დისკვალიფიცირებული მწვრთნელის გარეშე მოთამაშე "დინამომ" "გაგრას" თავიდანვე შეუტია და მიზანსაც მალე მიაღწია

"გაგრა" ერთადერთი პირველლიგელია, რომელმაც თასის მეოთხედფინალს უწია. საინტერესო იყო, როგორ წინააღმდეგობას გაუწევდა ანატოლი პისკოვეცის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ახალგაზრდა გაგრელებს სახელიანი მეტოქის წინააღმდეგ თავი არ დაუზოგავთ და რიგ ეპიზოდებში ხარისხიანი ფეხბურთიც გვაჩვენეს, მაგრამ მატჩი მაინც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

დისკვალიფიცირებული მწვრთნელის, თამაზ სამხარაძის გარეშე მოთამაშე "დინამომ" თავიდანვე აქტიურად შეუტია და მიზანსაც მალე მიაღწია. თუმცა ორივე გაშვებულ გოლში მოწინააღმდეგეზე მეტი "დამსახურება" მასპინძლებს მიუძღვით, უფრო კონკრეტულად, გიორგი ტყეშელაშვილს, რომელმაც დაცვის ცენტრში ზედიზედ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და უკვე მე-14 წუთზე მათე ვაწაძის წასვლის შემდეგ "დინამოს" მთავარ ცენტრფორვარდად გამწესებული ზვიად მეტრეველი დუბლის ავტორი იყო.

თითქოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ "გაგრა" სწორედ მაშინ ათამაშდა უკეთ, როცა ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნა და დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. თამაში ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა და შესვენებამდე სახიფათო მომენტები ორივე კართან ვიხილეთ. ნაკონეჩნის ეფექტური დარტყმისას სტუმრები ლორიამ იხსნა, ჯუისმა კი თექთურმანიძის გონივრული პასით ვერ იხეირა.

"გაგრამ" ანგარიშში სხვაობა პირველი ტაიმის მიწურულს შეამცირა. საგოლე კომბინაცია შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესულმა ოვონიკოკომ წამოიწყო, შეტევა ხუციძის გადაცემით გაგრძელდა და კარის წინ უმეთვალყურეოდ მიტოვებული შარიქაძის ზუსტი თავურით დასრულდა.

"გაგრას" მონდომება არც მატჩის მეორე ნახევარში დაეწუნებოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ თამაშის მსვლელობას "დინამო" აკონტროლებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთაგან შარიქაძემ ააცილა შორეული დარტყმა, სტუმართაგან კი მეტრეველმა ორჯერ არაზუსტად დაარტყა.

მოედანზე ხისტი ბრძოლა გაჩაღდა და უხეშობაც გახშირდა. საბედნიეროდ, არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას თამაშის სადავეები ხელიდან არ გაჰქცევია, ოღონდ ამისთვის გადამჭრელი ზომების მიღება დასჭირდა. გივი კვარაცხელიამ ოვონიკოკოსთან ბრძოლაში ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენიმე წამში კი ნერვები ვეღარ მოთოკა და ნიგერიელზე გაიწია, რისთვისაც მოედანი დაატოვებინეს. ეს შეხვედრის ბოლო საინტერესო ეპიზოდი იყო, "გაგრას" გადამწყვეტი შტურმი კაცნაკლული მეტოქისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა და არცთუ იოლ ბრძოლაში სტუმრად მოპოვებუოლი გამარჯვების გათვალისწინებით "დინამომ" საპასუხო მატჩის წინ კომფორტული ჰანდიკაპი დაიბევა.

მატჩის შემდეგ

ანატოლი პისკოვეცი (გაგრა): "ნამდვილი სათასო თამაში იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ყველაზე საიმედო ფეხბურთელმა უხეში შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა ხასაიათში გამოავლინეს. 28 ნოემბერს პირველი ლიგის მატჩი ჩავატარეთ და "დინამოსთან" შეხვედრა ასეთი მოკლე ინტერვალით არ უნდა დაენიშნათ".

ზვიად მეტრეველი (დინამო): "ბედნიერი ვარ, რომ "დინამომ" ჩემი გოლებით გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ამ შედეგით საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეორე შეხვედრაშიც დიდი ბრძოლა გველის".

გაგრა-დინამო 1:2

1.12. თბილისი. მერანი. 400 მაყურებელი

გოლები: 0:1 მეტრეველი (7), 0:2 მეტრეველი (14. ჯუისის პასით), 1:2 შარიქაძე (45. ხუციძის პასით)

გაგრა დინამო

4-4-2 4-2-3-1

ნადირაშვილი ლორია

ზ. ჩხეტიანი კაკუბავა

ტყეშელაშვილი თომაშვილი

ჯ. გაბუნია გ. კვარაცხელია

ნ. ჯიშკარიანი ხმალაძე

მოსიაშვილი ედნილსონი

შარიქაძე კოშკაძე

ხუციძე ლექვთაძე

ნაკონეჩნი ჯუისი

შ. კვანტალიანი თექთურმანიძე

ორდინსკი მეტრეველი

მწვრთნელი მწვრთნელი

ა. პისკოვეცი გ. ჭანტურია

გაგრა

30. მოსიაშვილი – ოვონიკოკო

71. გაბუნია – კობერიძე

83. ჯიშკარიანი – გედენიძე

სათადარიგოები: ხომერიკი, დ. გიგაური, კალანდაძე, ყურულაშვილი

დინამო

57. ლექვთაძე – ქანთარია

70. ჯუისი – გ. გველესიანი

81. თექთურმანიძე – ფირცხალავა

სათადარიგოები: შეყრილაძე, მამუჩაშვილი, მუჯირი, სიხარულიძე

გაფრთხილება: ჩხეტიანი (35), ნაკონეჩნი (56), ოვონიკოკო (65), კვარაცხელია (66)

გაძევება: კვარაცხელია (67)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"