სამწვრთნელო საკითხავი

ანუ ანდალუსიელ მწვრთნელთა ბედი ესპანეთში

ლა ლიგის 20-გუნდიანმა ქარავანმა 28 აგვისტოს დაიწყო სვლა, მას მერე გუნდების მეხუთედში მთავარი მწვრთნელი გამოცვალეს. ბოლო ცვლილება "ალმერიამ" განახორციელა, როცა "ბარსელონასთან" 0:8 შერცხვენილი ხუანმა ლილიო მოხსნა.

პრიმერა ერთი თვის გახურებულიც არ იყო, როცა პირველი თავი დაეცა - ანდალუსიურმა "სევილიამ" ჩემპიონატი ერთ-ერთი ფავორიტის რანგში დაიწყო, სექტემბრის ბოლოს კი მხოლოდ მე-7 იყო. ამას კიდევ ეშველებოდა, მაგრამ ანტონიო ალვარესს ზედიზედ ორი მარცხი და ფრე (ორი ჩემპიონატში, ერთი ევროპის ლიგაში) აღარ აპატიეს, ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვედრაც გაუხსენეს და კარზე მიუთითეს.

არადა 55 წლის ალვარესი ლამის "სევილიაში" გაიზარდა, ამ კლუბის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, აქვე თამაშობდა ცენტრალურ მცველად, შემდეგ კი კლუბში ბევრი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ბოლოს კი - საფეხბურთო დირექტორი. მარტში მან მოხსნილი მანოლო ხიმენესის პოსტი ჩაიბარა. ალვარესმა "სევილიას" სულ ბოლო მატჩში, ბოლო წუთზე მოუპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური (თუმცა მერე "ბრაგასთან" შერცხვა). 19 მაისს ანტონიო ალვარესმა სამწვრთნელო კარიერის პირველი დიდი ტიტული მოიპოვა - ესპანეთის სამეფო თასი. ახალი სეზონი ალვარესისთვის კატასტროფულად დაიწყო: ორი მატჩის ჯამში წაგება "ბარსელონასთან" ესპანეთის სუპერთასზე, კატასტროფა "ბრაგასთან" და არადამაჯერებელი თამაში ჩემპიონატში. 26 სექტემბერს ალვარესი მშობლიურმა კლუბმა უმუშევარი დატოვა, მის ნაცვლად საქმეს კი 54 წლის გრეგორიო მანსანო შეუდგა, რომელიც შარშან "მალიორკას" წვრთნიდა. სხვათა შორის, ბევრიც არაფერი შეცვლილა, "სევილია" ახლა მე-8 ადგილზეა...

ოქტომბრის თვემ ესპანეთში "უსისხლოდ" ჩაიარა, მაგრამ ნოემბრიდან ლა ლიგაში თანდათან გამოიკვეთნენ აუტსაიდერები და კლუბის მეპატრონეთა ნერვულმა უჯრედებმაც მათ პატრონებს თავი შეახსენეს: 2 ნოემბერს "მალაგაში" ზარ-ზეიმით მიყვანილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟეზუალდუ ფერეირა მოხსნეს. 64 წლის ფერეირამ სამშობლოში არაერთი კლუბი გაწვრთნა, სახელი კი პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და "პორტუს" გაწვრთნით (2006-2010) დაიგდო. ის სამჯერ გახდა პორტუგალიის წლის საუკეთესო მწვრთნელი, როცა ქვეყანას ჟოზე მოურინიო ჰყავს, ეს უკვე დიდი მიღწევაა. ამიტომაც არაბი ინვესტორების წყალობით გამდიდრებულ "მალაგაში" ფერეირამ საკმაოდ მსუყე კონტრაქტი მოინადირა. მაგრამ პორტუგალიელისთვის ესპანური კარიერა ყველაზე არასასურველი გზით განვითარდა. მას შემდეგ, რაც მისმა გაწვრთნილმა "მალაგამ" შინ ზედიზედ მე-5 მარცხი იგემა, ფერეირას, სამთვიანი მუშაობის შემდეგ, დაემშვიდობნენ. როგორც ჩანს, ჟეზუალდოს კვაჭი აგენტი ჰყავს, პორტუგალიელი სამი კვირაც კი არ დარჩენილა უმუშევარი, მას საბერძნეთის ჩემპიონი "პანათინაიკოსი" ჩაბარეს. ამ რანგში მას დებიუტი ისევ ესპანეთში ჰქონდა... ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან", ბერძენთა რბევის ამბავი გეხსომებათ.

"მალაგაში" კი, ფერეირას გაგდებიდან სამ დღეში, ჩილელი მწვრთნელი მივიდა, თანაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩილელი - მანუელ პელეგრინი. 57 წლის პელეგრინი ზაფხულში გაუშვეს "რეალიდან", ეს თვეები უმუშევარი იყო და სამშობლოში ისვენებდა, მაგრამ ესპანეთში მალევე გაახსენდათ. მას "მალაგას" გადარჩენა დაევალა. ჯერჯერობით პელეგრინი ვერ ართმევს თავს პრობლემებს - ანდალუსიური კლუბი იმავე ადგილზეა (მე-18), რომელზეც ფერეირამ დატოვა. ეს კი გავარდნის ზონაა...

ლა ლიგის წლევანდელი სეზონის მესამე მსხვერპლი 44 წლის ხოსე აურელიო გაია. 17 ნოემბერს გაის კარზე მიუთითეს, კლუბის ხელმძღვანელობამ ვეღარ აიტანა, რომ "სარაგოსა" ბოლო ადგილს თავს ვერ აღწევდა. გაის და ალვარესის შემთხვევები გადაჭრილი ვაშლივით წააგავს ერთმანეთს - გაი "სარაგოსასთან" ისევე ასოცირდება, როგორც ალვარესი "სევილიასთან". სხვათა შორის, ფეხბურთის თავგადაკლულ გულშემატკივარს თბილისში გაი უნდა ახსოვდეს... 1985 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან, ესპანეთის ნაკრები ხომ თბილისში თამაშობდა, გაი კი ესპანელთა ნაკრების ნახევარმცველი იყო. გაიმ შარშან დეკემბერში შეცვალა მარსელინო გარსია ტორალი. სხვათა შორის, მის დებიუტს მწარესაც ვერ დაარქმევ - "სარაგოსა" "რეალმა" 6:0 გაანადგურა, თუმცა საბოლოოდ "სარაგოსა" გადარჩა და მე-14 ადგილზე გავიდა.

გაის ნაცვლად 52 წლის მექსიკელი ხავიერ აგირე მოვიდა. კლუბი კი ჯერჯერობით ისევ ბოლოა, თუმცა აგირეს თავკაცობით სულ ორჯერ ითამაშა. აგირე კი, მოგეხსენებათ, მექსიკის ნაკრების მწვრთნელი იყო წლევანდელ მუნდიალზე.

ჯერჯერობით ბოლო მსხვერპლი ზემოთნახსენები ხუანმა ლილიოა. კაცი, რომელიც ბავშვობიდან მწვრთნელობს. როცა ლილიო გუნდიდან გაუშვეს, "ალმერია" ცხრილში ბოლოსწინა იყო, მისი შემცვლელი, 41 წლის ხოსე ლუის ოლტრა კი ერთ მატჩში აბა რას შეცვლიდა.

პრიმერადივიზიონში ანდალუსიას სამი გუნდი წარადგენს და სამივემ უკვე გამოიცვალა თავკაცი. ვინ იქნება შემდეგი? ლოგიკის თუ დავუჯერებთ, მომავალი მსხვერპლი ისევ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბებში უნდა ვეძებოთ. დიდი ხანია "დანის პირზე გადის" ხიხონის "სპორტინგის" თავკაცი მანუელ პრესიადო, რომელიც "ბარსელონას" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან მეგობრობს, ხოლო ჟოზე მოურინიოსთან მტრობს. "სპორტინგი" მე-17 ადგილზეა და სულ რაღაც ორი ქულით მეტი აქვს ბოლოადგილოსან "სარაგოსაზე". მართალია, "დეპორტივომ" და მისმა მწვრთნელმა მიგელ ანხელ ლოტინამ კრიზისული პერიოდი გაიარეს, მაგრამ 53 წლის სპეციალისტს შესაძლო მხვერპლთა სიაში მაინც დავტოვებთ. ასევე საფრთხის ქვეშაა "რასინგის" მესაჭე მიგელ ანხელ პორტუგალი...

კიკე ორი მატჩით მოკვეთეს...

"ესპანიოლთან" მატჩში გაძევებული კიკე ფლორესი ორ შეხვედრას გამოტოვებს. ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ ასე დასაჯა "ატლეტიკოს" თავკაცი, რომელსაც ბოლო ტურში კატალონიელ ფეხბურთელებთან კინკლაობა მოუვიდა. კიკე ფლორესმა და "ესპანიოლის" კაპიტანმა ლუის გარსიამ კინაღამ იჩხუბეს. ერთ მატჩს კიკე ისედაც გამოტოვებდა (ავტომატურად), მას მეორე არასპორტული საქციელისთვის დაუმატეს.

...პორტუს თავკაცი 10 დღით

ლიგა საგრეშის სადიცპლინო კომიტეტმა 10-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა "პორტუს" 33 წლის თავკაცი ანდე ვილას-ბოასი. ჟოზე მოურინიოს ყოფილი თანაშემწე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, "სპორტინგთან" 1:1 დასრულებულ მატჩში გააძევეს. ვილას-ბოასი ამ სეზონში უკვე მეორედ გააძევეს (პირველად "გიმარაეშთან") ამიტომ სადისციპლინო კომიტეტი მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით არ დაკმაყოფილდა. მწვრთნელი 1,3 ათასი ევროთითაც დასაჯეს.

ვილას-ბოასი ივნისში ჩაუდგა "პორტუს" სათავეში და პორტუგალიის ისტორიაში უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი გახდა, მაშინ ანდრე 32 წლის იყო. ვილას-ბოასს ჯერ არ წაუგია - "პორტუმ" 21 მატჩიდან 18 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, ახალგაზრდა სპეციალისტმა უკვე მოიგო პორტუგალიის სუპერთასი და გაინაღდა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა.

გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად