პარიზში მოპოვებული წარმატების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი განვლილ შეჯიბრებას აფასებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში გამართულ "დიდ მუზარადზე" სამი მედალი - 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, ამირან პაპინაშვილი და ვალერი ლიპარტელიანი კი ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პარიზში მოპოვებული წარმატების შემდეგ ჭრიკიშვილი განვლილ შეჯიბრებას აფასებს.

- პარიზის "დიდ მუზარადზე" წარმატებული გამოსვლა გქონდათ. როგორია თქვენი შეფასება და რას გრძნობთ გამარჯვების შემდეგ?

- ეს ტურნირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.

სერიოზული მეტოქეები მყავდა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, მათ შორის - იაპონელი, რომელთანაც თვენახევრის წინ დავმარცხდი და მიხარია, რომ რევანშის აღება შევძელი.

- თქვენ დაგასახელეს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად და როგორც ვხედავთ, ფორმას ინარჩუნებთ. გააგრძელებთ თუ არა ასეთი შემართებით და როგორია სამომავლო გეგმები?

- რა თქმა უნდა. მას შემდეგ რამდენიმე შეკრება გავიარე. ახლა საფრანგეთში ვრჩებით და 3-დღიან შეკრებას გავივლით, შემდეგ კი, ალბათ, გერმანიის ტურნირი იქნება.

22 წლის ვარ და ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი სპორტში, უფრო მეტის მიღწევა მსურს და პირობას გაძლევთ, კიდევ დიდი ხანი ვიჭიდავებ.

კახა თორია

ასევე იხილეთ:

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის "დიდი მუზარადის" გამარჯვებულია [VIDEO]

მამუკა
ვულოცავ ავთოს,უკვე ჩემპიონია,კარგი სტატიაა
messi001
ერთერთი გამორჩეული სპორცმენია ავთო ჭრიკიშვილი.. ეჭვი არ მეპარება იმაში რომ თავის ლეგენდარულ თანამემამულე ფალავნებთან დაიკავებს ღირსეულ ადგილს ისტორიაში ლიპარტელიანი არ დამარცხებულა ფინალი ვერ იჭიდავა ტრამვის გამო ჩაასწორედ
kolchijudoka
ავთანდილ ჭრიკიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული არამხოლოდ სპორტსმენი, არამედ ზოგადად ადამიანი საქართველოში. მისი განსაკუთრებულობა კი სწორედ მისი ხასიათის თვისებაა, რომელიც მიღწეულით არასდროს არ კმაყოფილდება. თუ მას ეს ენთუზიაზმი კიდევ დიდხანს გაჰყვა ის გაცილებით უფრო დიდი სახელით შევა ისტორიაში ვიდრე საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი. და კიდევ ავთანდილს გამოარჩევს თავმდაბლობა. სწორედ ეს გარემოება აღნიშნეს მისი ფინალური შეხვედრის კომენტირებისას წამყვანებმა. ავთო კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებ!
სირცხვილია
"დიდი სლემი" დიდ მუზარადს არ ნიშნავს. თუ არ იცით იკითხეთ, ტეხავს, რა გახდა.
aleqsandre
ძალიან მაგარი და კარგი პიროვნება ხარ. სულ წარმატებებით გევლოს.
გიორგი
გილოცავ, კარგი ხარ!
Давид
кацури каци,...красавчик
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა