ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მანჩესტერი დაარბიეს

მანჩესტერი დაარბიეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ქარლინგის თასზე“ შეურაცხყვეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ქარლინგის თასზე“ შეურაცხყვეს - აი, ასეთი წინადადება ამოვიკითხეთ ერთ-ერთ ინგლისურ ტაბლოიდში, სადაც აღწერილი იყო როგორ მოუგო „ვესტ ჰემმა“ პრემიერლიგის ლიდერს 4:0 და ხაზგასმით ეწერა, რომ ოთხიდან ორი გოლის ავტორი, 24 წლის ამერიკელი ჯონათან სპექტორი, ოთხი წლის წინ სერ ალექს ფერგიუსონმა „იუნაიტედიდან“ გააგდო, დაიწუნა. სპექტორის მსგავსად ორი გოლი გაიტანა კარლტონ კოულმაც. მატჩის შემდეგ ასეთი მარცხით გაწბილებულმა ფერგიუსონმა თქვა:

„ასეთ დამარცხებას, რასაკვირველია, არ ველოდი. ჩვენს კარში მეტისმეტად უბრალო გოლები გავიდა. მოწინააღმდეგეს ასე არ უნდა გაუხსნა ხელ-ფეხი. ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელები ვათამაშე და იმედი მაქვს, რომ მწარე წაგება კარგ გაკვეთილად გამოადგებათ. მეორე მხრივ კი საწყენია მეოთხედფინალიდან რომ გამოვვარდით - გამარჯვების შემთხვევაში მიზანთან ძალიან ახლოს ვიქნებოდით. შეგვეძლო „ქარლინგის თასი“ კვლავ მოგვეგო“.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა შეჯიბრებაში ერთად 29 თამაში არ წაეგო და პრემიერლიგის აუტსაიდერთან მარცხს ნამდვილად არ ელოდა. თან, სპექტორი, რომელმაც მანჩესტერელებს პირველი ორი გოლი გაუტანა, მცველია, რომელიც „ვესტ ჰემის“ თავკაცმა ავრამ გრანტმა ამ სეზონში სულ მეორედ ათამაშა ძირითად შემადგენლობაში. იმ დღეს გრანტს იგი ნახევარდაცვაში დასჭირდა. როგორც ხედავთ, ამ ტაქტიკურმა გადაადგილებამ გაამართლა. მატჩის შემდეგ „ჩაქუჩთა“ თავკაცმა თქვა:

„დაუჯერებელ შედეგს მივაღწიეთ. ქვეყნის საუკეთესო გუნდთან ასე თამაშსა და ოთხი უპასუხო გოლის გატანას ბიჭებს ვერც დავავალებდი. ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. გამარჯვებას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდი“.

საინტერესოა, რომ რაც ამერიკიდან ინგლისში გადაბარგდა, სპექტორს 128 შეხვედრაში ერთი გოლიც კი არ გაეტანა. „იუნაიტედთან“ გაბრწყინების შემდეგ მან თქვა:

„არც კი მჯერა, აქამდე გოლი რომ ვერ გამქონდა. ამ მხრივ, დღეს, ჩემთვის პოზიციის შეცვლამ ძალიან კარგი როლი ითამაშა. ნახევარდაცვაში გადასვლამ მოწინააღმდეგის კარს მიმაახლოვა. პირველ გოლში დიდი წვლილი ვიქტორ ობინამ შეიტანა, მან შესანიშნავი პასი მომაწოდა. მეორეც ვიქტორის დახმარებით გავიტანე, უბრალოდ, იმ ეპიზოდში თავად ვიქტორს არ გაუმართლა, დარტყმა ვერ მოახერხა და მისი დაკარგული ბურთი მე ვიხელთე. ამ შეხვედრაში ფავორიტად, რასაკვირველია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითვლებოდა, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ ერთსულოვნება გამოგვეჩინა და, როგორც ხედავთ, შედეგსაც მივაღწიეთ“.

სხვათაშორის, გოლების სიუხვით ვერც კოული დაიკვეხნიდა. წინა 18 შეხვედრაში მას მხოლოდ ერთი ჰქონდა გატანილი.

„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი წარმატება უკეთ თამაშისკენ მიბიძგებს“ - თქვა 27 წლის თავდამსხელმა.

„ქარლინგის თასზე“ ამ დღეს კიდევ ერთი თამაში ჩატარდა - „არსენალმა“ „უიგანს“ 2:0 მოუგო. აქ, უპირატესობა თავიდანვე „მეთოფეთა“ მხარეს იყო და სანამ ანტონინ ალკარასი საკუთარ კარში შეაგდებდა მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. მეორე ტაიმში ნიკლას ბენდტნერმა ერთიც გაიტანა.

„ხომ ხედავთ, როგორი სეზონია" - თქვა მატჩის შემდეგ „არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა - "პრემიერლიგაში ეს უკვე ბევრჯერ გამოჩნდა და აი, „ქარლინგის თასმა“ კიდევ ერთი მაგალითი გვაჩვენა. ის, რაც დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაემართა, ყველას შეიძლება შეემთხვას, „ჩელსისაც“ და ჩვენც. ძალიან კარგია ნახევარფინალში რომ გავედით, მაგრამ თასის მოგების არანაირი გარანტია არ გვაქვს. თუ წარმატება გვინდა ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში თავდადებით უნდა ვითამაშოთ“.

რასაკვირველია, „ქარლინგის თასზე“ ვენგერმაც შეცვლილი შემადგენლობით ითამაშა. გუნდში გამოჩნდნენ რობინ ვან პერსი, თეო უოლკოტი და ზემოხსენებული ბენდტნერი. ვან პერსისთვის ეს აგვისტოს მერე პირველი გამოჩენა იყო მოედანზე.

„რობინმა ჩვეულებისამებრ მაღალი კლასი გამოავლინა, თუმცა ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია და პრაქტიკა სჭირდება. დღეს მან მოედანზე 70 წუთი დაჰყო. იმედი მაქვს ეს დატვირთვა მტკივნეულ ადგილს არ გაუღიზიანებს. თუ დავინახავთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, დატვირთვებს მოვუმატებთ“.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო