ბევრი ფავორიტი, ერთი გამარჯვებული
მამაკაცთა ინდივიდუალურ სპრინტში გაცილებით დრამატულად განვითარდა მოვლენები. აქაც ფართო იყო ფავორიტთა წრე. სკიატლონში განცდილი ფიასკოს მიუხედავად, არ შეიძლებოდა სახელგანთქმული ნორვეგიელის, პეტერ ნორტუგის ჩამოწერა. აქვე იყო სოჭში სკიატლონის ჩემპიონი დარიო კოლონია. დიდი იმედები ჰქონდათ რუსებს: მათ სამი კარგი მოთხილამურე უნდა გაეყვანათ ტრასაზე, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონი ნიკიტა კრიუკოვი.

ფინალში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, რისი მიზეზიც ზემოთ ხსენებული დრამატული მოვლენები იყო. ფაქტობრივად, მედლების განაწილება მოხდა იმ სახიფათო მოსახვევში, რომელიც ბევრი მოთხილამურისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

ფინალურ გარბენს სათავეში ჩაუდგნენ ოლა ვიგენ ჰატესტადი და ტეოდორ პეტერსონი. სხვა ფავორიტებიც ახლოს იყვნენ, გარდა ემილ იონსონისა, რომელსაც სტარტიდანვე პრობლემები შეექმნა და მშვიდად მოჩანჩალებდა უკან. ჰატესტადმა და პეტერსონმა ტექნიკურად გაიარეს სახიფათო ვირაჟი, მათ უკან მყოფმა ანდერს გლოერესენმა და მარკუს ჰელნერმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და სინქრონულად დაეცნენ ტრასაზე. რუსების მთავარი იმედი სერგეი უსტიუგოვი კი ერთ-ერთ წაქცეულ სკანდინავიელს წამოედო და ისიც თოვლში აღმოჩნდა, თან ჯოხიც გაუტყდა და ასეთ სიტუაციაში, მედალზე ფიქრი არ შეიძლებოდა.

ამ სიტუაციით კარგად ისარგებლა ემილ იონსონმა, რომელსაც შეწყვეტილი ჰქონდა ბრძოლა. მან მიიღო ბედის ეს საჩუქარი და ფინიშზე მაქსიმალურად მოინდომა, რამაც შვედს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. თუმცა ეს წარმატება იონსონს კინაღამ ძვირად დაუჯდა, რადგან ფინიშის შემდეგ გონება დაკარგა და ექიმებს მისი მოსულიერება დასჭირდათ.

აღსანიშნავია, რომ ადრეულ ეტაპებზე წაქცევის გამო ვეღარ იბრძოლეს მედლებისთვის რუსმა ანტონ გაფაროვმა და დარიო კოლონიამ. ჩააგდო ნახევარფინალი პეტერ ნორტუგმა, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა სოჭის ოლიმპიადას. ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა სპრინტში მსოფლიოს თასის ლიდერ იოზეფ ვენცლს.

ოლა ვიგენ ჰატესტადი

დაიბადა: 19 აპრილი, 1982

სიმაღლე: 1.86 მ

წონა: 85 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, სპრინტი

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2009), ვერცხლისმედალოსანი (2011).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა