UEFA-ს უშუალო კოორდინაციითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველად ჩვენს ქვეყანაში UEFA-ს PRO-ლიცენზიის კურსი იწყება
UEFA-ს უშუალო კოორდინაციითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველად ჩვენს ქვეყანაში UEFA-ს PRO-ლიცენზიის კურსი იწყება.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილებაში. განაცხადები მიიღება 16 თებერვლამდე.

საჭირო საბუთები:

1) CV - ყველა საკონტაქტო დეტალით (ტელეფონი, ფოსტა, მისამართი)

2) UEFA-ს A-ლიცენზიის ასლი

3) უმაღლეს საფეხბურთო დონეზე სამწვრთნელო გამოცდილების მიღების დამადასტურებელი საბუთი UEFA-ს A-ლიცენზიის მიღების შემდეგ; მინიმუმ 1 წლის ვადით.

4) ეროვნული პასპორტის მთავარი გვერდის ქსეროასლი

5) პირადობის მოწმობის ქსეროასლი

6) 4 ბიომეტრიული ფოტოსურათი

7) ჯანმრთელობის ცნობა

ასევე, საჭიროა ყველა ჩამოთვლილი საბუთის ელექტრონული ვერსია. რაც შეეხება განაცხადის ფორმას, კანდიდატს მისი შევსება შეუძლია სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში.

აუცილებელ მოთხოვნებს შორის, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ის, რომ კანდიდატს ესმოდეს ქართული ენა და ამავე დროს, აკმაყოფილებდეს რუსული ან ინგლისური ენის ცოდნის მინიმალურ დონეს.

საბოლოოდ, შეირჩევა 15 კანდიდატი. შერჩევისას კი, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც სფფ-ისა და UEFA-ს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან უფრო ახლოს იქნებიან.

განაცხადების სიმრავლის შემთხვევაში, მიმღები კომისია სწორედ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე დაადგენს კანდიდატების ვინაობას.

PRO-ლიცენზიის კურსი დაიწყება 27 თებერვლიდან; სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" და 2015 წლის გაზაფხულის ჩათვლით, სულ 11 ეტაპად გაიმართება.

კურსის განმავლობაში, კანდიდატები "ბასაზე" იცხოვრებენ. თეორიულის გარდა, იქვე გაიმართება პრაქტიკული მეცადინეობებიც. კურსის ჩასატარებლად, თბილისში ჩამოვლენ UEFA-ს უცხოელი ინსტრუქტორები ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან. იგეგმება UEFA-ს მაღალჩინოსნების ვიზიტიც.

ამასთან, კურსის მიმდინარეობისას, იგეგმება კანდიდატების სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში და 5-კაციანი ჯგუფების ვიზიტები ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში; გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღების მიზნით.

კურსის დაწყებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მწვრთნელთა განათლების განყოფილების მენეჯერს - ვაკო დარსაძეს. ტელ: 599 360087

სფფ-ის პრესსამსახური

isaka
უფასოდ კატებიც არ შვებიან. უფასოსი არ მჯერა.
Joji
ფასი რაიქნება საინტერესოა ? ? თუ პირველი კურსი უფასოა ? ?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს