ესპანელმა პილოტმა ენდი სოუჩეკმა ფორმულა 1-ში მოხვედრის სირთულეებზე დაიჩივლა

ესპანელმა პილოტმა ენდი სოუჩეკმა იმ სირთულეების გამო დაიჩივლა, რომელსაც ახალგაზრდა ავტომრბოლები ფორმულა 1-ში მოხვედრის მცდელობისას აწყდებიან. სოუჩეკის თქმით, დღეისთვის გუნდები უპირატესობას ანიჭებენ სპონსორული მხარდაჭერის მქონე პილოტებს და არა იმათ, ვისაც რეალური ნიჭი გააჩნია.

"პილოტებს ყოველთვის სჭირდებოდათ სპონსორების მხარდაჭერა, მაგრამ ეს დღეს ნამდვილ პრობლემად გადაიქცა, - განაცხადა სოუჩეკმა. - რამდენიმე გუნდთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ძირითადი ან სარეზერვო პილოტის სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ ამ მომენტისთვის სპონსორთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა იმ პილოტებმა მოიპოვეს, რომლებსაც პოლიტიკოსები ან სულაც ქვეყნების მთავრობები ეხმარებიან. შესბამისად, გაიზარდა ფორმულა 1-ში მოხვედრის ღირებულება".

ენდი სოუჩეკი 2009 წელს აღორძინებული ფორმულა 2-ის პირველი გამარჯვებული გახდა, მაგრამ რანგით უფრო მაღალ სარბოლო სერიაში თავისი ადგილი ვერ იპოვნა და ეს სეზონი "ვირჯინის" სარეზერვო პილოტის რანგში გაატარა. აგვისტოში მან გააუქმა კონტრაქტი რიჩარდ ბრენსონის საჯინიბოსთან, რადგან სხვა გუნდისგან მიწვევის იმედი ჰქონდა.

"მოგებული გაქვს ფორმულა 2, ფორმულა 3, ტესტები გაქვთ ჩატარებული "უილიამსში", გამოდიოდით GP2-სა და Superleague-ში, მაგრამ ბოლოს ხედავ, რომ ფორმულა 1-ში ადგილს ისინი იღებენ, ვისაც ასეთი მიღწევები არ გააჩნიათ, სამაგიეროდ, ფული აქვთ. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ შენი ნიჭი არავის აინტერესებს", - აგრძელებს ესპანელი.

მიუხედავად ამისა, სოუჩეკს იმედი აქვს, რომ რომელიმე გუნდი მისი შესაძლებლობებით დაინტერესდება. "მოთმინებაა საჭირო, - ამბობს ენდი. - ვფიქრობ, არსებობს ოთხი-ხუთი პილოტი, რომლებმაც უნდა აჩვენონ არა მხოლოდ ფული, არამედ საკუთარი ნიჭი. თუ მათ ეს არ გამოუვათ, გუნდებს სხვა ვარიანტების ძებნას დაიწყებენ".

ავსტრალიურმა ყოველკვირეულმა გამოცემა BRW-მ გამოაქვეყნა "მწვანე კონტინენტის" ყველაზე შეძლებული სპორტსმენების სია. მას "რედ ბულის" პილოტი მარკ უებერი უდგას სათავეში.

ავსტრალიელი ავტომრბოლი ბოლო მომენტამდე ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, მაგრამ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონატის მსვლელობისას მან ოთხი ეტაპის მოგება შეძლო. BRW-ის შეფასებით, ამ წელს უებერმა 13.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რამაც საშუალება მისცა სხვა ავსტრალიელ ვარსკვლავებზე წინ წასულიყო, არადა, შარშან უებერს ანალოგიურ სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.

ყველაზე მდიდარი ავსტრალიელი სპორტსმენების პირველ ექვსეულში სპორტის ტექნიკური სახეობის ოთხი წარმომადგენელია. უებერის გარდა ესენი არიან: მოტოკროსმენი ჩად რიდი (7.5 მილიონი - მე-3 ადგილი), მოტოგრანპრის ვარსკვლავი კეისი სტოუნერი (6.8 მილიონი - მე-4 ადგილი) და ამერიკული ნასკარ-ის მონაწილე მარკოს ემბროუზი (4.2 მილიონი - მე-6 ადგილი).

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს