ელენე ამერიკიდან 14 თებერვალს ჩამოფრინდება, 19-ში მოკლე, 20-ში კი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს
სოჭის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაცია არ გაემგზავრა, რაც გონივრული გადაწყვეტილებაა.

ზამთრის თამაშების სპორტულ ბაზებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს - ფიგურულად მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე.

მათგან, ცხადია, მთელი იმედები გედევანიშვილზეა, რომლისთვისაც სოჭის ოლიმპიადა მესამე იქნება. დაიბადა 1990 წლის 7 იანვარს თბილისში. ოთხი წლისამ ფიგურულ ციგურაობაში ვარჯიში დაიწყო ლელა ჩოფიკაშვილთან, მერე კარგა ხანს თამარ ანჯაფარიძე ავარჯიშებდა.

საციგურაოდ მისვლა შემთხვევითი არ ყოფილა: ელენეს მშობლები ყოფილი მოთხილამურეები არიან. უნდოდათ, ქალიშვილიც მათი გზით წასულიყო (სამაგიეროდ, ელენეს უმცროსმა ძმამ - დიმიტრიმ აუხდინა დედ-მამას ოცნება - სამთო მოთხილამურეა და თანატოლებში არაერთხელ მიაღწია წარმატებას საერთაშორისო სარბიელზე).

ნაცნობებმა ურჩიეს, კოორდინაციისთვის უკეთესია, ფიგურულ ციგურაობაზე თუ ივლისო. ასე მოხვდა თბილისის საციგურაოზე და ყინულის სარბიელს დღემდე შემორჩა.

1999 წელს ირაკლი ჯაფარიძემ, რომელიც მაშინ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, 9 წლის გოგონა მოსკოვში წაიყვანა სავარჯიშოდ, რადგან თბილისის ყინული სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

რუსეთის დედაქალაქში ელენეს ჯერ მარინა სელიცკაია, შემდეგ ელენა ვოდორეზოვა ავარჯიშებდნენ. თანატოლებში იმდენად დაწინაურდა, რომ 2002 წელს მოსკოვის თასზე ყველას აჯობა. მომდევნო წელს რუსეთის პირველობა მოიგო, ზედიზედ ორჯერ დსთ-ს ჩემპიონატებზე საქართველოს სახელით მეორე და მესამე ადგილები დაიკავა, 2004 წელს იუნიორთა გრან პრი მოიგო.

15 წლის გოგონამ 2006 წელი უფროსებში გადაინაცვლა და მეტეორივით შეიჭრა საციგურაო სამყაროში. პირველსავე ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა, ტორინოს (იტალია) 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მეათე იყო.

2007 წელს იძულებული გახდა, მწვრთნელი შეეცვალა, რადგან რუსეთიდან დედის უმიზეზო დეპორტაციის გამო მანაც დატოვა მოსკოვი, ამერიკას გაემგზავრა, სადაც ცნობილ მწვრთნელ გალინა ზმიევსკაიასთან განაგრძო ვარჯიში. თუმცა მძიმე ხასიათის ოსტატს, რომელსაც ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი (ოქსანა ბაიუ და ვიქტორ პეტრენკო), გედევანიშვილი ვერ შეეწყო და რომან სეროვის ჯგუფში გადაინაცვლა, იქიდან ოლიმპიური ჩემპიონის - სარა ჰიუზის დამკვალიანებელ რობინ ვაგნერთან მოხვდა. მისი ხელმძღვანელობით 2010 წელს ტალინში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე კი მე-14 ადგილით დაკმაყოფილდა. კანადაშივე დაუკავშირდა ბრაიან ორსერს - მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის პრიზიორს, რომელმაც 2010 წელს ვანუკვერში კორეელი იუნა კიმი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. ელენეს კი 2012 წელს ინგლისში ევროპის ჩემპიონატის მეორე ბრინჯაოს მედალი მოაპოვებინა.

ქართველ მოციგურავეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამჯერ (2009, 2011, 2012) მე-10 ადგილი აქვს დაკავებული. წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე იყო, თავისუფალი პროგრამით ასპარეზობისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მე-10 ადგილზე გავიდა.

"2012 წლის სეზონისთვის ელენე გედევანიშვილი ცუდად გრძნობდა თავს, ამიტომაც ევროპაზე მე-14 ადგილი დაიკავა, მსოფლიოზე კი მხოლოდ 29-ე იყო, - გვითხრა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა. - კანადაში ვარჯიშების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

ელენე ბრაინ ორსერს დაემშვიდობა და ამერიკაში გაემგზავრა მშობლებთან. იქ უდიდესი დახმარება აღმოგვიჩინა შესანიშნავმა სპეციალისტმა და პიროვნებამ - ედუარ პლინერმა, რომელიც საქართველოში ფიგურული ციგურაობის ჩამომყალიბებელია, ოღონდ დიდი ხანია ოკეანის გაღმა ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც შარშან ოქტომბერში ობერსდორფის სალიცენზიო ტურნირზე ელენემ სოჭის საგზური მოიპოვა, ისევ კანადაში დაბრუნება და ორსერის კლუბში, ამჯერად გისლეინ ბრაიანდთან ვარჯიში გადავწყვიტეთ. გაგვიმართლა. ასე მონდომებული მწვრთნელი იშვიათად მინახავს. მართალია, ელენეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორიოდე თვე ჰქონდა, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში ელენემ დიდი ნაბიჯები გადადგა და მე-10 ადგილი შემთხვევითი არ ყოფილა.

თავისუფალი პროგრამის უკეთ დამუშავება რომ მოესწრო, უფრო მაღალ ადგილს დაიკავებდა, თუმცა მე-10 ადგილითაც საქართველოს 2015 წლის კონტინენტის პირველობისთვის მე-2 ადგილიც მოუპოვა, მთავარია, სპორტსმენი გვყავდეს. ახლა ქართველი მოციგურავე კანადაში იმყოფება და იქ ემზადება ბრაიანდის ხელმძღვანელობით ოლიმპიადისთვის.

თამაშების გახსნისთვის ვერ ჩამოვა სოჭში, რადგან ვარჯიშების რაოდენობა შეზღუდული ექნება და ფორმის შენარჩუნებაში ხელი შეეშლება.

ელენე ამერიკიდან 14 თებერვალს ჩამოფრინდება, 19-ში მიოკლე, 20-ში კი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს. მიზანი წინა ოლიმპიადის შედეგის - მე-14 ადგილის გაუმჯობესებაა, თუმცა ეს იოლი არ იქნება ჩვენთან ატეხილი აჟიოტაჟის გამო - იგი მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, რაც მძიმე ფსიქოლოგიურ ტვირთად აწევს.

არადა, ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ რუსმა სპეციალისტებმა გულთბილად მოგვილოცეს ელენეს პროგრესი. გედევანიშვილი ჩვეულ სპორტულ ფორმას უბრუნდებაო, გვითხრა ტარასოვამ. სოჭშიც თუ მსგავსი ატმოსფერო იქნება, მჯერა, ელენე გვასახელებს".

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

sly
ოპტიმისტური პროგნოზი - ტოპ 10.
Tsaqadze-Euroрe
ზარმაცები ვართ ქართველები ამგვარი სამოთხის მაგვარი ზამთრის კალსტერბი გვაქვს,ბაკურიანი ,გუდაური,მესტია,აჭარის,რაჭის,ცივგომბორის, ახალციხის მთიანი დათოვლილი მთაგრეხილები და ოთხი კაცით გამოვდივართ,უვარგის ბაქია,ფულისმკეთებელი ფედერაციებში მოკალათებული,მუქთახორებით,მოვიწვიოთ,სიხარულიძე,თუთბერიძე, სანაია და სხვანი,ავაყვავოთ ზამთრის სახეობები.რამ გამოლია საქარბოთველოში ნიჭიერი ბავშვები,თფუ თქვენი არაფრისმაქნისო სფორტში მომჯდარო ბოსებო
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]