას ჯავრი "იადონებზე" იყარა - 5:0. ეს დაპირისპირება რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. "სტად დე ლა ბუჟუარ ლუი ფონტენოზე" საკუთარი გულშემატკივრებით შეგულიანებულმა მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

არადა, პარიზელთათვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო. მე-5 წუთზე კიდევ ერთი "იბრაკადაბრობა" ვიხილეთ - ნანტელთა მეკარემ რემი რიუმ ბურთი ცუდად მოიგერია, თან ბედად, მაინცდამაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რომელსაც ბურთის მიღება და დამუშავება აზრადაც არ მოსვლია - პირდაპირ დაარტყა და ოსტატურად გადაავლო თავზე გოლკიპერს.

უახლოესი ნახევარი საათიც დედაქალაქელებისა იყო. მათ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. თუმცა "ნანტი" ნელ-ნელა გამოფხიზლდა და გააქტიურდა კიდეც. ხან მარკო ვერატის მოუხდა ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანა, ხან ნიკოლა დუშეზმა იყოჩაღა, მაგრამ საბოლოოდ, ნანატრი და დამსახურებული გოლი მიშელ დერ ზაქარიანის გუნდმა მაინც გაიტანა - შეცვლაზე შესულმა ებრაელმა შემტევმა იტაი შეხტერმა მშვენივრად ითამაშა, გუნდის კაპიტანი ოლივიე ვენიო მოძებნა და 28 წლის მცველმაც ზუსტად დაარტყა.

ვენიოს კარიერის გოლები რომ გადავთვალოთ, ერთი ხელის თითები ბლომად მოგვრჩება და ამ იშვიათ შემთხვევას თითქოს მატჩი დამატებით დროში უნდა გადაეყვანა, მაგრამ... 90-ე წუთზე მთელი მეორე ტაიმის მანძილზე ჩაკარგულმა ზლატანმა თავისი მაინც გააკეთა და კიდევ ერთხელ აგრძნობინა დეჟა-ვუ მეკარე რიუს.

თუმცა ამ შემთხვევაში მცველები უფრო უნდა გავაკრიტიკოთ, რომლებსაც იბრა ეშმაკურად, პაუზით ჩამორჩა და ლუკასის იდეალურ გადაცემას შეაგება თავი. ფინალში გასული პსჟ-ის მეტოქის ვინაობა გუშინ ღამით, "ლიონისა" და ქვედალიგელი "ტრუას" დუელში ირკვეოდა...

მიშელ დერ ზაქარიანი (ნანტი): "ჩვენ არ გვინდოდა, თავიდანვე გავხსნილიყავით და ცოტა ჩავიკეტეთ, მეტოქეს ვუცდიდით. მეორე ნახევარში კი გავაქტიურდით. ბიჭებს ვუთხარი, ბურთი უფრო გამოეყენებინათ და წინ წასულიყვნენ. მთელი მატჩი ამ შემართებით რომ გვეთამაშა, შესაძლოა, ასეთი დასანანი მარცხი არც გვეწვნია. სამწუხაროდ, ორი გოლი გავუშვით, რომლებიც განსაკუთრებულმა ფორვარდმა გაგვიტანა. იბრაჰიმოვიჩს სულ ორი შანსი ჰქონდა და ორივე გამოიყენა".

ლორან ბლანი (პსჟ): "მეტოქეს პირველ ტაიმში ფეხბურთის თამაში არ უნდოდა, მეორეში კი სტილი შეცვალა და გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. საერთო ჯამში, დამსახურებულად ვიმარჯვეთ და ფინალში გავედით, რომლამდეც ორ თვეზე მეტია. ამიტომ იქამდე სხვა მატჩებზე უნდა ვიფიქროთ".

"ძალიან ბედნიერები ვართ, ფინალში გავედით და სეზონში ჩვენს ერთ-ერთ მიზანს მივუახლოვდით. ორი გოლი გავიტანე, ვიმარჯვეთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

იხილეთ ვიდეო

ნანტი-პსჟ 1:2

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (5), 1:1 ვენიო (81), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (90)

პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი - მატუიდი, ტიაგო მოტა, ვერატი (71. კაბაი) - ლუკასი, ლავეცი (71. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ლუკას მოურა: ნამდვილად არ მჯერა, რომ ვან დეიკი...
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჰარი კეინმა "იუვენტუსს" ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]
"უFacebook-ობისას" ცოლს გამოველაპარაკე, კარგი ადამიანი ჩანს - ლუკას მოურა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
ლუკას მოურამ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
ლუკას მოურა ახლობლებისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბილეთებს ვერ შოულობს
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
ლუკას მოურა: რთული იქნება კეინის წასვლა, იმედია, დარჩება
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს