"ჩელსის" ბოლოს კლასი დააკლდა
ჟოზე მოურინიო თავმდაბლობით არასოდეს გამოირჩეოდა. შესაბამისად, მისი განცხადებები, რომ "ჩელსი" მხოლოდ მომდევნო სეზონისთვის იქნებოდა მზად ჩემპიონობისთვის, ერთი შეხედვით, მორიგ ხრიკად აღიქმება.

მეორე მხრივ, ლონდონელთა მოულოდნელი წაფორხილებები ჩემპიონატის არცთუ გამორჩეულ გუნდებთან ("ვესტ ჰემი" და ახლა უკვე "ვესტ ბრომვიჩიც") გვაფიქრებინებს, რომ პორტუგალიელის თეორია შეიძლება სადღაც ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან. "ლურჯებმა" "ჰაუტორნსზე" მეტოქეს, პრაქტიკულად, ყველაფერში აჯობეს, თუმცა ბოლო 20 წუთში თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვეს და დაისაჯნენ. პორტუგალიელის შეგირდები უსაშველოდ შორს იყვნენ თამაშის იმ ხარისხისგან, რაც "ეტიჰადზე" აჩვენეს რამდენიმე დღის წინ. მოურინიოს მატჩისშემდგომი დასკვნა, რომ შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა, სამართლიანი გვეჩვენება:

" მთელი ერთი საათი მოედანზე ფეხბურთს მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით, მაგრამ შეხვედრის ბედი მაინც ვერ გადავწყვიტეთ. არადა, ამისთვის უამრავი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დასაწყისში.

ამას მოჰყვა ჯერ 10-წუთიანი ცუდად ჩატარებული მონაკვეთი, ბოლო 20 წუთი კი მასპინძელმა გვაჯობა და ყველაფერი გააკეთა შედეგის მისაღებად. მათმა მონდომებამ ლოგიკური შედეგი გამოიღო. 1:1-ის შემდეგაც კი საკუთარ საჯარიმოში იმდენად ვიყავით გამოკეტილები, რომ პასუხის გაცემა ვერ მოვახერხეთ.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემს უკანახაზელებს ფიზიკურად აღარ ჰყოფნიდათ ძალები, თავდამსხმელებმა კი მეტოქეზე ზეწოლა შეწყვიტეს და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს. ასეთ რთულ მომენტებში ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა წყვეტს ყველაფერს, რაც დღეს ძალიან გვაკლდა. ჩემი გუნდი მზად არ აღმოჩნდა ამ თამაშისთვის".

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რეზო110
სტატიის სათაურში მოხსენიებული "თეორია" სად არის ვერ გავიგე, სტატიის დასაწყისში "....თავმდაბლობით არასოდეს გამოირჩეოდა" რავ შუაშია ვერც ეს გავიგე. მე ინგლისურ საიტზე წავიკითხე მისი კომენტარები და ანალიზი, კაცი ობიექტურად აანალიზებს ყველაფერს. თქვენი სტატია კი არც პროფესიონალურია ფეხბურთის ცოდნის თვალსაზრისით და არც სათაურის ადეკვატური ჟურნალისტური თვალსაზრისით. მხოლოდ კეთილი სურვილებით და ჩვენი ინტელექტის პატივისცემის ნიშნად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
კოლო ტურეს უბედურება
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ