ლოხი ციგაობის შუმახერია
24 წლის გერმანელი ფელიქს ლოხი უკვე იუნიორთა ასაკში გახდა ციგაობის ნამდვილი ლეგენდა. მან მოასწრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე რვა ოქროს მოგება, ვანკუვერში კი პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. იმის გათვალისწინებით, რომ ლოხი წელს ვადაზე ადრე გახდა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლის გამარჯვებული, თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გერმანელი შეძლებდა ოთხი წლის წინანდელი წარმატების გამეორებას.

და მართლაც, სოჭში ფელიქსი შეუდარებელი იყო. საშუალო დონის პირველი ცდის შემდეგ, როცა მან 15 მეათასედი წამი წააგო მთავარ კონკურენტ ალბერტ დემჩენკოსთან, ლოხმა კონცენტრაცია შეძლო, სამი ბრწყინვალე დაშვება შემოგვთავაზა და გაახარა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნორბერტ ლოხი. როგორც ხვდებით, ეს უკანასკნელი აწ უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის მამაა. გერმანელებისთვის ეს იყო პირველი ოქრო ამ ოლიმპიადაზე.

ლეგენდარული რუსი ალბერტ დემჩენკო მაქსიმალურად ცდილობდა, მაგრამ ადგილობრივი პუბლიკა ოქროთი ვერ გაახარა და ვერცხლით დაკმაყოფილდა. ბრინჯაო კიდევ ერთმა ლეგენდამ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა არმინ ცოგელერმა მოიპოვა.

ფელიქს ლოხი

დაიბადა: 24 ივლისი, 1989

სიმაღლე: 1.91 მ

წონა: 98 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - ვანკუვერი 2010

ოქრო - სოჭი 2014, 5000 მ

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 8-გზის აბსოლუტური ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის პრიზიორი; მსოფლიოს თასის 3-გზის მფლობელი (2012, 2013, 2014).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"