ნალჩიკელთა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო დავით სირაძე გახლდათ, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში, კაპიტნის სამკლავურით გამოჩნდა
წესით და რიგით, თბილისის "დინამოს" მორიგი (მეხუთე) საკონტროლო მატჩი 10 თებერვალს უნდა ჩაეტარებინა ფერღანის (უზბეკეთი) "ნეფთჩისთან", თუმცა, კლუბის გადაწყვეტილებით, "დინამო" 9-ში რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ ნალჩიკის "სპარტაკს" დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ჩვენი ორი თანამემამულეც თამაშობს - დავით სირაძე და ელგუჯა რუხაია.

"დინამოს" მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გადაწყვეტილებით, 9 თებერვალს გამართულ სპარინგში მონაწილეობა მიიღეს იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ.

"დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დაუშვილი (46. ტყეშელაშვილი) - ბაჩიაშვილი, ს. გურეშიძე (46. ხიდეშელი), რეხვიაშვილი, შერგელაშვილი - გორგიაშვილი, ცინცაძე, გლიშიჩი - დიასამიძე, გოგა (46. მერებაშვილი), ს. ლობჟანიძე.

როგორც ამჩნევთ, არ უთამაშია ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს - გიორგი ლორიას, გიორგი გველესიანს, გიორგი პაპავას, დავით კვირკველიას, ირაკლი ძარიას, გიორგი ჯანელიძეს, პატრიკ ვუოს, ირაკლი მოდებაძესა და ჩისკოს.

თუმცა, ამის მიუხედავადაც, მატჩის საბოლოო შედეგი უსიამოვნოდ მოულოდნელი გამოდგა - ნალჩიკის "სპარტაკმა" ჩვენს ჩემპიონს... 6:1 მოუგო!

თუ რა იყო ასეთი კოშმარული მარცხის მიზეზი, ამას მაშინ შევიტყობთ, როცა დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას კომენტარს გავეცნობით.

მანამდე კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ დინამოელთაგან ერთადერთი გოლი ტრავმამოშუშებულმა გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. ნალჩიკელთა გუნდში კი ერთ-ერთი საუკეთესო დავით სირაძე გახლდათ, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში, კაპიტნის სამკლავურით გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Peola
გაგიჭირდებოდათ....
gia
ვიტირო თუ ვიცინო,აღარ ვიცი,ძველი დინამო მინც არ მახსოვდეს
tqvens patrons! rasi igebt xelfass
6:1 რომ წააგებ ტან ნალჩიკტან, მე სენ გეტყვი აიაქსია ან ბარსელონა, აი ეს გუნდი დასახური არაა?!
goga
jer es erti jvania ra mcvrtnelia,meore ra gundia dinamo, es tu gundia mashin ar vici ra unda vilaparakot fexburtze saertod,sad unda itamashos am gundma da vis mougebs,sasaciloa satirali ro ar ikos,rashi krian es xalxi fuls,tu chamoikvan unda chamoikvano martla fexburteli da ara sadgac aeroportshi dacherili gaurkveveli adamiani
neo
ყოჩაღ ბიჭებო:D
roma
მიდი ახლა და ვინმეს უსაყვედურე ფეხბურთში ფულს რატომ არ დებთ.სად მონახეს ეს ჟვანია,რას წარმოადგენს და საერთოდ ფიფიას ეტყობა გაგებაში არაა ფეხბურთში,არ ვიცი რა გვეშველება,ვინ დაგვწყევლა ასე მწარედ.
Dato

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
დავით სირაძე: მაშინ კარგი ვიყავი, ახლა კი "რაღა დროს სირაძეა"?!
თბილისის "დინამო" 9 თებერვალს ნალჩიკის "სპარტაკს" დაუპირისპირდება
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
დავით სირაძე: ნაკრებთან დაკავშირებით უცნაურ სიტუაციაში მოვხვდი
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
დავით სირაძის მასტერკლასი ნალჩიკელ ბავშვებს
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
დავით სირაძემ ნალჩიკის "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
დავით სირაძემ აფრიკელებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა