"კრივბასში" განათხოვრებული ქართველი ლეგიონერები "დნიპროს" დაუბრუნდებიან

უკრაინის ვიშა ლიგის მიმდინარე სეზონი თავდამსხმელმა ბექა გოცირიძემ და ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ კრივოი როგის "კრივბასში" დაიწყეს. თუმცა თამაში იშვიათად უწევდათ. გოცირიძემ ხუთი მატჩი ჩაატარა, კობახიძემ კი მხოლოდ ერთი. ჩვენებურთა თქმით, ეს მხოლოდ სუბიექტური მიზეზით აიხსნება. კობახიძემ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "კრივბასის" მთავარი მწვრთნელი იური მაქსიმოვი ქართველებს კარგი თვალით არ უყურებს და მათ ნაცვლად თავისიანებს ათამაშებს.

როგორც ჩანს, ჩვენებურთა კრივბასული პერიოდი დასრულდა. კლუბის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ზატულკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს ოთხი ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის გოცირიძეც და კობახიძეც.

ბუნებრივია, საინტერესოა, სად გააგრძელებენ კარიერას ჩვენებურები. შეგახსენებთ, რომ გოცირიძე და კობახიძე "კრივბასში" დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" გაანათხოვრეს. ორივე მათგანი კონტრაქტით მომავალი წლის 30 ივნისამდე ისევ "დნიპროს" ეკუთვნის.

როგორც ჩანს, გოცირიძე და კობახიძე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე "დნიპროში" გამოჩნდებიან. თუ საკონტროლო მატჩებში გუნდის თავკაც ხუანდე რამოსს თავს მოაწონებენ, მაშინ, ცხადია დარჩებიან, თუ არა, ზაფხულამდე ისევ სხვა გუნდში მოუწევთ განათხოვრება. უკრაინის ვიშა ლიგაში უკვე ზამთრის შესვენებაა. დნეპროპეტროვსკელთა გუნდი კი 35 ქულით მეოთხე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება ხარკოვის "მეტალისტს".

dato
ადმინ კანკავა არ გაუნათხოვრებიათ კრივბასში, ისევ დნიპროში თამაშობს.შეასწორეთ თუ არ გეწყინებათ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა