საქველმოქმედო აუქციონზე ლონდონის ტურნირის რვავე მონაწილის ავტოპორტრეტი გაიყიდა, რომელიც მოთამაშეებმა ჩოგნების, ბურთებისა და საღებავების საშუალებით შეასრულეს

დასრულდა საქველმოქმედო აუქციონი, რომელიც ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის დროს გაიმართა. გასაყიდად გამოტანილი იყო ჩემპიონატის რვავე მონაწილის ავტოპორტრეტი, რომელიც მოთამაშეებმა ჩოგნების, ბურთებისა და საღებავების საშუალებით შეასრულეს.

ყველაზე ძვირად ენდი როდიკის "ნამუშევარი" გაიყიდა - მისმა ღირებულებამ 33.1 ათასი დოლარი შეადგინა. თანაც მყიდველმა თავდაპირველ თანხაზე 25 ათასით მეტი გადაიხადა. სურათის მფლობელის თქმით, მას ძალიან უნდოდა რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის სურათებისთვის გადახდილი თანხა გადაეფარა.

სულ აუქციონის ორგანიზატორებმა 127 755 დოლარი შეკრიბეს. ამ თანხის ნახევარი ATP-ის ჩემპიონატის საქველმოქმედო ფონდის ("შევინარჩუნოთ ბავშვები") ანგარიშზე გადაირიცხება, მეორე ნახევარი თავად ჩოგბურთელების მიერ არჩეულ ფონდებში გადანაწილებდა.

მოთამაშეთა ავტოპორტრეტების საბოლოო ღირებულება:

1. ენდი როდიკი (აშშ) - $33 100

2. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - $27 300

3. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) - $26 500

4. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - $22 103

5. ენდი მიურეი (ბრიტანეთი) - $7 301

6. რობინ სიოდერლინგი (შვედეთი) - $5 100

7. დავიდ ფერერი (ესპანეთი) - $3 350

8. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) - $3 001

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა