საინტერესო გამოდგა მატჩის დენვერელი კომენტატორის მოსმენა, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად იცნობს ფაჩულიასა და მის სათამაშო სტილს
22 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა - ასეთი იყო ზაზა ფაჩულიას მონაგარი "დენვერთან" გასვლით შეხვედრაში.

15-დან 8 ქულა და 2-2 ჩაჭრა-პასი ზაზამ მოაგროვა მეოთხე პერიოდში, რომელიც მისმა გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა და მხოლოდ ბოლოს დამარცხდა - 100:110.

საინტერესო გამოდგა მატჩის დენვერელი კომენტატორის მოსმენა, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად იცნობს ფაჩულიასა და მის სათამაშო სტილს. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით.

ზაზა მოედანზე მატჩის მეშვიდე წუთზე, ლარი სენდერსის ნაცვლად შევიდა. ქართველს მოედანზე ასევე ახლად შესული ტიმოფეი მოზგოვის მეურვეობა უწევდა... რუსმა შეცდომებს სამი ფოლი წაუმატა და ზუსტად სამ წუთში "დენვერის" მწვრთნელი იძულებული გახდა, მოედნიდან გაეყვანა.

როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი ზაზას დამსახურება იყო. აი, რა თქვა კომენტატორმა: "საინტერესო დუელია - ქართველი ზაზა ფაჩულია რუსი ტიმოფეი მოზგოვის წინააღმდეგ. მილუოკელს, მართალია, მაღალი ნახტომი არა აქვს, მაგრამ გაბარიტებითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და ნებისმიერი მეტოქისთვის ფარქვეშ ნამდვილი მონსტრია. მოწინააღმდეგეს სივრცეს უზღუდავს, თანაგუნდელებს კი ზონებს უთავისუფლებს."

მეორე პერიოდის დასაწყისში ფაჩულიას ტანდაბალი, მაგრამ კარგად მხტუნავი ფარიედის მეურვეობა უწევდა და ერთ-ერთი ჯარიმის შემდეგ მწვრთნელმა ქართველი დაასვენა.

...მესამე პერიოდის მეშვიდე წუთამდე, როცა იგი მოედანზე დაბრუნდა, "მილუოკი" 9 ქულის სხვაობით მარცხდებოდა (62:71). ამის შემდეგ დენვერელებმა თამაში ფარქვეშიდან პერიმეტრზე გადაიტანეს და მეოთხე პერიოდის დასაწყისში, მესამე სამქულიანის მერე, 18 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ - 90:72.

მეოთხე რაუნდში მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზასთან ერთად მოედანზე შედარებით მსუბუქი ცენტრი ლარი სენდერსი გაიყვანა და...

- ლარისა და ზაზას ერთდროულად მოედანზე დაყენების საშუალება მიმდინარე სეზონში ხშირად არ მქონია და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთმა სვლამ გაამართლა. ფაჩულიამ და სენდერსმა ფარქვეშ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, - როგორც მიხვდით, ეს "მილუოკის" მთავარი მწვრთნელის, ლარი დრიუს სიტყვებია.

გაგიკვირდებათ: თუ მეოთხე პერიოდში 18 ქულით აგებდა, მწვრთნელი რატომ ამბობს, მოგებამდე ცოტა დაგვაკლდაო? საქმე ისაა, რომ "მილუოკიმ" მატჩის ბოლოს თამაში გამოასწორა და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 96:99.

ამ მომენტში როგორ მოქმედებდა ზაზა ფაჩულია, დენვერელი კომენტატორის სიტყვებიდანაც ირკვევა:

"ქართველი კედელი" მხოლოდ დაცვაში როდია სასარგებლო. მახსოვს მისი მონაწილეობით ერთი ატლანტური თამაში ("ატლანტა"-"დენვერი"), რომელშიც ზაზა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჯორჯიელები გამოაცოცხლა, საჯარიმოს საჯარიმოზე აგდებდა. იგი სტატიკური მდგომარეობიდან მაღალი სიზუსტით ტყორცნის, რაშიც დღესაც ვრწმუნდებით."

ზაზამ 6 თებერვლის შეხვედრაში 12-დან 11 საჯარიმო გამოიყენა... ლარი სენდერსმა კი 25 ქულას 15 მოხსნა მიამატა.

"მილუოკი" მომდევნო მატჩს 8 თებერვალს "ჰიუსტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"