მოსალოდნელი, მაგრამ მაინც საოცარი
მამაკაცებს შორის 1000-მეტრიანი დისტანციის წინ, ბევრი სპეციალისტი იმ აზრამდე მიდიოდა, რომ ამ სახეობაში არ უნდა ყოფილიყო ჰოლანდიელთა ულაპარაკო დომინირება. "ნარინჯისფერთა" ბატონობა უნდა დაემხო ცნობილ ამერიკელს შენი დევისს. მას ისტორიაში შესვლის შანსი ჰქონდა - გამარჯვების შემთხვევაში, დევისი პირველი მოციგურავე გახდებოდა, ვისაც ერთი და იგივე დისციპლინა ზედიზედ სამჯერ ექნებოდა მოგებული. შენისთვის შეეძლოთ პრობლემები შეექმნათ თანამემამულე ბრაიან ჰანსენს, ორ ჰოლანდიელს: 500 მეტრზე სოჭის ჩემპიონს მიხელ მიულდერსა და შტეფან გროოტჰუისს და სხვებს.

მაგრამ ჰოლანდიის ნაკრებს ამგვარ პროგნოზზე საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. 32 წლის შტეფან გროოტჰუისს აქამდე არც ერთი ოლიმპიური მედალი არ ჰქონდა მოპოვებული და სწორედ სოჭში ჩაატარა კარიერაში საუკეთესო რბოლა. მან ოთხი მეასედი წამით აჯობა კანადელ დენი მორისონს, ხოლო მესამე ადგილი მიხელ მიულდერმა მოიპოვა.

რაც შეეხებათ სხვა ფავორიტებს, მათ სრული ფიასკო განიცადეს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ყაზახი დენის კუზინი, რომელიც ბოლო გარბოდა დისტანციაზე, მეშვიდე შედეგით დაკმაყოფილდა. ყაზახის შემდეგ მოდიოდა ლეგენდარული შანი დევისი, რომლის წარმატებული კარიერა, როგორც ჩანს, ბოლოსკენ მიდის, თუმცა ამერიკელი აუცილებლად გაიბრძოლებს 1500 მეტრზე. კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა ტჰე-ბომ მო - ვანკუვერის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ელოდნენ, რომ 24 წლის კორეელი, ბოლოს და ბოლოს, დაამარცხებდა ასაკში შესულ დევისს და ოქროს აიღებდა, მაგრამ მასაც ფიასკოს ელოდა.

ასე რომ, მამაკაცებს შორის ციგურებით სირბილში უკვე მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა და ჰოლანდიის ნაკრებს ცხრიდან რვა (!) მედალი აქვს აღებული. წინ კიდევ 1500, 10000 მეტრი და გუნდური გამოდევნებაა.

სტეფან გროოტჰუისი

დაიბადა: 23 ნოემბერი, 1981

სიმაღლე: 1.81 მ

წონა: 82 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო სოჭი 2014, 1000 მ

სხვა ტიტულები

სპრინტში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი (2012), მსოფლიოს ჩემპიონი ცალკეულ დისციპლინებში (2012), ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა