NBA: "მემფისთან" სტუმრად მყოფ "ლეიკერს" უიღბლო სერიის დასრულებაში ხელი რუდი გეის დაფარებამ შეუშალა

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი "ლეიკერსი" გუშინდელ დღეს ზედიზედ ორი წაგებით შეხვდა, ამიტომაც ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ კალიფორნელები სტუმრად "მემფისთან" მატჩში დაასრულებდნენ ამ უიღბლო სერიას. ამის ყველას სჯეროდა, გარდა მასპინძელთა გუნდისა, რომელიც სამმატჩიანი საშინაო მოგებათა სერიის გაგრძელებას ლამობდა.

შეხვედრის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ სტუმრებს რთული გამოცდა ელოდათ. მართალია, კობი ბრაიანტი სტაბილურად აგროვებდა ქულებს, მაგრამ კონლი, გეი და რენდოლფი ვალში არ რჩებოდნენ "ლეიკერსის" ლიდერს. მაგრამ თუ პირველ ტაიმში ორივე გუნდი შედეგიან თამაშს აჩვენებდა, მეორე ნახევარში ზუსტმა ტყორცნებმა იკლო და ამაში მასპინძელთა დამსახურებაა, რომლებმაც მეტოქეს მესამე მეოთხედში მხოლოდ 16 ქულა დააგროვებინეს. კობი ბრაიანტი ნებისმიერი პოზიციიდან ისროდა და საბოლოოდ, 16 აცილებული ტყორცნა დაუგროვდა (წინა მატჩში კობიმ 19 სროლა ააცილა), ამან კი "ლეიკერსი" ზედიზედ მესამე წაგებამდე მიიყვანა.

და მაინც, სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრის გადარჩენის რეალური შანსი, როცა ორქულიანი ჩამორჩენისას 10 წამით ადრე პაუ გასოლმა მაიკ კონლის აართვა ბურთი და შეტევაში გაუშვა ბრაიანტი, მან კი რონ არტესტს მიაწოდა, მაგრამ რუდი გეის დაფარებამ ზედიზედ მესამედ წააგებინა "ლეიკერსს". ასეთი რამ არ მომხდარა 2008 წლის შემდეგ, როცა კალიფორნიელებმა პაუ გასოლი... "მემფისიდან" გადაიბირეს.

რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ვეტერანი ტიმ დანკანის მიღწევას. "სან ანტონიოს" ლიდერმა აქამდე სამმაგი დუბლი მხოლოდ სამჯერ შეასრულა, აქედან ბოლო ტრიპლ-დაბლი 2003 წლის 14 მარტით თარიღდებოდა. და აი ახლა, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა ახალგაზრდობა გაიხსენა და "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ 15 ქულა, 18 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა, თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ მეურვეებად დევიდ ლი და ანდრის ბიედრინში ჰყავდა.

"ჩიკაგო ბულზის" ახალწვეულმა კარლოს ბუზერმა მოირჩინა ხელის ტრავმა და მალე მოედანზე დაბრუნდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო თავიდანვე აპირებს "იუტას" ყოფილი მოთამაშის სასტარტო ხუთეულში ჩასმას - კარლოსი ტაჯ გიბსონს შეცვლის.

"არ მგონია, რომ ამ ნაბიჯმა შესამჩნევად შეცვალოს ჩვენი სტილი, - ამბობს ტიბოდო. - დარწმუნებული ვარ, კარლოსის დაბრუნება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს თამაშს".

ბუზერის გამოსვლა ლუოლ დენგს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ამჟამად ბრიტანელი მესამე ადგილზეა ლიგაში მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით - საშუალოდ 39.7 წუთი. ამ კომპონენტში ის მხოლოდ კევინ დურანტსა და რუდი გეის ჩამორჩება.

"ამ მომენტისთვის დენგმა იმაზე მეტი ითამაშა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ამის გამო მე მას დასვენების საშუალებას მივცემ", - დაამატა ტიბოდომ.

"მაიამი ჰიტი" კრიზისის დაძლევას ცდილობს. ამ მიზნით ლებრონ ჯეიმსსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ერიკ სპოელსტრას შორის 30-წუთიანი შეხვედრა გაიმართა.

სპოელსტრამ განაცხადა, რომ შეხვედრა არ ეხებოდა მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის უთანხმოებას, რომელსაც "ჰიტის" დამრიგებელმა "ჯანსაღი კონფლიქტი" უწოდა. ლაპარაკი იყო სეზონის სტარტზე "მაიამის" ცუდი თამაშის შესახებ. "მჯერა, რომ ეს შეხვედრა გუნდს წაადგება", - განაცხადა სპოელსტრამ.

მწვრთნელთან კონფლიქტის ფაქტი უარყო ჯეიმსმაც, არადა, ყველამ იცის, რომ სპოელსტრა მოთამაშისგან სტატისტიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ითხოვდა: "ვფიქრობ, ეს ყველასთვის იმედგაცრუებაა. რაც შეეხება ჩემსა და სპოელსტრას შორის უთანხმოებას, ასეთი რამ არ არსებობს. თუ მწვრთნელისთვის რაიმეს თქმა მინდა - მასთან მივდივარ და პირდაპირ ვეუბნები. მასაც შეუძლია ჩემთან მოსვლა. ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს".

კლივლენდი-ბოსტონი 87:106

23:21, 22:35, 20:24, 22:26

კ: ვარეჟაო (16+12 მოხსნა), გიბსონი (16), სეშენსი (14), უილიამსი (13), პარკერი (13), ჰიქსონი (1+11 მოხსნა).

ბ: რონდო (23+12 პასი+5 მოხსნა), დევისი (17+11 მოხსნა), ალენი (12), გარნეტი (11+10 მოხსნა), პირსი (11).

ორლანდო-დეტროიტი 90:79

18:23, 25:22, 21:16, 26:18

ო: ლუისი (20), პიეტრუსი (13+5 მოხსნა), კარტერი (13), რედიკი (10).

დ: პრინსი (16), სტაკი (14+5 პასი), ვილანუევა (12+5 მოხსნა), ჰემილტონი (12), გორდონი (10).

ფილადელფია-პორტლენდი 88:79

29:29, 18:17, 19:22, 22:11

ფ: ბრენდი (18), ნოჩიონი (11+5 მოხსნა), ჰოლიდეი (11), ჰაუსი (10).

პ: მეტიუზი (26), ოლდრიჯი (20+12 მოხსნა), როი (10).

ნიუ იორკი-ნიუ ჯერსი 111:100

30:28, 25:30, 33:15, 23,27

ნ-ი: სტაუდმაიერი (35+9 მოხსნა), ჩენდლერი (27+11 მოხსნა), ფელტონი (21+10 პასი+7 მოხსნა), გალინარი (13+6 მოხსნა).

ნ-ჯ: ლოპესი (36+5 მოხსნა), ფარმარი (17), აუთლო (13).

მემფისი-ლეიკერსი 98:96

27:27, 24:22, 19:16, 28:31

მ: კონლი (28), გეი (14+5 მოხსნა+6 დაფარება), რენდოლფი (13+8 მოხსნა), ჰენრი (12), მაიო (11), მ. გასოლი (10+9 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (29+7 მოხსნა+5 პასი), პ. გასოლი (15+14 მოხსნა+4 დაფარება), არტესტი (12), ოდრმი (8+11 მოხსნა).

საკრამენტო-ინდიანა 98:107

23:22, 29:30, 17:28, 29:27

ს: უდრიხი (24), კაზინსი (20+8 მოხსნა), ევანსი (16+9 პასი+7 მოხსნა).

ი: გრეინჯერი (37+7 მოხსნა), კოლისონი (17+6 პასი), ჰიბერტი (16+8 მოხსნა), ჯონსი (12).

გ. სტეიტი-სან ანტონიო 98:118

26:30, 22:28, 25:33, 25:27

გ-ს: კარი (32+5 პასი), ლი (18+7 მოხსნა+5 პასი), რაიტი (13+5 მოხსნა), ელისი (12), ბიედრინში (4+18 მოხსნა).

ს-ა: ჯინობილი (27+6 პასი+5 ჩაჭრა), ბლეირი (16+10 მოხსნა), დანკანი (15+18 მოხსნა+11 პასი), ნოა (14), პარკერი (12+6 პასი), ჰილი (12), ჯეფერსონი (12).

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა