"ბორჯღალოსნების" სეზონი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის შეფასებით

საქართველოში სარაგბო სეზონი ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩით დასრულდა. "ბორჯღალოსნებმა" ორივე ოკეანისგაღმელი, კანადა და აშშ დაამარცხა და შესანიშნავად დაწყებული წელიწადი მაჟორულ ნოტზე დაასრულა. ქართულ რაგბის წლეულს სხვა ბევრი წარმატება და სიახლეც ჰქონდა. სეზონის შეჯამება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ვთხოვეთ.

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამედ მოიპოვა მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება. შესანიშნავი ზეიმი მოვაწყვეთ ტრაბზონში, რუსეთის ნაკრებთან მატჩში.

პირველად საერთაშორისო მატჩის ორგნიზება უცხო ქვეყანაში მოგვიხდა. სახელმწიფო სტრუქტურებთან, თურქ კოლეგებთან ერთად და თურქეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებით, მთელ სარაგბო სამყაროს ვანახეთ, რა შეგვიძლია. უცხო ქვეყანაში, ორგანიზებულად, ყოველგვარი ექსცესის გარეშე შვიდი ათასამდე კაცი ჩავიყვანეთ, რომლებმაც ყველას აჩვენეს, როგორ უნდა უქომაგო საყვარელ გუნდს. ამ თამაშის ორაგანიზება არ იყო ერთი ჩვეულებრივი ამბავი, ეს იყო დიდი გამოცდა და ჩვენ ის, ფრიადზე ჩავაბარეთ.

- ეროვნული ნაკრების გარდა წლეულს საკამოდ კარგი შედეგი ჰქინდათ ასაკობრივ ნაკრებებსაც.

- წარმატებათა სერია ასაკობრივ ნაკრებებს შორის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა გახსნა. ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან ჭიდილში მესამე ადგილი დაიკავა. საკუთარ ძალებში ცოტა მეტი რწმენა რომ ჰქონოდათ, ნახევარფინალში ირლანდიის დამარცხებასაც შეძლებდნენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ბრინჯაოს მედლების მოპოვება დიდი მიღწევაა.

ჩვენმა 15-წლამდელებმა ჟენევაში, შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც მსოფლიოს დედაქალაქების გუნდები მონაწილეობდნენ, მეორე ადგილი დაიკავა - არგენტინის, პარიზის, ბიარიცის და პორტუგალიის საკმაოდ ძლიერ გუნდებს მოუგო და ფინალში, სამხრე აფრიკელებთან ერთი ლელოთი წააგო.

საკმაოდ წარმატებული ტურნე ჰქონდათ უკრაინასა და მოლდოვაში 17-წლამდელებს. აქ ყველა მეტოქე დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებული ასპარეზობის სერია 19-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა, რომელმაც ბელგიაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამ გამარჯვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა ყველა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს, თითოეულს დიდი სხვაობით მოუგეს და საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენს.

- საქართველოში უკვე მეორე წელია არსებობს A ნაკრები. შარშან ამ გუნდმა ორი შეხვედრა გამართა ევროპულ ნაკრებებთან, წლეულს კი ვექტორი შეიცვალა.

- დიახ, გადავწყვიტეთ, უფრო ახლო კონტაქტი სამხრეთაფრიკულ რაგბისთან დაგვემყარებინა. საქართველოს A ნაკრები სტელენბოშის ცნობილ სარაგბო აკადემიაში იმყოფეობოდა სტაჟირებაზე, სადაც ორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნეოვანი თამაში მოვიგეთ. ჯერ ამ აკადემიის კურსდამთავრებულთა ნაკრები დავამარცხეთ, მერე ვესტერნ პროვანსის სტუდენტურ ნაკრებს ვძლიეთ.

განსკუთრებით მნიშვნელოვანი კი წლეულს, პირველი საერთაშორისო საკლუბო ტურნირის თბილისში გამართვა იყო. IRB-სა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით "შავი ზღვის თასის" გათამაშებას ვუმასპინძლეთ, სადაც სპეციალისტების პროგნოზი, რომ ფინალი რუმინული იქნებოდა, არ გამართლდა. ფინალი ქართული გამოვიდა და შესაბამისად შავი ზღვის თასიც საქართველოში დარჩა.

- სანაკრებო სეზონი ახლახან ორი ტესტ-მატჩით დასრულდა.

- IRB-მ საასპარეზოდ ისეთი მაღალი დონის გუნდები გამოგვიგზავნა, როგორებიც კანადისა და აშშ-ს ნაკრებები არიან. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს რაგბის საერთაშორისო საბჭოს დამოკიდებულაბაზე ჩვენს მიმართ. ორივე გუნდი რეიტინგში ჩვენზე წინ იყო და, ცხადია, მათთან პაექრობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა ორი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქომაგი კიდევ ერთხელ გაახარა და რეიტინგშიც ორი საფეხურით დაწინაურდა.

იცით, რომ ნაკრებს მწვრთნელთა ახალი შტაბი ხელმძღვანელობს. ამ შეხვედრებში მათი პოტენციალი კარგად გამოჩნდა, ისინი მაღალი დონის სპეციალისტები არიან და იმედი გვაქვს, რომ ნაკრების თამაშის პროგრესს ხელს შეუწყობენ.

ერთადერთ წარუმატებლობად შეიძლება მივიჩნიოთ ბუქარესტში გამართული IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი ნაკრების გამოსვლა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იქ ახალგაზრდული, ექსპერიმენტული შემადგენლობა თამაშობდა. ამ ტურნირის დადებითი შედეგი კი ისაა, რომ "ბორჯრალოსანთა" მაშინდელი თავკაცის თანამდებობიდან გათავისუფლება სწორედ მისი დამთავრების შემდეგ გადავწყვიტეთ.

- საქართველოში იმატა სარაგბო კლუბების რიცხვმა, სერიოზული წინსვლაა სარაგბო ინფრსტრუქტურის მოწყობის საქმეშიც.

- ამ თემაზე საუბარი მინდა საქართველოს ჩემპიონატით დავიწყო. წლევანდელი გათამაშება ქართული რაგბის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა. კლუბების სათამაშო დონემ იმატა. ბოლო წამებამდე ვერავინ იტყოდა, ვინ გახდებოდა სქართველოს ჩემპიონი. პირველობის თანაბარი შანსი კი ერთბაშად ოთხ გუნდს ჰქონდა. საკმაოდ დაძაბული, უშეღავათო ბრძოლები მიმდინარეობდა მეორე ოთხეულშიც. ეს გუნდები ლიდერებს ბევრად არ ჩამოუვარდებოდნენ, ხშირად უგებდნენ კიდეც.

წლეულს პირველად შევქმენით მეორე ლიგა, რომელშიც ხუთმა გუნდმა ისაპარეზა და მომავალ წელს, შესაძლოა, აქ მოთამაშე კლუბების რაოდენობა გაიზარდოს. აშკარაა რაგბიში მოვარჯიშე ბავშვების რაოდენობის მკვეთრი მატება.

ხელშესახები გახდა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დახმარების შედეგებიც. უკვე გაიხსნა "შევარდენის სანაკრებო ბაზა", დეკემბერში დასრულდება ავჭალის სარაგბო სტადიონის მშენებლობა, მიმდინარეობს სტადიონის მშენებლობა მარტყოფში, დეკემბრიდან დაიწყება ქუთაისში, რუსთავსა და დიდ დიღომში. დაპროექტების პროცესშია ფოთისა და ბათუმის სტადიონები.

- ახლახან საქართველოს რაგბის კავშირს საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა. ცნობილია, რომ ნანახით ისინი კმაყოფილნი დარჩნენ. ყოველივე ამას რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

- თბილისში წლეულს ისტორიული ვიზიტი შედგა, ორი საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელების სტუმრობას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რაგბის განვითარებისა და სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი და FIRA AER-ის პრეზიდენტი ჟან კლოდ ბაკე ერთი დღის განმავლობაში შეხვდნენ ქვეყნის პრემიერ მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, თბილისის მერს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. გახსნეს "შევარდენის სანაკრებო ბაზა" და საშულება მიეცათ ჩვენი ნამუშევარი ადგილზე, თავად ენახათ. გარწმუნებთ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ IRB-ის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ რადიკალურად შეიცვალა.

რაც ყველაზე მთავარია, მათ მოილაპარაკეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ 2012 წლიდან რაგბი მინიმუმ იგივე ოდენობით დაფინანსდება, რაც განვითარების ამჟამდ მიმდინარე ოთხწლიანი პროგრამითაა გათვალისწინებული. თავის მხრივ, IRB-მ დადო პირობა, რომ საქართველოსთვის შეიმუშავებს ახალ პროგრამას და 2012 წლიდან დახმარების ოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

საქართველოში ნანახმა მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი რაგბის მხარდასაჭერად. რაგბის საერთაშორისო საბჭომ ახლახან ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ტურნირის, 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფას თბილისში ჩატარების თაობაზე. არადა, ამ შეჯიბრების მასპინძლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სურდა. IRB-მ კი გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ მიიღო.

ტურნირის მნიშვნელობაზე დიდხანს არ შევჩერდები. თავად ის ფაქტი, რომ საკმაოდ ძლიერი სარაგბო ქვეყნების აშშ-ს, კანადის, ურუგვაის, ზიმბაბვეს, სამოას, იაპონიისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები გვეწვევიან, ბევრის მეტყველია. ეს გუნდები საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს შეეცილებიან.

- საქართველო ნელ-ნელა რაგბის საერთაშორისო ტურნირების ასპარეზი ხდება. ასეთი შეჯიბრებების ორგანიზება კი დიდი რაოდენობის კვალიფიციურ კადრებს მოითხოვს.

- დიახ, ასეა. არ ვამტკიცებ, რომ ქართულ რაგბიში პრობლემები არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვიმყოფებით და იქამდე, სანამ ელიტურ სარაგბო ქვეყნებს მივუახლოვდებით, წინ ბევრი სამუშაო გველის. ზუსტად ვიცით, რა პრობლემები გვაქვს. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები. ასამაღლებელია როგორც მოთამაშეების, ისე მწვრთნელების, მსაჯების, მენეჯერების, სამედიცინო პერსონალისა და მატჩების მომსახურებასთან დაკავშირებული ოფიციალური პირების კვალიფიკაცია.

რიჩი დიქსონი და მასთან მომუშავე ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი მომავალი წლიდან რადიკალური ცვლილებების განხორციელბას იწყებს. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ბავშვთა მწვრთნელებთან მუშაობას, დავიწყებთ სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.

- ქართული რაგბისთვის მომავალი წელიც განსაკუთრებული იქნება. "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მესამედ იასპარეზებენ მსოფლიო თასზე. გუნდს ახალი მწვრთნელები ჰყავს, რას უნდა ველოდოთ ჩვენი ეროვნული ნაკრებისაგან შორეულ ახალ ზელანდიაში?

- სასიამოვნოა, რომ ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი, საქმიანი კლიმატი შეიქმნა. სამწვრთნელო შტაბსა და მორაგბეებს შორის სრული იდილიაა. დიქსონმა ასისტენტებად უმაღლესი დონის სპეციალისტები მოიწვია და ბიჭებმა მათთან მუშაობის შემდეგ ირწმუნეს, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

ჯგუფურ ტურნირში უმძიმესი თამაშები მოგველის. ჩვენი მეტოქეები ინგლისი, შოტლანდია და არგენტინა მსოფლიო რეიტინგში შესაბამისად მეხუთე, მეშვიდე და მერვე ადგილზე არიან. ამათ დაემატათ რუმინეთის ნაკრები, რომელმაც რეპეშაჟში ურუგვაის ეროვნული გუნდი გაანადგურა. რუმინელები მათ ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებენ, რათა მსოფლიოს თასზე საუკეთესო გუნდით წარსდგნენ. ძალიან მძიმე ჯგუფი გვერგო, ამიტომ ილუზიები ნუ გვექნება. ჩვენი მთავარი მიზანია ახალ ზელანდიაში ერთი თამაში მაინც აუცილებლად მოვიგოთ და დანარჩენ შეხვედრებში ბოლომდე, ღირსეულად ვიბრძოლოთ. ვნახოთ, რა მოხდება.

მაგრამ, აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ყველაფერი იმ გეგმით წავიდა, რაც შემუშავებული გვაქვს და ხელი არაფერმა შეგვიშალა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე შევძლებთ, ელიტას კარზე დავუკაკუნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Gio.Kutaisi
უფრო ადრე რომ დავაკაკუნოთ არ გაგვიღებენ კარებს? :D
gio
ნეტა ის ადამიანი ვინ არის ვისაც ეს ყველაფერი არ მოეწონა???
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა