თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ორკვირიანი ანტალიური შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამოს" ორკვირიანი ანტალიური შეკრება დასრულდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ კლუბის ოფიციალური საიტისთვის განვლილი შეკრება შეაფასა.

მოსამზადებელ პირობებზე

იდეალური პირობები გვქონდა მოსამზადებლად: საუკეთესო სასტუმრო, სავარჯიშო მოედნები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც საჭირო იყო ხარისხიანი შეკრებისთვის.

მზადებაზე

მოგეხსენებათ, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ასევე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია დაწინაურებული პირველ გუნდში. ჩვენი მთავარი ამოცანა მათი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება გახლდათ - მიზნისთვის, რომლისთვისაც ყველა ფეხბურთელი მონდომებით იშრომებდა.

გადავედით ახალ სათამაშო სისტემაზე. გამომდინარე აქედან, შემოდის ახალი იდეები, რომლებიც ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ და გაითავისონ.

ვმუშაობდით რამდენიმე სათამაშო კომპონენტზე. მოსამზადებელ ეტაპზე გვქონდა ორჯერადი ვარჯიშები, ყოველ მესამე დღეს მატჩი. დატვირთვები ფეხბურთელებმა შეძლებისდაგვარად გადალახეს.

ვფიქრობ, წინსვლა არის და შეკრებას დადებითად შევაფასებდი.

ახალწვეულებზე

გიორგი ლორიას ტრავმის გამო დაუშვილს ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა. ეს საერთაშორისო შეხვედრები დიდი სკოლა იყო მისთვის. მას აქვს დადებითი მხარეები, მაგრამ ბევრი აქვს სამუშაო.

ხიდეშელს და გორგიაშვილს ბევრი გაუცდათ, დიდი პერიოდის შემდეგ მოუწიათ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და დაღლილობა დაეტყოთ, მაგრამ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში ჩადგებიან.

ცინცაძე და ჯანელიძე, შეიძლება ითქვას, რომ მზად არიან. იგივე ითქმის მოდებაძეზე, თუმცა ორ-სამდღიანი პაუზის გამო შეფერხდა მისი მონაწილეობა სავარჯიშო პროცესში.

მთავარია, რომ თითოეული ეს ფეხბურთელი მიიღო გუნდმა და ადაპტაციის პროცესი გავლილია. ისინი ერგებიან იმ სათამაშო მოდელს, რომლის სრულყოფაზეც ჩვენ ვმუშაობთ.

სპარინგებზე

"პოდბესკიძიესთან"

დინამო-პოდბესკიძიე 1:1 - ფრე და კურიოზი ქეცბაიას თანდასწრებით [VIDEO]

პირველი სპარინგი შეკრების მეორე დღეს გვქონდა და ფეხბურთელებს მგზავრობით დაღლილობა ეტყობოდათ. გუნდი ვერ შეხვდა ამ თამაშს მომზადებული. დასაწყისში ელემენტარული შეცდომა დავუშვით და გავუშვით. შემდეგ მთელი მატჩი ვცდილობდით ამ შეცდომის გამოსწორებას, რომ არ წაგვეგო.

"ჰაიდუკთან"

დინამო-ჰაიდუკი 1:2 - ლორიას ტრავმა და კოასის ორმაგი სალტო [VIDEO]

ჩვენ გვქონდა კონკრეტული დავალებები თამაშის ჩვენთვის სასურველი ტაქტიკური სქემებით წარმართვისთვის, რაც მეტ-ნაკლებად გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. ხორვატები სეზონს უფრო ადრე იწყებენ და მზადების ციკლით ჩვენზე წინ იყვნენ. თამაშსაც ეტყობოდა, ისინი ჩვენზე სწრაფად მოძრაობდნენ.

"მლადა ბოლესლავთან"

დინამო-მლადა 1:2 - მალხაზ ჟვანია 4-3-3-ს ცდის [VIDEO]

დაახლოებით იგივე დავალებები ჰქონდათ ფეხბურთელებს ჩეხებთან შეხვედრაშიც, მაგრამ აქ უფრო მეტად ორიენტირებულნი ვიყავით შედეგზეც. კომუნიკაცია მოედანზე, წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთესი იყო, თუმცა ჩვენს თამაშს კვლავ ეტყობოდა, რომ უფრო მეტი შეთამაშება და ურთიერთგაგებაა საჭირო მოედანზე.

"ჩერნომორეცი"

დინამო-ჩერნომორეცი 1:0 - ჩაშლილი მატჩი და ნავსიანი შეკრება [VIDEO]

ამ შეხვედრაში გუნდი უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა. ანგარიშშიც დავწინაურდით, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ცნობილია მატჩის ჩაშლის მიზეზები. "დინამოს" მიმართ გამოჩენილ უპატივცემულობას ვერ მივიღებდით.

ნალჩიკის "სპარტაკი"

ამხანაგური შოკი! - თბილისის "დინამომ" ნალჩიკის "სპარტაკთან" 1:6 წააგო...

ეს შეხვედრა არ იგეგმებოდა, მაგრამ "ჩერნომორეცთან" დაუსრულებელი მატჩის შემდეგ, იმისათვის, რათა ყველა ფეხბურთელს მისცემოდა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი სპარინგის ჩატარება. მართალია, ახალგაზრდებს პირველად მოუწიათ პირველივე წუთებიდან თამაში, ზედმეტად ნერვიულობდნენ, მაგრამ შანსი, რომელიც გეძლევა, უნდა გამოიყენო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას გათავისებული ჰქონდეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც "დინამო თბილისის" მაისურით თამაშს ახლავს თან. აბსოლუტურად მესმის "დინამოს" გულშემატკივრის. ის საღამო ძალიან რთული იყო ჩვენთვის.

"ნებითიჩი"

დინამო-ნებითიჩი 3:1 - ბოლო მაინც ტკბილი იყო... [VIDEO]

წინა დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ბიჭებიც უფრო მონდომებულები და მობილიზებულნი იყვნენ. პერიოდულად ნათლად ჩანდა ის, რისკენაც ვისწრაფვით.

შეჯამება

მთლიანობაში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გუნდმა ფიზიკურ და ტაქტიკურ კომპონენტებში მოუმატა, ფიზიკური კონდიციები ამაღლდა. პროგრესია ტაქტიკური მომზადების მიმართულებით.

"სპარტაკთან" შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ გუნდი უფრო შეთამაშდა. გამოჩნდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

სამუშაო ბევრია. მზადებას თბილისში გავაგრძელებთ. ორი-სამი დღით გუნდი დაისვენებს, 14-ში შევიკრიბებით. სავარაუდოდ, 17-ში საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ და სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით.

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით

deme
თქვე კაი ხალხო,თუ ტელევიზორში არ უყურებთ ჩვენ ჩემპიონატს და არც სტადიონზე დადიხართ, რას დამდგარხართ და ლაზღანდარობთ.ვერ ხვდებით რომ ფეხბურთზე კამათი თქვენი საქმე არ არის? //თქვენი ლოღიკით პრეზიდენტი, პრემიერი და ა.შ. არ უნდა მუშაობდნენ ამხელა თანამდებობაზე, რადგან ადრე არ ეკავათ ამხელა პოსტები./თუ კინოში მაინც დადიხართ, წერეთ კინოზე.
emre
Kokora yvela shennairad araqartulad ver iazrovnebs das vizavt
guja_kakhadze
jondi მეგობარო სოლიდარობას გიცხადებ! მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი და აწი იქაც აღარ ვუყურებ არც ნაკრების და არც "დინამოს" თამაშებს. თუ გულშემატკივრის მოზიდვა უნდათ, ჩვენზე უკეთ იციან რა არის გასაკეთებელი.
pepe
გაკეტებულ ტამასჰებს იგებდა მარტვილსჰი მწვრტნელი არა .
jondi
მეც ეგრე მომეჩვენა, რომ ერტობ გამოუცდელი მწვრთნელია. მარტვილის მერანის დიდი პატივისცემის მიუხედავდ, ეგრევე დინამოში გადმოყვანა ცოტა უცნაური ჩანს. ისე, ფიფიასია ეგ გუნდი და როგორც გონია სწორად, ისე მოიქცეს. პირადად მე, სწორი მქცევა ასეთი მგონია, რომ ჩვენი ფეხბურთელები გულშემატკივარს ამ ეტაპზე არ იმსახურებენ, არც მაკრები და არც კლუბები. ამიტომ რამდენიმე წელია მაგათი თამაშისთვსი ტელევიზორშიც არ მიყურებია, სტადიონზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მიცხოვრია ინგლისსი და ვიცი, რას უნდა აკეთებდეს გუნდი, მისი ყველა მწვრთნელი და მოთამაშე, რომ გჰულშემატკივრის ერთგულება დაიმსახუროს.
kokora
ემრე, არ გეწყინოს და ძალიან უაზრო კომენტარს აკეთებ. სად ერეკლე და სად ჩემი .... ხომ გაგიგია, ზუსტად ასეთი კომენტარია. რა შუაშია 2 დღის დანიშნულია თუ ასი დღის. ქართველები მართლაც ვეღარ ქაჩავთ აზროვნებაში. ასე ეს.
soso
ჟვანიაც მიღწევები ქონდა მარტვილის მერანში მუშაობის პერიოდში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დინამოს მწვრთნელობს იმსახურებდა. ვფიქრობ გუნდის პრეზიდენტი ორიენტირებული არ არის ევროპულ ტურნირებში წარმატების მიღწევისათვის. საქართველოს პირველობას კი ამ მწვრთვნელითაც გაქაჩავს. ასე, რომ ევროტურნირებში წარმატებების იმედი არ უნდა გვქონდეს.
ემრე
ტეხავს, აი მაგრად ტეხავს ... როგორ არ მევასება ესეთი ხალხი, 2 დღის დანიშნულია და ისე ლაპარაკობს პროფესორი გეგონება
jondi
ეს ადამიანი (მალხაზ ჟვანია) ვინ არის? ანუ, რა გამოცდილება აქვს, სად უმუშავია, რა კრიტერიუმით დაინიშნა მწვრთნელად? ანუ, თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ყველამ უნდა გაითავისოს რა დიდი პასუხისმგებლობაა დინამოში თამაში, მაშინ იქნება მწვრთნელიც უფრო გამოცდილი მოძებნათ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა